¹ას-648-978-07 13 დეკემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
სხდომის მდივანი _ ე. ხაჩიძე
კასატორი – სს “.. ..ი” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – შო. უ-ი, ნ. ჩ-ე, ვ. თ-ი, მ. მ-ი, თ. თ-ი, ს. ს-ი, ვ. ჭ-ა, ე. მ-ი, ლ. მ-ე, ნ. ს-ა, ს. გ-ე, თ. ნ-ე, მ. კ-ი, თ. თ-ე, ვ. ე-ი, ა. ხ-ა, გ. ნ-ი, დ. დ-ე (მოსარჩელეები)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 8 აგვისტოს შ. უ-მა, ნ. ჩ-მ, ვ. თ-მა, მ. მ-მა, თ. თ-მ, ს. ს-მა, ვ. ჭ-მ, ე. მ-მა, ლ. მ-მ, ნ. ს-მ, ს. გ-მ, თ. ნ-მა, მ. კ-მა, თ. თ-მ, ვ. ე-მა, ა. ხ-მ, გ. ნ-მა სარჩელით მიმართეს სასამართლოს სს „.. ..ის“ მიმართ და განმარტეს, რომ შპს „ს...-ს“ მოსარჩელეების მიმართ 2001 წლიდან გააჩნია დავალიანება გაუცემელი ხელფასების სახით, სულ 442 551,33 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხე სს „.. ..ს“ შპს „ს...-ის“ მიმართ - ელექტროენერგიის საფასურის დავალიანება 4 843 015.99 ლარის ოდენობით, რომლის არსებობა სს „.. ..ის“ მიერ დადასტურებული და აღიარებულია 2005 წლის 1 მარტს ორმხრივი შედარების აქტით, სს „.. ..ის“ მიერ შპს „ს...-ის“ ერთ-ერთი მუშაკისადმი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტით, სს „.. ..ის“ მიერ ვალდებულების სს „სა...სთან“ შესრულების მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტით და სხვა.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ აღნიშნული თანხის მოთხოვნიდან შპს „ს...-მა“ სახელფასო დავალიანების თანხაზე, ანუ 442 551,23 ლარზე, ხელფასების ანაზღაურების მიზნით, დაუთმო მოთხოვნა მოსარჩელეებს, თითოეულს მის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების ოდენობის შესაბამისად მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებების საფუძველზე. 2006 წლის 1 აგვისტოს შპს „ს...-მა“ ს-01-01 ¹22 წერილით შეატყობინა მოვალე სს „.. ..ს“ ამის შესახებ, შეტყობინებასთან ერთად გაუგზავნა რა მოთხოვნის დათმობის აღნიშნული ხელშეკრულებებიც, თავის მხრივ მოსარჩელეებმა უშუალოდაც მიმართეს სს „.. ..ს“, რაც უპასუხოდ იქნა დატოვებული.
2006 წლის 5 სექტემბერს სასარჩელო მოთხოვნის გაზრდისა და დ. დ-ის საქმეში თანამონაწილედ დაშვების შემდგომ მოსარჩელეებმა მოითხოვეს სს „.. ..ს“ დაეკისროს 491 723,59 ლარი და 2006 წლის 1 აგვისტოდან ამ თანხის 2% ყოველ გადაცილებულ თვეზე მათ მიმართ დავალიანების სრულად დაფარვამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების – დ.დ-ის, შ. უ-ს, ნ. ჩ-ის, ვ. თ-ს, მ. მ-ს, თ. თ-ის, ს. ს-ს, ვ. ჭ-ს, ე. მ-ს, ლ. მ-ის, ნ. ს-ს, ს. გ-ის, თ. ნ-ს, მ. კ-ს, თ. თ-ის, ვ. ე-ს, ა. ხ-ს, გ. ნ-ს სარჩელი მოპასუხე სს “.. ..