საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №198აპ-16 ქ. თბილისი
ნ-ე მ. 198აპ-16 28 სექტემბერი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ნ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-ს, მსჯავრდებულ ფ. ე-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ს, მსჯავრდებულ ე. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის განაჩენით
ი. ბ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ელ ნაწილსა და 150-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
ი. ბ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 10000 ლარი. ი. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 29 ნოემბრიდან.
შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობით უზრუნველყოფილი გირაო გაუქმდა.
ე. ო-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ელ ნაწილსა და 150-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
ე. ო-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 10000 ლარი. ე. ო-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 29 ნოემბრიდან.
შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობით უზრუნველყოფილი გირაო გაუქმდა.
მ. ნ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ელ ნაწილსა და 150-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
მ. ნ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, ხოლო 64-ე მუხლიდან გამომდინარე, გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 1 წელი. მ. ნ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 29 ნოემბრიდან იმავე წლის 8 დეკემბრის ჩათვლით.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მ. ნ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობით უზრუნველყოფილი გირაო გაუქმდა და უნდა მოეხსნას ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინებით დადებული ყადაღა ბრალდებულ მ. ნ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების - 20000 ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად ი. კ-ს სახელზე (პ/ნ .....), საკუთრების უფლებით რიცხულ, 20000 ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. ....., ..... დასახლებაში, ზონა - ....., სექტორი-....., კვარტალი-....., ნაკვეთი - .....
ფ. ე-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ელ ნაწილსა და 150-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
ფ. ე-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. ფ. ე-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 29 ნოემბრიდან.
შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობით უზრუნველყოფილი გირაო გაუქმდა.
ჰ. ა-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
ჰ. ა-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 6000 ლარის ოდენობით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, 2014 წლის 29 ნოემბრიდან 2015 წლის 27 ივნისამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა 2000 ლარით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა ჯარიმა - 4000 ლარის ოდენობით.
შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ნოემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ი. ბ-ს ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ი. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ი. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 29 ნოემბრიდან.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდა ი. ბ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით.
ე. ო-ს ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ე. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ე. ო-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 29 ნოემბრიდან.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ე. ო-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდა.
მ. ნ-ს ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
მ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ნ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად უნდა ჩაეთვალოს დაკავებისა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 29 ნოემბრიდან იმავე წლის 8 დეკემბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდა მ. ნ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინებით დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას მ. ნ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის - 20000 ლარის უზრუნველსაყოფად ი. კ-ს სახელზე (პ/ნ…..), საკუთრების უფლებით რიცხულ, 20000 ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. ….. დასახლებაში - ზონა - ….., სექტორი-….., კვარტალი-….., ნაკვეთი-…...
ფ. ე-ს ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ფ. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ფ. ე-ს სასჯელის ვადაში მოხდილად უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 29 ნოემბრიდან 2015 წლის 27 აგვისტომდე და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდა ფ. ე-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით.
ჰ. ა-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა ჯარიმა - 6000 ლარის ოდენობით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, 2014 წლის 29 ნოემბრიდან 2015 წლის 27 ივნისამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა 2000 ლარით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ჰ. ა-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.
მსჯავრდებულ ე. ო-თვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მსჯავრდებულ მ. ნ-თვის - სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო მსჯავრდებულ ფ. ე-თვის - სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.
ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. ნ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-ს, მსჯავრდებულ ფ. ე-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ს, მსჯავრდებულ ე. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი