Facebook Twitter

¹ას-609-990-06 3 იანვარი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო,სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

მოსამართლე: მაია სულხანიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – ე. ს-ის სარჩელის გამო ი. ბ-ის მიმართ, ალიმენტის დაკისრების შესახებ.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთთლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით კასატორებს განესაზღვრათ 10 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად. აღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილ ვადაში. აღნიშნულ საქმეზე შეტყობინება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ არ დაბრუნებულა, რის გამოც სასამართლომ წერილით მიმართა შპს „.. .. ..“ იმის გასარკვევად, თუ როდის ჩაბარდა ადრესატს გზავნილი.

შპს „.. .. ..“ პასუხის შესაბამისად ადრესატს გზავნილი ჩაბარდა 2006 წლის 23 ოქტომბერს (ს.ფ. 73), შესაბამისად ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2006 წლის 6 ნოემბერს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.