Facebook Twitter

ას-62-346-08 13 მაისი, 2008წ.

¹ თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹. სამმართველო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ბ-ძე (მოსარჩელე)

თანამოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. . დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

20..წ. .. აგვისტოს ბ.- ს საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ბ-ძემ მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹. რეგიონალური სამმართველოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სახელფასო დავალიანების _ 565.23 ლარისა და სამხედრო ფორმის კომპენსაციის _ 1500 ლარის ანაზღაურება.

სასარჩელო განცხადებაში მითითებულია, რომ ნ. ბ-ძე 19..წ. .. ივლისიდან მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹. რეგიონალურ სამმართველოში. სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის 20..წ. .. თებერვლის ¹.. ბრძანებით მოსარჩელე დაითხოვეს სამსახურიდან რეორგანიზაციის გამო. დღემდე არ მიუღია 20.. წ. . თვის შრომის ფულადი ანაზღაურება 565.23 ლარი და აღნიშნული პერიოდის ფორმის ფულადი კომპენსაცია. იმის მიუხედავად, რომ მოპასუხე დავალიანებას აღიარებს, მას თანხას არ უნაზღაურებენ. შესაბამისად, ნ. ბ-ძე მოითხოვს მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანებისა და სამხედრო ფორმის კომპენსაციის თანხის ანაზღაურებას (ს.ფ. 2; 12).

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას ნ. ბ-ძემ სარჩელის მოთხოვნა დააზუსტა და 565.23 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანებასთან ერთად მოითხოვა 6 წლის განმავლობაში მიუღებელი სამხედრო ფორმის კომპენსაციის ანაზღაურება, რომელიც წელიწადში 247 ლარის გაანგარიშებით მთლიანობაში 1482 ლარს შეადგენდა (ს.ფ. 15; 23).

ბ.- ს საქალაქო სასამართლოს 20..წ. . სექტემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში თანამოპასუხედ ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (ს.ფ. 10).

ბ.- ს საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. მარტის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ¹. რეგიონალურ სამმართველოს ნ. ბ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 565.23 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, მასვე დაევალა მოსარჩელისათვის ყოველწლიური ფორმის კომპენსაციის თანხის გადახდა წელიწადში 247 ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ბ-ძე 19.. წ... ივლისიდან 20..წ. .. თებერვლამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ¹. რეგიონალურ სამმართველოში. მოპასუხეს ნ. ბ-ძის მიმართ გააჩნდა 565.23 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანება. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა აღნიშნული დავალიანების ანაზღაურების შესახებ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹. რეგიონალური სამმართველოს 20..წ. 18 ივლისის ცნობით აღიარებული იყო ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს ყოველწლიურად ერგებოდა ფორმის ფულადი კომპენსაცია, თუმცა აღნიშნულ ცნობაში ზუსტად არ იყო განსაზღვრული თანხის ოდენობა. იმის მიუხედავად, რომ საქალაქო სასამართლომ დაავალა მოპასუხეს წარედგინა შესაბამისი ცნობა ფორმის კომპენსაციის ოდენობის შესახებ, მას ასეთი სასამართლოში არ წარუდგენია. თავად მოსარჩელის განმარტებით, ფორმის ღირებულება წელიწადში 247 ლარს შეადგენდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, სასამართლოს შეუძლია მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ დასახელებული ფაქტის მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს დააკისრა და მის მიერ შესაბამისი ცნობის წარუდგენლობის გამო მოსარჩელის მოთხოვნა ფულადი კომპენსაციის თანხის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანად მიიჩნია (ს.ფ. 24-25).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹. სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტის განმარტებით, სასაზღვრო პოლიციის ¹. სამმართველო არის სახელმწიფო დაწესებულება და ფინანსდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან. სამმართველოში დასაქმებული თანამშრომლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან შესაბამისი თანხების გადმორიცხვის შემდეგ. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹. სამმართველოს დამოუკიდებლად არ შეუძლია დაკისრებული თანხის გადახდა.

