Facebook Twitter

¹ას-589-927-07 7 მაისი, 2008 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ბ.ლ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20.. წ... თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ.ლ-ძემ 20..წ .ოქტომბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ო.და ზ.ტ-ძის, ბ.ლ-ძის მიმართ და მოითხოვა ბ.ის ნოტარიუს თ. ჩ-შვილის მიერ 19..წ. .. მარტს შ.ხ-ვის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, თბილისის ნოტარიუსის პ. შ-იას მიერ 20..წ. .. ოქტომბერს გაცემული ო.და ზ.ტ-ძის სახელზე სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ბ.ის რაიონის საჯარო რეესტრის 20..წ. . ოქტომბრის ჩანაწერით შ.ხ-ვის სახელზე ბ. ......... ქ. ¹..-ში მდებარე სახლის ./. წილის აღრიცხვა და 20..წ. ..ოქტომბრის ჩანაწერის იგივე ბინის ო. და ზ. თ-ძეების სახელზე აღრიცხვა, საჯარო რეესტრში სათანადო ცვლილებების შეტანა. ო.და ზ.ტ-ძის წარმომადგენელს ნ.ლ-ძესა და ბ.ლ-ძეს შორის რეგისტრირებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მოსარჩელის სამკვიდრო ქონების უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირად აღიარება.

ნ. ლ-ძემ და ბ.ლ-ძის წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის თ.ლ-ძის მიმართ შ.ხ-ვის სახელზე 19..წ. .. მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ძალაში დატოვების და იმავე თარიღით მ. ლ-ძესა და შ.ხ-ვის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ.

ბ. რაიონული სასამართლოს 20..წ.. დეკემბრის გადაწყვეტილებით თ.ლ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა ბ. და ნ. ლ-ძეების შეგებებული სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ბ.ის ნოტარიუსის თ.ჩ-შვილის მიერ შალვა ხ-ვისა და მ. ლ-ძის სახელზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.ლ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. მაისის გადაწყვეტილებით თ.ლ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. B. რაიონული სასამართლოს 20..წ.. დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ.ლ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი 19..წ. .. მარტის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა გაცემული ნოტარიუსის მიერ შალვა ხ-ვის სახელზე; გაუქმდა 19..წ. .. მარტის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე 20..წ. .ოქტომბერს განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი შ. ხ-ვის სახელზე ./. ნაწილში; სამკვიდრო მოწმობა გაცემული 20..წ. .. ოქტომბერს, რომლითაც ზ. და ო. თ-ძეები ცნობილი იქნენ ბ., ......... ქ. ¹..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ./.-ის (./.) თანამესაკუთრეებად, ბათილად იქნა ცნობილი ./. ნაწილში და./. ნაწილი დარჩა მ. ლ-ძის საკუთრებად. გაუქმდა 20..წ. .. ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე 20..წ... ოქტომბერს ზაურ და ო.ტ-ძეების სახელზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი ბინაზე მდებარე ბ.ში, ......... ქ. ¹5.. .\. ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი 20..წ. .. ოქტომბერს ზ. და ო.ტ-ძეების რწმუნებულ ნ. ლ-ძესა და ბ.ლ-ძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ქ.ბ.ში, ........ ქ. ¹..-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის .\. ნაწილში; ბ. და ნ. ლ-ძეების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ნ. ლ-ძემ და ბ.ლ-ძემ საკასაციო საჩივარი შეიტანეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვეს მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მათი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და სარჩელზე უარის თქმა.

მხარეებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის სხდომაზე 20.. წ.12 თებერვალს საკასაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს საქმის მორიგებით დამთავრების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20.. წ.12 თებერვლის განჩინებით დამტკიცდა მორიგება ნ. და ბ.ლ-ძეებსა და თ.ლ-ძის უფლებამონაცვლე მ.მ-შვილს შორის შემდეგი პირობებით: ბ.ლ-ძე იკისრებს ვალდებულებას ქ.ბ.ში, ......... ქ. ¹..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მ. ლ-ძის ./. წილის სანაცვლოდ მ.მ-შვილს გადაუხადოს 3500 (სამი ათას ხუთასი) აშშ დოლარი ექვსი თვის განმავლობაში შემდეგი გრაფიკით:

20.. წ. .. მარტის ჩათვლით 1000 (ათასი) აშშ დოლარი;

20.. წ. .. აპრილის ჩათვლით 500 (ხუთასი) აშშ დოლარი;

20.. წ. .. მაისის ჩათვლით 500 (ხუთასი) აშშ დოლარი;

20.. წ. ..ივნისის ჩათვლით 500 (ხუთასი) აშშ დოლარი;

20.. წ. .. ივლისის ჩათვლით 500 (ხუთასი) აშშ დოლარი;

20.. წ. .. აგვისტოს ჩათვლით 500 (ხუთასი) აშშ დოლარი. მორიგების აქტის თანახმად, განისაზღვრა თანხის გადახდა მ.მ-შვილის საბანკო ანგარიშზე; ბ.ი, ........... ქ. ¹..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ./. ნაწილი, რომელზეც მ. ლ-ძის საკუთრება აღიარებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. მაისის გადაწყვეტილებით, აღირიცხოს ბ.ლ-ძის საკუთრებად ზემოთმითითებული თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში ბ.ის სარეგისტრაციო სამსახურში; მ.მ-შვილი 3500 (სამი ათას ხუთასი) აშშ დოლარის მიღების შემდეგ უარს აცხადებს ბ.ში, ......... ქ. ¹.. -ში მდებარე მთლიან საცხოვრებელ სახლზე. ექვსი თვის განმავლობაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ბ.ში, .......... ქ. ¹..-ში მდებარე მ. ლ-ძის კუთვნილი ./. წილი საკუთრების უფლებით აღირიცხოს მ.მ-შვილის საკუთრებად. მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა მოცემულ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები და მოცემულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება. განემარტათ მხარეებს, რომ იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით, იმავე მხარეებს შორის სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა არ შეიძლება. მხარეთა მორიგების გამო კასატორებს ნ. და ბ.ლ-ძეებს დაუბრუნდეთ მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი.

ბ.ლ-ძემ 20.. წ. . მაისს განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20.. წ.12 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. კერძოდ, აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ბოლო აბზაცში მითითებული თ.ლ-ძის ნაცვლად ბ.ლ-ძის მითითება.

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, ბ.ლ-ძის განცხადების მოტივის შემოწმების შედეგა თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების საფუძველზე. ამ ნორმის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე.

საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლოს განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20.. წ. .. თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მერვე აბზაცში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს და “მხარეთა მორიგების გამო კასატორებს ნ. და თ.ლ-ძეებს დაუბრუნდეთ მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის” ნაცვლად უნდა მიეთითოს “მხარეთა მორიგების გამო კასატორებს ნ. და ბ.ლ-ძეებს დაუბრუნდეთ მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი”.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაკმაყოფილდეს ბ.ლ-ძის განცხადება;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20.. წ. .. თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მერვე აბზაცში დაშვებული უსწორობა გასწორდეს და მითითებული სიტყვები: “მხარეთა მორიგების გამო კასატორებს ნ. და ტ.ლ-ძეებს დაუბრუნდეთ მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის” ნაცვლად მიეთითოს “მხარეთა მორიგების გამო კასატორებს ნ. და ბ.ლ-ძეებს დაუბრუნდეთ მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი”.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.