ის” მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე სს “.. ..ს” დაეკისრა შო. უ-ს სასარგებლოდ 30 926,05 ლარის, ნ. ჩ-ის სასარგებლოდ 48 879,28 ლარის, ვ. თ-ს სასარგებლოდ 18 402,47 ლარის, მ. მ-ს სასარგებლოდ 31 654,13 ლარის, თ. თ-ის სასარგებლოდ 24 731 ლარის, ს. ს-ს სასარგებლოდ 25 003,37 ლარის, ვ. ჭ-ს სასარგებლოდ 34 879,05 ლარის, ე. მ-ს სასარგებლოდ 26 638,22 ლარის, ლ. მ-ის სასარგებლოდ 21 787,23 ლარის, ნ. ს-ს სასარგებლოდ 8 180,68 ლარის, ს. გ-ის სასარგებლოდ 18 276,55 ლარის, თ. ნ-ს სასარგებლოდ 11 319,09 ლარის, მ. კ-ს სასარგებლოდ 22 267,55 ლარის, თ. თ-ის სასარგებლოდ 48 552,05 ლარის, ვ. ე-ს სასარგებლოდ 50 186,35 ლარის, ა. ხ-ს სასარგებლოდ 7 636,75 ლარის, გ. ნ-ს სასარგებლოდ 13 231,43 ლარის, ხოლო დ. დ-ის სასარგებლოდ - 49 172,36 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ. უ-მა, ნ. ჩ-მ, ვ. თ-მა, მ. მ-მა, თ. თ-მ, ს. ს-მა, ვ. ჭ-მ, ე. მ-მა, ლ. მ-მ, ნ. ს-მ, ს. გ-მ, თ. ნ-მა, მ. კ-მა, თ. თ-მ, ვ. ე-მა, ა. ხ-მ, გ. ნ-მა, დ. დ-მ და სს “.. ..მა”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 31 მარტის განჩინებით დ.დ-ის, შ. უ-ს, ნ. ჩ-ის, ვ. თ-ს, მ. მ-ის, თ. თ-ის, ს. ს-ს, ვ. ჭ-ს, ე. მ-ს, ლ. მ-ის, ნ. ს-ს, ს. გ-ის, თ. ნ-ს, მ. კ-ს, თ. თ-ის, ვ. ე-ს, ა. ხ-ს, გ. ნ-ს სააპელაციო საჩივრის წარმოება შეწყდა აპელანტების სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განჩინებით სს “.. ..ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს “.. ..მა”, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მოცემული საქმის განხილვისას, სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი (შეთანხმება) შემდეგი პირობებით:
1. კრედიტორები თანახმა არიან სადავო თანხის 44255124 (ოთხას ორმოცდაორი ათას ხუთას ორმოდათერთმეტი მთელი და 24 მეასედი) ლარის 3%-ით ნაკლები თანხის 429274.7 (ოთხას ოცდაცხრა ათას ორას სამოცდათოთხმეტი მთელი და 7 მეათედი) ლარის მიღებაზე, მათ მიერვე მოვალისადმი წარდგენილი კრედიტორ ვ. ჭ-ს საბანკო ანგარიშზე, ხუთთვიანი განწილვადებით 2008 წლის იანვრიდან 2008 წლის მაისის ჩათვლით თანდართული გრაფიკის შესაბამისად, (დანართი 1) ხოლო კრედიტორი დ. დ-ე, წინამდებარე მორიგების დამტკიცების თაობაზე სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანიდან ათ საბანკო დღეში მიიღებს მის მიერ გადახდილ სახელმწიფო ბაჟს - 5000 (ხუთი ათას) ლარს და მის კუთვნილ სადავო თანხას 49172.36 (ორმოცდაცხრა ათას ას სამოცდათორმეტ მთელ 36 მეასედ) ლარს, მის მიერვე მოვალისადმი წარდგენილ საბანკო ანგარიშზე.
