Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ ას-593-931--07 10 მარტი, 2008 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ზ. ბ-აძის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და საცხოვრებელ ბინაზე ყადაღის მოხსნის შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი ;

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ი. კ-ოზის წარმომადგენელმა გოჩა კილასონიამ და აღნიშნა, რომ 2001 წლის 21 მაისის ზ. ბ-აძისაგან შეიძინა ქ. ქუთაისში, ... ¹137\39 მდებარე საცხოვრებელი ბინა, რომელიც შედგება სამი საცხოვრებელი ოთახისაგან. იმავე დღეს აღნიშნულზე ქუთაისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსმა ე. გ-შვილის მიერ გაფორმებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება ¹1-99\9, ხელშეკრულების რეგისტრაცია მოხდა საჯარო რეესტრში და შესაბამისად ი. კ-ოზი გახდა ბინის მესაკუთრე. მიუხედავად ამისა და მისი არაერთი მოთხოვნისა ზ. ბ-აძე არ ანთავისუფლებს აღნიშნულ ფართს, ხელს უშლის ი. კ-ოზს მისი საკუთრებით სარგებლობაში, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად მოითხოვს ხელშეშლის აღკვეთას და ზ. ბ-აძის მისი კუთვნილი ბინიდან გამოსახლებას.

სასამართლოს ასევე შეგებებული სარჩელით მიმართეს ზ. ბ-აძის წარმომადგენლებმა რ. ხ-ავამ, ი. ჩ-აძემ და აღნიშნეს, რომ 2001 წლის 21 მაისს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით ზ. ბ-აძემ 13000 დოლარად საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. ქუთაისში, ... ¹137\39-ში მიყიდა ი. კ-ოზს, რომელსაც ზემოთ აღნიშნული თანხიდან 8000 აშშ დოლარი არ გადაუხდია, უფრო მეტიც უშუალოდ ი. კ-ოზს არანაირი თანხა ზ. ბ-აძისათვის არ გადაუხდია და თანხის გადაცემას ახორციელებდა ი. კ-ოზის დედა ლ. ვ-აძე. ამდენად, ზ. ბ-აძემ შეასრულა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მოთხოვნა გაუფორმა მყიდველს ბინა, ხოლო მყიდველმა ი. კ-ოზმა არ შეასრულა ამავე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა და არ არ გადაუხადა გამყიდველს თანხა, რითაც დაარღვია ასევე ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა ვალდებულების ჯეროვნად შესრულების თაობაზე, რაც იწვევს ამავე კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის გაუქმებას, ნასყიდობის ხელშეკრულებაში არასწორად არის დაფიქსირებული რომ ბინა გაიყიდა 8500 ლარად, რაც არასწორია ვინაიდან ბინა გაიყიდა 13000 დოლარად და აქედან 8000 აშშ დოლარი მიღებული არა აქვს ზ. ბ-აძეს. დანარჩენი თანხა მიღებული აქვს ზ. ბ-აძეს ლ. ვ-ისაგან და ჟ. კ-შვილისაგან. ნასყიდობის ხელშეკრულებაში რეალური ფასის 13000 დოლარის დამალვა გამოწვეული იყო იმით, რომ ხელშეკრულება თვალთმაქცურია და დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 56-ე, 361-ე, 405-ე, 477-ე მუხლების მოთხოვნები, რის გამოც მოითხოვს ქუთაისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს ე. გ-შვილის მიერ 2001 წლის 21 მაისს დამოწმებული საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ზ. ბ-აძესა და ი. კ-ოზს შორის. ასევე საჯარო რეესტრის ჩანაწერის ქ. ქუთაისში ... გამზ. ¹139\39-ში მდებარე ბინის ი. კ-ოზის საკუთრებასთან დაკავშირებით გაუქმებას, სადაო ბინის ზ. ბ-აძის სახელზე აღრიცხვას და ი. კ-ოზის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ი. კ-ოზის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ბ-აძემ და ი. ჩ-აძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ზ. ბ-აძემ და ი. ჩ-აძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ი. ჩ-აძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

კასატორია აზრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ისე დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები დეტალურად და სრულყოფილად არ შეუსწავლია საქმის მასალები.

აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა ზაირა ბარბაქაძემ მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ზ. ბ-აძის საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დასაშვებად.

ზ. ბ-აძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა საკასაციო საჩივრზე უარის თქმის გამო საკასაციო წარმოების შეწყვეტა და ასევე მოითხოვა საცხოვრებელ ბინაზე ბინაზე ყადაღის მოხსნა თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმე პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა განცხადების მოტივების შემოწმების, საქმის მასალების განხილვის შედეგად თვლის, რომ ზ. ბ-აძის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის და საცხოვრებელ ბინაზე ყადაღის მოხსნის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 მაისი გადაწყვეტილებით ი. კ-ოზის სარჩელი დაკმაყოფილდა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმე პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა ზ. ბ-აძის და ი. ჩ-აძის წარმომადგენლის რ. ხ-ავას მოთხოვნა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ქ. ქუთაისში, …ის ქ. ¹137/39-ში მდებარე ი. კ-ოზის სახელზე რიცხულ ბინას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმე პალატის 2007 წლის 13 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ზ. ბ-აძის და ი. ჩ-აძის სააპელაციო საჩივარი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომელიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის გარდა იმ გამონაკლისებისა რომელთაც ეს თავი შეიცავს, 372-ე მუხლის შესაბამისად კი საქმის განხილვა სააპელაციო სასმართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.

საკასაციო საქმის წარმოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის წარმოება შეწყდა საკასაციო სასამართლოში ზ. ბ-აძის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი;

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991, 272-ე 284-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დაკმაყოფილდეს ზ. ბ-აძის განცხადება.

საქმის წარმოება ზ. ბ-აძის საკასაციო საჩივართან მიმართებაში შეწყდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინებით დადებული ყადაღა მოეხსნას ქ. ქუთაისში, რუსთაველის ქ. ¹137/39-ში მდებარე ი. კ-ოზის სახელზე რიცხულ ბინას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.