Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-645-975-07 6 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ ი. კ-აია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ჩ-ანი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ნოემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა _ განჩინებასა და სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება

დავის საგანი – სესხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ჩ-ანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ი. კ-აიას მიმართ სესხის _ 5900 აშშ დოლარის დაბრუნების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ჩ-ანის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ი. კ-აიას დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის _ 5900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც ი. კ-აიამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განჩინებით ი. კ-აიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი. კ-აიამ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ი. კ-აიას საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებად და კასატორს დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 489 ლარის 70% _ 342,3 ლარი. კასატორის მოთხოვნით მითითებულ განჩინებაზე ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი.

ი. კ-აიამ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა 2007 წლის 2 ნოემბრის განჩინებასა და ამ განჩინებაზე 2008 წლის 31 იანვარს ამოწერილ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ, განჩინების სამოტივაციო ნაწილში სახელმწიფო ბაჟის ოდენობად 489,43 ლარის ნაცვლად, მითითებულია 489 ლარი, შესაბამისად, კასატორს უნდა დაბრუნებოდა 489,43 ლარის 70% _ 342,601 ლარი და არა 342,3 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. კ-აიას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ნოემბრის განჩინებასა და ამ განჩინებაზე 2008 წლის 31 იანვარს ამოწერილ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ნოემბრის ¹ას-645-975-07 განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში, ასევე 2008 წლის 31 იანვარის სააღსრულებო ფურცელში დაშვებულ იქნა უსწორობა, კერძოდ, განჩინების სამოტივაციო ნაწილში კასატორ ი.კ-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობად არასწორად მიეთითა “489 ლარი”, რაც უნდა შეიცვალოს “489,43 ლარით”. შესაბამისად, კასატორისათვის დასაბრუნებელი თანხა _ “342,3 ლარი” ზემოხსენებული განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში, ასევე სააღსრულებო ფურცელში უნდა შეიცვალოს “342,601 ლარით”.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. კ-აიას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ნოემბრის განჩინებასა და ამ განჩინებაზე 2008 წლის 31 იანვარს ამოწერილ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ დაკმაყოფილდეს.

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ნოემბრის ¹ას-645-975-07 განჩინებასა და ამ განჩინებაზე 2008 წლის 31 იანვარს ამოწერილ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული შემდეგი უსწორობანი:

განჩინების სამოტივაციო ნაწილში კასატორ ი. კ-აიას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობად “489 ლარის” ნაცვლად, მიეთითოს “489,43 ლარი”;

განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში, ასევე სააღსრულებო ფურცელში მითითებული “342,3 ლარი”, შეიცვალოს “342,601 ლარით”.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.