2. მოვალე თანახმაა გადაუხადოს კრედიტორებს სადავო თანხაზე 44255124 (ოთხას ორმოცდაორი ათას ხუთას ორმოცდათერთმეტი მთელი და 24 მეასედი) ლარის 3%-ით ნაკლები თანხა - 429274.7 (ოთხას ოცდაცხრა ათას ორას სამოცდათოთხმეტი მთელი და 7 მეასედი) ლარი კრედიტორის მიერ წარდგენილ კრედიტორ ვ. ჭ-ს საბანკო ანგარიშზე თანხების პერიოდული გადარიცხვებით ხუთთვიანი განწილვადებით 2008 წლის იანვრიდან 2008 წლის მაისის ჩათვლით თანდართული გრაფიკის შესაბამისად (დანართი 1), ხოლო კრედიტორ დ. დ-ს, გადაუხადოს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარი და მისი კუთვნილი სადავო თანხა 49172.36 (ორმოცდაცხრა ათას ას სამოცდათორმეტი მთელი 36 მეასედი) ლარი წინამდებარე მორიგების დამტკიცების თაობაზე სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანიდან ათი საბანკო დღის განმავლობაში, მის მიერვე მოვალისადმი წარდგენილ საბანკო ანგარიშზე;
3. მხარეებისათვის ცნობილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე და 274-ე მუხლების მოთხოვნები, მათ გამოხატეს ნება დავის მორიგებით დამთავრებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანით, რის შემდეგაც მხარეებს ერთმევათ უფლება, ხელმეორედ მიმართონ სასამართლოს დავაზე იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო წამოდგენილ მორიგების აქტს (შეთანხმებას) და თვლის, რომ მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. იმავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მორიგების აქტი (შეთანხმება) არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. საქმეში წარმოდგენილია სს “.. ..ის” მიერ 15 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სს “.. ..ის” მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განახევრდეს და კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი, რაც 7 500 ლარს შეადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, 272-ე მუხლის “დ” პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:
1. კრედიტორები თანახმა არიან სადავო თანხის 44255124 (ოთხას ორმოცდაორი ათას ხუთასორმოდათერთმეტი მთელი და 24 მეასედი) ლარის 3%-ით ნაკლები 429274.7 (ოთხას ოცდაცხრა ათას ორას სამოცდათოთხმეტი მთელი და 7 მეათედი) ლარის მიღებაზე, მათ მიერვე მოვალისადმი წარდგენილი კრედიტორ ვ. ჭ-ს საბანკო ანგარიშზე, ხუთთვიანი განწილვადებით 2008 წლის იანვრიდან 2008 წლის მაისის ჩათვლით თანდართული გრაფიკის შესაბამისად (დანართი 1), ხოლო კრედიტორი დ. დ-ე, წინამდებარე მორიგების დამტკიცების თაობაზე სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანიდან ათ საბანკო დღეში მიიღებს მის მიერ გადახდილ სახელმწიფო ბაჟს 5000 (ხუთი ათას) ლარს და მის კუთვნილ სადავო თანხას 49172.36 (ორმოცდაცხრა ათას ას სამოცდათორმეტ მთელ 36 მეასედ) ლარს, მის მიერვე მოვალისადმი წარდგენილ საბანკო ანგარიშზე;
2. მოვალე თანახმაა გადაუხადოს კრედიტორებს სადავო თანხაზე 44255124 (ოთხას ორმოცდაორი ათას ხუთას ორმოცდათერთმეტი მთელი და 24 მეასედი) ლარის 3%-ით ნაკლები თანხა - 429274.7 (ოთხას ოცდაცხრა ათას ორასსამოცდათოთხმეტი მთელი და 7 მეასედი) ლარი კრედიტორის მიერ წარდგენილ კრედიტორ ვ. ჭ-ს საბანკო ანგარიშზე თანხების პერიოდული გადარიცხვებით ხუთთვიანი განწილვადებით 2008 წლის იანვრიდან 2008 წლის მაისის ჩათვლით თანდართული გრაფიკის შესაბამისად. (დანართი 1), ხოლო კრედიტორ დ. დ-ს, გადაუხადოს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარი და მისი კუთვნილი სადავო თანხა 49172.36 (ორმოცდაცხრა ათას ას სამოცდათორმეტი მთელი 36 მეასედი) ლარი წინამდებარე მორიგების დამტკიცების თაობაზე სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანიდან ათი საბანკო დღის განმავლობაში, მის მიერვე მოვალისადმი წარდგენილ საბანკო ანგარიშზე;
3. მხარეებისათვის ცნობილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე და 274-ე მუხლების მოთხოვნები და გამოხატეს ნება დავის მორიგებით დამთავრებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანით, რის შემდეგაც მხარეებს ერთმევათ უფლება, ხელმეორედ მიმართონ სასამართლოს დავაზე იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
D სს “.. ..ს”, დ.დ-ს, შ. უ-ს, ნ. ჩ-ს, ვ. თ-ს, მ. მ-ს, თ. თ-ს, ს. ს-ს, ვ. ჭ-ს, ე. მ-ს, ლ. მ-ს, ნ. ს-ს, ს. გ-ს, თ. ნ-ს, მ. კ-ს, თ. თ-ს, ვ. ე-ს, ა. ხ-ს, გ. ნ-ს შორის მორიგების გამო გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები და მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება;
განემარტოთ მხარეებს, რომ იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით, იმავე მხარეებს შორის სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა არ შეიძლება;
სს “.. ..ს” დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (15 000 ლარის) ნახევარი – 7 500 ლარი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773078, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე) ანგარიშიდან;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.