Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-561-902-07 11 მარტი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები:

1. გ. ქ-ელი (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

2. მ., ი. და ქ. ქ-ლები (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ლ-აძე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

დავის საგანი – მინდობილობის ბათილად ცნობა; კანონით მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ბათილად ცნობა; ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღებულად ცნობა; სამკვიდრო ქონებაზე თანამესაკუთრედ აღიარება; ხელშეშლის აღკვეთა; უკანონო მფლობელობიდან ბინის გამოთხოვა

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორ გ. ქ-ელის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის

კასატორების ი., მ. და ქ. ქ-ელების მოთხოვნა – სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. ლ-აძემ 2005 წლის მარტში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: გ. ქ-ელის, ზ. ს-ძის, ნ. ქ-ლის, ნ. ქ-ის, ი., მ. და ქ. ქ-ების მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან მის საკუთრებაში რიცხული ქ.გორში, ... ქ. ¹24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამოთხოვა.

გ. ქ-ელმა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ი. ლ-აძის მიმართ და მოითხოვა 2001 წლის 25 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

მ., ი. და ქ. ქ-ებმა, როგორც მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს დედის, ნ. ქ-ელის სახელზე, 2001 წლის 20 აპრილს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ბათილად ცნობა, ნ. ქ-ელის მიერ გ. ქ-ელზე გაცემული მინდობილობის ბათილად ცნობა, ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღებულად ცნობა, სამკვიდრო ქონებაზე თანამესაკუთრედ აღიარება; 2001 წლის 25 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ი. ლ-აძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა გ. ქ-ელის შეგებებული სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილილ ნ. ქ-ელის წარმომადგენელ გ. ქ-ელსა და ი. ლ-აძეს შორის დადებული 2001 წლის 25 აპრილის ქ.გორში, ... ქ. ¹24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება; ი., მ. და ქ. ქ-ელების სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2001 წლის 20 აპრლის ნოტარიუს მალხაზ მახარაშვილის მიერ ნ. ქ-ელის სახელზე გაცემული კანონისმიერი უფლების სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად ნ. ქ-ელი მისი ქმრის ნ. ქ-ლის ერთადერთი მემკვიდრეა. ბათილად იქნა ასევე ცნობილი ნ. ქ-ელსა და ი. ლ-აძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მისგან გამომდინარე ყველა იურიდიული შედეგით.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ლ-აძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ლ-აძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. ლ-აძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ.გორში, ... ქ. ¹24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი გამოთხოვილი იქნა გ. ქ-ელის, ზ. ს-ძის, ნ. ქ-ლის, ნინო ქ-ელის, ი., მ. და ქ. ქ-ელების უკანონო მფლობელობიდან და გადაეცა ი. ლ-აძეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. გ. ქ-ელი, ზ. ს-ძე, ნ. ქ-ლი, ნ. ქ-ელი, ირინა, მარინა და ქ. ქ-ელები გამოსახლებულნი იქნენ ქ.გორში, ... ქუჩა ¹24-ში მდებარე ი. ლ-აძის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლიდან, გ. ქ-ელის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ირინა, მარინა და ქ. ქ-ელების დამოუკიდებელი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გ. ქ-ელმა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვს იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ირინა, მარინა, ქ. ქ-ელებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