აპელანტი არ დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის ფორმის კომპენსაციის დაკისრების ნაწილში და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ თანხის გაანგარიშებისას მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განცხადებით იხელმძღვანელა, რაც არასწორია (ს.ფ. 29-30).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20..წ. .. ოქტომბრის განჩინებით აღნიშნული საქმე განსახილველად გადაეცა იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას იმ მოტივით, რომ დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და იგი შრომითსამართლებრივ ურთიერთობას წარმოადგენს. ამასთან, მოსარჩელე არ განეკუთვნება საქართველოს პრეზიდენტის 20.. წ. ბრძანებულებით განსაზღვრულ საჯარო მოხელეს (ს.ფ. 36-37).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹. სამმართველოს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბ.- ს საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. მარტის გადაწყვეტილება ყოველწლიური ფორმის კომპენსაციის თანხის წელიწადში 247 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, ნ. ბ-ძის სარჩელი სასაზღვრო პოლიციის ¹. სამმართველოსათვის ყოველწლიური ფორმის კომპენსაციის თანხის წელიწადში 247 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ბ.- ს საქალაქო სასამართლოს 20..წ. .. მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება თანხის ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრების თაობაზე, რამდენადაც ნ. ბ-ძე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹. რეგიონალურ სამმართველოსთან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ დავალიანება სწორედ მას უნდა აენაზღაურებინა.

რაც შეეხებოდა ფორმის კომპენსაციას, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, ვინაიდან საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა შესაბამისი მტკიცებულება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების მიხედვით კი, მხარემ უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს (ს.ფ. 62-64).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹. სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მითითებული დავალიანების სასაზღვრო პოლიციის ¹. სამმართველოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის სოლიდარულად დაკისრება.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას მისთვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დავალდებულების შესახებ და განმარტავს, რომ სასაზღვრო პოლიციის ¹. სამმართველო არის საბიუჯეტო ორგანიზაცია, ხელფასების გაცემა თანამშრომლებზე შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან შესაბამისი თანხების გადმორიცხვის შემდგომ. აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹. სამმართველოს დამოუკიდებლად არ შეუძლია დაკისრებული თანხის ანაზღაურება და მისი გადახდა უნდა დაეკისროს სოლიდარულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად (ს.ფ. 70-71).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹. სამმართველოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ. ბ-ძის სარჩელი განეკუთვნება ადმინისტრაციული და არა სამოქალაქო სამართალწარმოებით განსახილველ საქმეს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წესით საქმის განსჯადობისათვის ამოსავალია, სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ ატარებდეს ადმინისტრაციულსამართლებრივ შინაარსს, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელშიც სამსახური ითვლება საჯარო სამსახურად. ამ ჩამონათვალში გათვალისწინებულია სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიც. საქართველოს პრეზიდენტის 20..წ. .. დეკემბრის ¹... ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-19 პუნქტში განსაზღვრულია სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20..წ. .. ივნისის ¹... ბრძანების მე-6 მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, ხოლო ამავე დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოები.

მოსარჩელე, საქმის მასალების თანახმად, წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს და საჯაროსამსახურებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹. სამმართველოსთან. მოსარჩელე ითხოვს სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, როგორც მასა და მოპასუხეს შორის არსებული აღნიშნული ურთიერთობის შედეგს. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, გარდა ამისა, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა სახელფასო უზრუნველყოფას სადავო პერიოდში აწესრიგებს “საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება _ სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 20..წ. . მარტის ¹... ბრძანებულება, “საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეებისათვის ფულადი კმაყოფისა და სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 20..წ. . მაისის ¹... ბრძანებულება და სხვა კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც ადმინისტრაციულ კანონმდებლობას განეკუთვნება.

მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეს, რამდენადაც სარჩელის დავის საგანია ადმინისტრაციული ორგანოსათვის _ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹. სამმართველოსათვის სამხედრო მოსამსახურის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დავალება.

ამდენად, საქმე განხილულია საგნობრივი განსჯადობის წესების დარღვევით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹. სამმართველოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. . დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.