Facebook Twitter

ას-637-967-07 19 ნოემბერი, 2007 წელი.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – რ. ა-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. კ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ნაგებობის პირვენდელ მდგომარეობაში მოყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ა-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის, ხელშეშლის აღკვეთისა და ნაგებობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. კ-ის სარჩელი, რ. ა-ე გამოსახლდა სადავო ფართიდან და მოპასუხეს დაეკისრა სადავო ნაგებობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ა-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით რ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა რ. ა-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მაისის განჩინებით რ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ა-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით რ. ა-ის საკასციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით რ. ა-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად. კასატორს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში, საკასაციო საჩივრის დამადასტურებელი დოკუმენტისა და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოდგენა.

საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების თანახმად, რ. ა-ის სახელზე გაგზავნილი გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2007 წლის 25 ოქტომბერს, აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში რ. ა-ს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება