ას-603-985-06 1 მარტი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. დ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე –სს ,, .. .. ..“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2006 წლის 28 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
დავის საგანი –სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. დ-მა სარჩელი აღძრა თბილისის სააქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სს ,, .. .. ..“ მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში ... დეპარტამენტის ...ად. 2005 წლის 1 აგვისტოს ¹კ-199 ბრძანებით ის გათავისუფლებილი იქნა სამსახურიდან საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
მოსარჩელემ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ბრძანება უკანონოა, ვინაიდან მას გააჩნია საკმარისი კვლიფიკაცია და ადმინისტრაციის მხრიდან მისი გათავისუფლებისას დარღვეული იქნა შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ, მისი გათავისუფლება არ ყოფილა შეთანხმებული პროფკავშირებთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, რომ გაუქმდეს სს ,, .. .. ..“ გენერალური დირექტორის 2005 წლის 01 აგვისტოს ¹კ-199 ბრძანება სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ, აღდგენილი იქნეს სამსახურში, აუნაზღაურდეს იძულებით განაცდური დათხოვნიდან სამუშაოზე აღდგენამდე, მიეცეს ფულადი კომპესაცია გამოუყენებელი შვებულისათვის, დაეკისროს მოპასუხეს წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯები 500 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 02 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა სს ,, .. .. ..“ გენერალური დირექტორის 2005 წლის 01 აგვისტოს ¹კ-199 ბრძანება ა. დ-ის სს ,, .. .. ..“ ... დეპარტამენტის ... თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და იგი აღდგენილი იქნა ამავე თანამდებობაზე. ა. დ-ს აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან სამსახურში აღდგენამდე. სს ,, .. .. ..“ ა. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები 500 ლარი. მოსარჩელეს უარი ეთქვა გამოუყენებელი შვებულების სანაცვლოდ ფულადი კომპესაციის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
გადაწყვეტილება გაასაჩივრა სს ,, .. .. ..“ საჩივრით, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განახლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 თებერვლის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა სს ,, .. .. ..“ წარმომადგენელმა გ. კ-მ სააპელაციო საჩივრით.
აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ა. დ-ის სარჩელის განხილვა დანშნული იყო 2006 წლის 16 თებერვალს 15 საათზე. იმავე დღეს 14 საათზე სასამართლო პროცესი ჰქონდა დანიშნული თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა 14 სთ-დან 1540სთ-მდე. აღნიშნულის გამო ვერ შეძლო თბილისის საქალაქო სასამართლოში დროულად გამოცხადება და სასამართლოსათვის შეტყობინებინა გამოუცხადებლობის მიზეზებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა 2006 წლის 16 თებერვლის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივნისის განჩინებით სს ,, .. .. ..“ წარმომადგენლის გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 თებერვლის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე საჩივრის განხილვის სტადიიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
პალატამ განჩინების გაუქმების მოტივად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი იმყოფებოდა სააპელაციო სასამართლოში სხდომაზე და მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა საქალაქო სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზებზე.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. დ-მა და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია და მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად სს ,, .. .. ..“ წარმომადგენლის პროცესზე გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩათვალა, რისი საფუძველიც სასამართლოს არ ჰქონდა, ვინაიდან სხდომა სააპელაციო სასამართლოში დამთავრდა 1540 სთ-ზე, ხოლო საქალქო სასამართლოში 1605სთ-ზე, 25 წუთი საკმარისი დრო იყო, რათა ეცნობებინა საქალაქო სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის თაობაზე. რასაც მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქალაქო სასამართლოში 16 თებერვლის სხდომის დღის შესახებ მოპასუხისათვის ცნობილი იყო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მთელი 70 დღით ადრე და მას შეეძლო წინასწარ მოეთხოვა პროცესის გადადება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივნისის განჩინება და ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 თებერვლის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ა. დ-ლის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად. საკასაციო პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ა. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივნისის განჩინება, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 თებერვლის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე საჩივრის განხილვის სტადიიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლ;ობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის72-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო უწყება უნდა შეიცავდეს მითითებას გამუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზებზე. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა სააპელაციო პალატამ სს ,, .. .. ..“ წარმომადგენლის გამოუცხადებლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 თებერვლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა მიიჩნია საპატიოდ იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოში სხდომა დაიწყო 2006 წლის 16 თებერვალს 1400სთ-ზე და გაგრძელდა 1540სთ-მდე და მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზებზე. აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სხდომის ოქმიდან (ს.ფ.49) რასაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო, არ დგინდება თუ როდის ჩაბარდა სს ,, .. .. ..“ წარმომადგენელს უწყება სააპელაციო სასამართლოში 16 თებერვალს სასამართლო სხდომის დღის შესახებ, ასევე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გამოკვლეული ემთხვეოდა თუ არა ორივე პროცესი ერთმანეთს, ჰქონდა თუ არა სს ,, .. .. ..“ წარმომადგენელს საკმარისი დრო რათა ეცნობებინა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისასთვის სააპელაციო სასამართლოში 2006 წლის 16 თებერვალს დანიშნული სასამართლო სხდომის დღის შესახებ და მოეთხოვა საქმის გადადება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ მითითებულ გარემოებათა გამო სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საქმის ხელახალი გახილვისას კი სასამართლომ უნდა გამოარკვიოს ის გარემოება, თუ როდის ჩაბარდა სს ,, .. .. ..“ წარმომადგენელს სააპელაციო სასამართლოში 2006 წლის 16 თებერვალს დანიშნული სასამართლო სხდომის დღის შესახებ უწყება და რა დროისათვის იყო დანიშნული სააპელაციო სასამართლოში სხდომა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2006 წლის 28 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.