ას-643-936-05 7 მაისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
სხდომის მდივანი _ ეკა ხაჩიძე
კასატორები – თ. გ-ე, ნ. მ-ი, ა. დ-ე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს “ქ...ი” (მოპასუხე)
დავის საგანი – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში არსებული წილების დაბრუნება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2003 წლის 30 ივნისს ნ. მ-მა, თ. გ-მ და ა. დ-მ სარჩელით მიმართეს სასამართლოს სს „ქ...ს“ მიმართ. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ 2000 წლის 12 მაისს სს „ქ...ს“ პრეზიდენტ გ.ჩ-სა და შპს „ზ...ს“ პარტნიორებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად პარტნიორებმა, მათ შორის, მოსარჩელეებმა მყიდველს გადასცეს შპს „ზ...ს“ კაპიტალში თავიანთი წილები: ა.დ-ემ გადასცა მყიდველს საკუთრების უფლება საზოგადოების კაპიტალის 5%-ზე, ნ. მ-მა - 8%-ზე, თ. გ-მ - 17%-ზე, გ. ჯ-მ - 5%-ზე, რ. ბ-მ - 25%-ზე.
2003 წლის 6 ივნისს გ.ჯ-მ სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით თ.გ-ს გადასცა საკუთრებაში 2000 წლის 12 მაისის ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებები და მოხოვნები. იმის გამო, რომ მოპასუხე სს „ქ...ს“ დღემდე არ შეუსრულებია თავისი ვალდებულება და არ მიუცია წილის შესაბამისი თანხა, მოსარჩელეებმა უარი განაცხადეს ნასყიდობის ხელშეკრულებაზე და მოითხოვეს კუთვნილი წილის დაბრუნება, კერძოდ, ა..დ-მ მოითხოვა კაპიტალის 5%-ის, ნ.მ-მა - 8%-ის, ხოლო გ.ჯ-ის უფლებამონაცვლე თ.გ-მ - 5%-ის დაბრუნება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სს „ქ...მა“ შეასრულა 2000 წლის 12 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეებს გადასცა გაყიდული წილების საფასური, კერძოდ, ა.დ-ს - 5% წილის ღირებულება 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 3940 ლარი, გ.ჯ-ს - 5% წილის ღირებულება 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 3940 ლარი და ნ.მ-ს - 8% წილის ღირებულება 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 7880 ლარი. მოსარჩელეებმა ხელწერილებით დაადასტურეს, რომ თანხა მიიღეს და არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ სს „ქ...ს“ მიმართ.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ნ. მ-ს, ა. დ-სა და გ. ჯ-ის უფლებამოსილ პირ თ. გ-ს სს „ქ-საგან“ დაუბრუნდათ შპს „ზ...ს“ კაპიტალში კუთვნილი გაყიდული წილები, კერძოდ: ა) ა. დ-ს - 5%; ბ) ნ. მ-ს - 8%; გ) გ. ჯ-ის უფლებამოსილ პირს თ. გ-ს - 5%.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ქ...მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 30 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ქ...მა“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 24 დეკემბრის განჩინებით სს „ქ...ს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 30 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.
განჩინების გამოტანისას საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით და 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სს „ქ...ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; არ დაკმაყოფილდა ნ. მ-ს, თ. გ-სა და ა. დ-ის სარჩელი; მოსარჩელეებს სს „ქ...ს” სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1105 ლარის გადახდა, მათ შორის, ნ.მ-ს 550 ლარი, ხოლო 555 ლარი კი თანაბარწილად ა.დ-სა და თ.გ-ს.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ 2000 წლის 12 მაისს სს “ქ...სა” და მოსარჩელეებს შორის დაიდო წილის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულება ნამდვილია, შესაბამისად, მხარეებს მის საფუძველზე წარმოეშვათ უფლება-მოვალეობები. მყიდველს სს “ქ...ს” ნამდვილი უფლების საფუძველზე მოსარჩელეებმა გადასცეს შპს “ზ...ში” საწესდებო კაპიტალის წილი სულ 18% (8% მ-მა, 5% დ-მ, 5% ჯ-მ). სამივე მათგანს, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჰქონდათ მოთხოვნის უფლება მოპასუხის მიმართ. გ.ჯ-მ 2003 წლის 6 ივნისს, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, უფლებები და მოთხოვნები დაუთმო თ. გ-ს. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სს “ქ...ს” მოთხოვნა იმ ნაწილში, რომ თ.გ-ს არ გააჩნია პროცესუალური უფლება, აღძრას სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ, მაგრამ გააჩნია მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება და, შესაბამისად პროცესუალურ-სამართლებრივი უფლებაც, რადგან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიიჩნია, რომ მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხელწერილებში დაფიქსირებული მათი ნება არ შეიძლება იყოს ნამდვილი, რადგან ისინი შედგენილია მათზე ზემოქმედებით, რადგან ასეთი საქმის მასალებით არ დასტურდება.
სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. გ-მ, ნ. მ-მა და ა. დ-მ, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით: კასატორების აზრით, სააპელაციო პალატამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მოთხოვნები; სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, არ გაიზიარა რა მოსარჩელეთა განმარტებები, გაიზიარა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი თითქოსდა თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მაშინ, როდესაც არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება იურიდიულ და ფიზიკურ პირთა შორის ანგარისწორების ფაქტი.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს პალატისათვის ცნობილი გახდა, რომ 2005 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა კასატორი თ. გ-ე (წარმოდგენილია თ. გ-ს გარდაცვალების მოწმობა, ს.ფ. 318).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 16 ნოემბრის განჩინებით თ. გ-ის, ნ. მ-სა და ა. დ-ის საკასაციო საჩივრის განხილვა შეჩერდა აწ გარდაცვლილ თ. გ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
2007 წლის 5 თებერვალს თ. გ-ემ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საკასაციო საჩივრის განხილვის განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებით განახლდა თ. გ-ს, ნ. მ-სა და ა. დ-ის საკასაციო საჩივრის განხილვა.
2007 წლის 7 მაისს მხარეებმა საკასაციო პალატას წარმოუდგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა მორიგების აქტის შინაარსის გაცნობის შედეგად თვლის, რომ მხარეთა შუამდგომლობა მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. იმავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თ. გ-ის, ნ. მ-ს, ა. დ-სა და სს “ქ...ს” ფინანსური დირექტორის – გ. ჩ-ს მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს შემდეგი პირობებით:
1.1. სს „ქ...ი“ იღებს ვალდებულებას, რომ თ. გ-ს მის (თანდართულ) პირად საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით გადაუხადოს 40000 (ორმოცი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, 2007 წლის 4 მაისისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით;
1.2. თ. გ-ე გადასცემს, ხოლო სს „ქ...ი“ იღებს საკუთრებაში შპს „ზ...ს“ 45% (ორმოცდახუთ პროცენტ) წილს, ამასთან, უარს ამბობს სს „ქ...ს“ წინააღმდეგ წამოყენებულ შპს „ზ...ს“ წილებთან დაკავშირებულ სასამართლო დავაზე;
1.3. თ. გ-ე იღებს ვალდებულებას, რომ ამ მორიგების პირობების საფუძველზე სს „ქ...ს“ გადასცემს უფლებრივად უნაკლო წილს;
2.
2.1. სს „ქ...ი“ იღებს ვალდებულებას, რომ ნ. მ-ს მის (თანდართულ) პირად ანგარიშზე გადარიცხვის გზით გადაუხადოს 8000 (რვა ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, 2007 წლის 4 მაისისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით;YG
2.2. ნ. მ-ი გადასცემს, ხოლო სს „ქ...ი“ იღებს საკუთრებაში შპს „ზ...ს“ 2% (ორ პროცენტ) წილს, ამასთან, ნ. მ-ი უარს ამბობს სს „ქ...ს“ წინააღმდეგ წამოყენებულ შპს „ზ...ს“ წილებთან დაკავშირებულ სასამართლო დავაზე;
2.3. ნ. მ-ი იღებს ვალდებულებას, რომ ამ მორიგების პირობების საფუძველზე სს „ქ...ს“ გადასცემს წუფლებრივად უნკლო წილს;K
3.
3.1. სს „ქ...ი“ იღებს ვალდებულებას, რომ ა. დ-ს მის (თანდართულ) პირად ანგარიშზე გადარიცხვის გზით გადაუხადოს 2500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი 2007 წლის 4 მაისისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით;
3.2. ა. დ-ე უარს ამბობს სს “ქ...ს” წინააღმდეგ წამოყენებულ შპს „ზ...ს“ წილებთან დაკავშირებულ სასამართლო დავაზე;
4. ამ მორიგების პირობებით გათვალისწინებული თანხების გადახდას სს „ქ...ი“ მოახდენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მორიგების პირობების დამტკიცების შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში; თუ 5 (ხუთი) დღის განმავლობაში არ შესრულდა თანხის გადარიცხვა პირად საბანკო ანგარიშებზე, მაშინ მოსარჩელე მხარე უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ მორიგების იძულებითი აღსრულება;
5. მორიგების პირობები ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მოგების პირობების დამტკიცების დღიდან.
D საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა მორიგების გამო უნდა გაუქმდეს
მოცემულ საქმეზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებები და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, 272-ე მუხლის “დ” პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დამტკიცდეს მორიგება სს “ქ...ს”, თ. გ-ს, ნ. მ-სა და ა. დ-ს შორის შემდეგი პირობებით:
1.1 სს „ქ...ი“ იღებს ვალდებულებას, რომ თ. გ-ს მის (თანდართულ) პირად საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით გადაუხადოს 40000 (ორმოცი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, 2007 წლის 4 მაისისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით;
1.2 თ. გ-ე გადასცემს, ხოლო სს „ქ...ი“ იღებს საკუთრებაში შპს „ზ...ს“ 45% (ორმოცდახუთ პროცენტ) წილს, ამასთან, უარს ამბობს სს „ქ...ს“ წინააღმდეგ წამოყენებულ შპს „ზ...ის“ წილებთან დაკავშირებულ ამ სასამართლო დავაზე;
1.3 თ. გ-ე იღებს ვალდებულებას, რომ ამ მორიგების პირობების საფუძველზე სს „ქ...ს“ გადასცემს უფლებრივად უნაკლო წილს;
2.
2.1. სს „ქ...ი“ იღებს ვალდებულებას, რომ ნ. მ-ს მის (თანდართულ) პირად ანგარიშზე გადარიცხვის გზით გადაუხადოს 8000 (რვა ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, 2007 წლის 4 მაისისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით;YG
2.2. ნ. მ-ი გადასცემს, ხოლო სს „ქ...ი“ იღებს საკუთრებაში შპს „ზ...ს“ 2% (ორ პროცენტ) წილს, ამასთან, ნ. მ-ი უარს ამბობს სს „ქ...ს“ წინააღმდეგ წამოყენებულ შპს „ზ...ს“ წილებთან დაკავშირებულ ამ სასამართლო დავაზე;
2.3. ნ. მ-ი იღებს ვალდებულებას, რომ ამ მორიგების პირობების საფუძველზე სს „ქ...ს“ გადასცემს წუფლებრივად უნკლო წილს;K
3.
3.1. სს „ქ...ი“ იღებს ვალდებულებას, რომ ა. დ-ს მის (თანდართულ) პირად ანგარიშზე გადარიცხვის გზით გადაუხადოს 2500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი 2007 წლის 4 მაისისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით;
3.2. ა. დ-ე უარს ამბობს სს “ქ...ს” წინააღმდეგ წამოყენებულ შპს „ზ...ს“ წილებთან დაკავშირებულ ამ სასამართლო დავაზე;
4. ამ მორიგების პირობებით გათვალისწინებული თანხების გადახდას სს „ქ...ი“ მოახდენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მორიგების პირობების დამტკიცების შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში; თუ 5 (ხუთი) დღის განმავლობაში არ შესრულდა თანხის გადარიცხვა პირად საბანკო ანგარიშებზე, მაშინ მოსარჩელე მხარე უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ მორიგების იძულებითი აღსრულება;
5. მორიგების პირობები ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მოგების პირობების დამტკიცების დღიდან.
D სს “ქ...ს”, თ. გ-ს, ნ. მ-სა და ა. დ-ს შორის მორიგების გამო გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები და მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება.
განემარტოთ მხარეებს, რომ იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით, იმავე მხარეებს შორის სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა არ შეიძლება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.