¹ას-574-957-06 22 იანვარი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს “ .. .. ..” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – ი. კ-ის სარჩელის გამო მოპასუხე სს “ .. .. ..” მიმართ სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 6 იანვარს ი. კ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს “ .. .. ..” მიმართ და მოითხოვა 2005 წლის 10 დეკემბრის ბრძანების გაუქმება ..... ფაბრიკის უფროსის თანამდებობიდან მისი განთავისუფლების შესახებ და თანამდებობაზე აღდგენა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1966 წელს, როგორც ..... სპეციალისტმა მუშაობა დაიწყო .... ფაბრიკაში ცვლის უფროსად, შემდეგ იმავე ფაბრიკის მთავარ ტექნოლოგად, დირექტორის მოადგილედ და 1986 წლიდან ფაბრიკის უფროსად. 2005 წლის 10 დეკემბრამდე ჩაჰბარდა გაფრთხილება, რომ .. .. .. დაგეგმილი რეორგანიზაციისა და სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების შედეგად მოსალოდნელი იყო მისი სამუშაოდან დათხოვნა. მოსარჩელის განმარტებით, მღვიმევის მაღაროს გამამდიდრებელ ფაბრიკაში რეორგანიზაცია ან სხვა სტრუქტურული ცვლილება არ განხორციელებულა, რის გამოც მიიჩნია, რომ იგი უკანონოდ არის დათხოვილი.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა ი. კ-ს სარჩელი; ი. კ-ე აღდგენილ იქნა სს “ .. .. ..” .... ფაბრიკის უფროსის თანამდებობაზე; გაუქმდა 2005 წლის 8 დეკემბრის ბრძანება ი. კ-ის სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ი. კ-ე მუშაობდა სს “ .. .. ..” .... ფაბრიკის უფროსის თანამდებობაზე. 2005 წლის 8 დეკემბერს მოსარჩელე განთავისუფლდა სამუშაოდან შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე ანუ რეორგანიზაციისა და სტრუქტურულ ცვლილებათა გამო. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რეორგანიზაცია საწარმოს წარმოებით ნაწილს არ შეხებია, იგი ძირითადად საწარმოს ადმინისტრაციულ ნაწილს შეეხო. ამდენად, მიიჩნია, რომ მოსარჩელე უპირობოდ აღდგენილ უნდა იქნეს სამსახურში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ .. .. ..” და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ნოემბრის განჩინებით სს “ .. .. ..” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
ი. კ-მ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ .. .. ..” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სს “ .. .. ..” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “ .. .. ..” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს ეროვნული ბანკის (კოდი: 220101107) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033078 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.