2008 წლის 4 მარტის სასამართლო სხდომაზე დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე; დამტკიცდა მორიგება ი. ლ-აძეს, გ., ი., ნ., მ. და ქ. ქ-ელებს, ზ. ს-ძის წარმომადგენელ მ. გ-აძესა და ნ. ქ-ელის წარმომადგენელ გ. ქ-ელს შორის შემდეგი პირობებით: გ. ქ-ელი კისრულობს ვალდებულებას მორიგების დამტკიცების დღიდან, 2008 წლის 4 მარტიდან სამი თვის განმავლობაში ი. ლ-აძეს გადაუხადოს 21000 (ოცდაერთი ათასი) აშშ დოლარი. თანხის გადახდისთანავე ი. ლ-აძე უზრუნველყოფს თავის საკუთრებაში არსებული ბინის, მდებარე ქ.გორში, ... ქ. ¹24-ში, საკუთრების უფლების მოპასუხეებზე აღრიცხვას; თუ სამი თვის განმავლობაში გ. ქ-ელი არ გადაუხდის მოსარჩელე ი. ლ-აძეს აღნიშნულ თანხას, მისი გადახდა განხორციელდება ზემოთმითითებული ბინის აუქციონზე რეალიზაციის გზით. თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის გ. ქ-ელი აუნაზღაურებს ზარალს ი. ლ-აძეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე გ. ქ-ელი დადებს საკრედიტო ხელშეკრულებას ბანკთან, ხოლო ბანკი მოითხოვს კრედიტის უზრუნველყოფას, მოსარჩელე ი. ლ-აძე უზრუნველყოფს თავის საკუთრებაში არსებული ბინის, მდებარე ქ.გორში, ... ქ. ¹24-ში, იპოთეკით დატვირთვას ზემოხსენებული ვალის დაფარვის მიზნით. რეალიზაციიდან მიღებული თანხიდან ი. ლ-აძის მიერ თანხის მიღების შემდეგ დარჩენილი თანხა გადაეცემა მოპასუხეებს. მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა მოცემულ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები და მოცემულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 4 მარტის განჩინებით არ გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯების საკითხი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის შედეგად თვლის, რომ მოცემძულ საქმეზე გამოტანილ უნდა იქნეს დამატებითი განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 4 მარტის განჩინებით დამტკიცდა მორიგება ი. ლ-აძეს, გ., ი., ნ., მ. და ქ. ქ-ელებს, ზ. ს-ძის წარმომადგენელ მ. გ-აძესა და ნ. ქ-ელის წარმომადგენელ გ. ქ-ელს შორის შემდეგი პირობებით: გ. ქ-ელი კისრულობს ვალდებულებას მორიგების დამტკიცების დღიდან, 2008 წლის 4 მარტიდან სამი თვის განმავლობაში ი. ლ-აძეს გადაუხადოს 21000 (ოცდაერთი ათასი) აშშ დოლარი. თანხის გადახდისთანავე ი. ლ-აძე უზრუნველყოფს თავის საკუთრებაში არსებული ბინის, მდებარე ქ.გორში, ... ქ. ¹24-ში, საკუთრების უფლებით მოპასუხეებზე აცრიცხვას; თუ სამი თვის განმავლობაში გ. ქ-ელი არ გადაუხდის მოსარჩელე ი. ლ-აძეს აღნიშნული თანხას, მისი გადახდა განხორციელდეს ზემოთმითითებული ბინის აუქციონზე რეალიზაციის გზით. თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის გ. ქ-ელი აუნაზღაურებს ზარალს ი. ლ-აძეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე გ. ქ-ელი დადებს საკრედიტო ხელშეკრულებას ბანკთან, ხოლო ბანკი მოითხოვს კრედიტის უზრუნველყოფას, მოსარჩელე ი. ლ-აძე უზრუნველყოფს თავის საკუთრებაში არსებული ბინის, მდებარე ქ.გორში, ... ქ. ¹24-ში იპოთეკით დატვირთვის ზემოხსენებული ვალის დაფარვის მიზნით. რეალიზაციიდან მიღებული თანხიდან ი. ლ-აძის მიერ თანხის მიღების შემდეგ დარჩენილი თანხა გადაეცემა მოპასუხეებს. მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა მოცემულ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები და მოცემულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას ზემოაღნიშნული განჩინებით არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს ან გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორ გ. ქ-ელის მიერ წარმოდგენილია სახელმწიფო ბაჟის სახით 600 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ს.ფ. 347-348), ხოლო კასატორ ი. ქ-ელის მიერ წარმოდგენილია სახელმწიფო ბაჟის სახით 800 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (ს.ფ.376; 396). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით კასატორებს ქ., მ. და ი. ქ-ელებს გადაედოთ სახელმწიფო ბაჟის, კერძოდ, 4940 ლარის გადახდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეძუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამ ნორმის შესაბამისად, ი., მ. და ქ. ქ-ელების ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს ი., მ. და ქ. ქ-ელებს უნდა შეუმცირდეთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა 800 ლარამდე, რის გამოც ისინი უნდა გათავისუფლდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წის 15 ოქტომბრის განჩინებით მათთვის გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 4940 ლარის გადახდისაგან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. ქ-ელს მხარეთა მორიგების გამო უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 600 ლარიდან 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილით და 261-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მხარეთა მორიგების გამო გ. ქ-ელს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 600 ლარიდან 300 ლარი.

შეუმცირდეთ კასატორებს ქ., მ. და ი. ქ-ელებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა 800 ლარამდე და გათავისუფლდნენ სასამართლოს მიერ მათთვის გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 4940 ლარის გადახდისაგან.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.