ას-649-979-07 2 ნოემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ხ. ჩ-ე-ჯ-ს წარმომადგენელ მ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. ჯ-ი-ხ-სა და ი. ჯ-ს სარჩელი ხ. ჩ-ე-ჯ-ს მიმართ ქ. თბილისში, ... პირველი კორპუსის ბინა ¹101-ში მდებარე ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობისა და რეალური წილის გამოყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ჯ-ი-ხ-მ და ი. ჯ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. ჯ-ი-ხ-სა და ი. ჯ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ი. ჯ-ი ცნობილ იქნა თბილისში, ... ქ. ¹1 კორპუსის, ბინა ¹101-ის 1/4¼-ის მესაკუთრედ. ქ. ჯ-ი-ხ- ცნობილ იქნა თბილისში, ... ქ. ¹1 კორპუსის, ბინა ¹101-ის ¼1/4-ის მესაკუთრედ. საჯარო რეესტრის სამსახურს დაევალა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება რეესტრის ჩანაწერებში.
2007 წლის 16 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ხ. ჩ-ე-ჯ-ს წარმომადგენელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: განმცხადებლის განმარტებით, მართალია სადავო ბინის პრივატიზაციის დროს ბინაში ჩაწერილები იყვნენ ქ. ჯ-ი-ხ-ა და ი. ჯ-ი, მაგრამ მათ აღნიშნულ ბინაში არ უცხოვრიათ, რაც დასტურდება მეზობლების მიერ გადმოცემული ინფორმაციით იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. ჯ-ა-ხ-ა და ი. ჯ-ი არც ბინის პრივატიზაციამდე და არც პრივატიზებისას სადავო ბინაში არ ცხოვრობდნენ. შესაბამისად, განმცხადებელმა მიიჩნია, რომ ბინის პრივატიზების დროს მათ არ ეკუთვნოდათ ის უფლებამოსილებები, რაც განსაზღვრულია საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის პირველი თებერვლის ¹107 დადგენილებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინებით ხ. ჩ-ე-ჯ-ს წარმომადგენელ მ. ს-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება არ ჩათვალა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების კანონით გათვალისწინებულ საფუძვლად.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონით დადგენილი წესით ვერ დადგინდა სადავო ფართზე მოწინააღმდეგე მხარის უფლებადაკარგულად ცნობის ფაქტი, ვინაიდან ასეთი ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული მეზობლების მიერ გადმოცემული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ი. ჯ-ი და ქ. ჯ-ი-ხ-ა არ ცხოვრობდნენ სადავო ბინაში არც ბინის პრივატიზებამდე და არც პრივატიზებისას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ. ჩ-ე-ჯ-ს წარმომადგენელმა _ მ. ს-მ, მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ხ. ჩ-ე-ჯ-ს წარმომადგენელ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. ჩ-ე-ჯ-ს წარმომადგენელ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ხ. ჩ-ე-ჯ-ს წარმომადგენელ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ. ჩ-ე-ჯ-ს წარმომადგენელ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. ხ. ჩ-ე-ჯ-ი გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.