Facebook Twitter

ას-658-1034-06 10 მაისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – შპს “ს...ის” მუშა-მოსამსახურეთა თ. დ-ე, ზ. ჟ-ა, დ. ხ-ე, გ. დ-ე, ზ. დ-ე, მ. ფ-ე, გ. ჯ-ე, შ. კ-ი, მ. ყ-ი, გ. კ-ი, კ. მ-ე, ა. ჩ-ე, ტ. მ-ე, ზ. ფ-ა, ტ. გ-ე, დ. ს-ე, შ. ფ-ე, მ. ხ-ი, ე. შ-ა, ვ. მ-ე, თ. ნ-ი, ჭ. ფ-ე, ი. მ-ე, თ. შ-ე, გ. გ-ე, ტ. ა-ე, თ. ს-ე, ა. ლ-ა, ვ. ლ-ა, გ. ფ-ე, თ. დ-ა, გ. გ-ე, შ. ბ-ი, ნ. ჩ-ე, ვ. კ-ე, ჯ. ჩ-ე, ა. ჭ-ე, ზ. ზ-ი, ვ. ზ-ი, ლ. დ-ე, რ. გ-ე, ბ. ჭ-ე, თ. შ-ე, მ. მ-ე, ს. გ-ი, ი. ჩ-ა, მ. ც-ე, რ. ქ-ი, ვ. ზ-ე, მ. ბ-ე, გ. ს-ე, გ. თ-ე, გ. შ-ე, დ. ბ-ე, ზ. ნ-ე, დ. მ-ე, ზ. ნ-ი, ვ. ნ-ი, მ. შ-ა, გ. გ-ა, რ. ბ-ი, დ. ლ-ა, ტ. გ-ე, გ. რ-ე, მ. ც-ე, კ. ც-ე, თ. კ-ი, მ. კ-ე, ე. ვ-ი, პ. კ-ი, ვ. რ-ე, რ. რ-ე, ო. ქ-ი, ხ. ჟ-ი, თ. ლ-ა, ლ. ო-ი, რ. ყ-ი, ზ. კ-ე, თ. ბ-ე, მ. გ-ა, ა. ხ-ა, შ. ქ-ი, ო. ბ-ა, გ. გ-ე, რ. ა-ი, მ. უ-ე, ა. გ-ე, თ. ქ-ე, შ. ქ-ა, ვ. კ-ე, რ. ჩ-ა, გ. ქ-ე, დ. ლ-ა, თ. ა-ა, მ. ქ-ე, ჯ. ს-ე, ჯ. ს-ე, ა. გ-ა, ა. გ-ე, დ. გ-ე, ვ. მ-ი, ზ. წ-ი, მ. ბ-ე, კ. კ-ე, ვ. კ-ე, ზ. თ-ა და ვ. თ-ა, გ. თ-ი, ფ. დ-ი, მ. მ-ე (მოსარჩელეები)

წარმომადგენლები – მ. ს-ა, ი. გ-ა და ნ. ქ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები – შპს “ს...” (მაპასუხე)

წარმომადგენელი – ნ. ჯ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა --- გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრეს შპს „ს...ის“ ასფალტ-ბეტონის ქარხნის სამტრედია-საჯავახოს ბაზის მუშა-მოსამსახურეთა (სულ 194 მოსარჩელე) წარმომადგენლებმა – ნ. ქ-მ და ი. გ-მ მოპასუხე შპს „ს...ის“ მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ მათი მარწმუნებლები 2002 წლიდან მუშაობდნენ შპს „ვ...ში“. 2003 წლის 21 აგვისტოს შპს „ვ...“ შეერწყა შპს „ს...ს“, რის შედეგადაც შეწყვიტა დამოუკიდებელი არსებობა და მისი უფლებამონაცვლე გახდა შპს „ს...ს“. მოსარჩელეთა წარმომადგენლების განმარტებით მოპასუხე ორგანიზაციის სახელფასო დავალიანებამ მოსარჩელეების მიმართ 2002-2003 წლებში შეადგინა 448.258 ლარი. მიუხედავად მოსარჩელეთა მრავალგზის მოთხოვნისა, მოპასუხე უარს აცხადებს სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე, რითაც არღვევს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 94-ე მუხლის მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა მოითხოვეს მოპასუხე შპს „ს...სათვის“ 448,258 ლარის დაკისრება. საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა დააზუსტეს სარჩელი და საბოლოოდ 135 მოსარჩელის სახელით მოითხოვეს მოპასუხისათვის 325.850 ლარის დაკისრება (ს.ფ. 121-129).

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შპს „ს...ს“ სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ საწარმოთა შერწყმის შედეგად შპს „საქართველოს გზების სამშენებლო კომპანია“ წარმოადგენს შპს „ვ...ს“ სამართალმემკვიდრეს, მაგრამ მარტო სამართალმემკვიდრეობის ფაქტი არაა საკმარისი იმისათვის, რომ მათ მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისროთ სახელფასო დავალიანების სახით მოთხოვნილი თანხები. მოპასუხის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ შპს „ს...თან’’, როგორც შპს „ვ...ს“ სამართალმემკვიდრესთან, მოსარჩელეთა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში ყოფნისა და სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ს...ის“ ასფალტ-ბეტონის ქარხნის მუშა-მოსამსახურეთა სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ს...ის“ ასფალტ-ბეტონის ქარხნის სამტრედია-საჯავახოს ბაზის მუშა-მოსამსახურეთა წარმომადგენლებმა ნ. ქ-მ და ი. გ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინებით შპს „ს...ის“ ასფალტ-ბეტონის ქარხნის სამტრედია-საჯავახოს ბაზის მუშა-მოსამსახურეთა წარმომადგენლების ნ. ქ-სა და ი. გ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება.

პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტების წარმომადგენლების მიერ მითითებული ნორმა ეხება მტკიცებულებათა შეგროვებაში დახმარების აღმოჩენის მიზნით სასამართლოს მიერ სხვა სასამართლოსათვის მიცემულ დავალებებს და არა მოპასუხე მხარისაგან მტკიცებულებათა გამოთხოვის წესსა და პირობებს. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელეთა წარმომადგენლების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს “ს...ს” დაევალა ორი კვირის ვადაში წარმოედგინა მოსარჩელეების თაობაზე მასთან არსებული 2002-2004 წლების სახელფასო უწყისები, რაც ამ უკანასკნელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ასეთი უწყისები მასთან არ ინახება. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტების წარმომადგენლების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოპასუხემ უარი განაცხადა სახელფასო უწყისების წარმოდგენაზე, რომლებიც მასთან ინახება, სასამართლოს მოსარჩელეები უნდა გაენთავისუფლებინა სახელფასო დავალიანების არსებობის მტკიცების ტვირთისაგან და ასეთი ტვირთი უნდა გადაეკისრებინა მოპასუხისათვის.

საქართველოს სამაქალაქო საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ წერილობითი მტკიცებულებების წარდგენაზე უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, ან, თუ წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე უარის თქმას სასამართლო არასაპატიოდ მიიჩნევს, სასამართლოს შეუძლია გაანთავისუფლოს მტკიცებულების გამოთხოვის შასახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე უარყოფს არა მარტო სახელფასო უწყისების მასთან ყოფნის ფაქტს, არამედ იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელეები შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მოპასუხე ორგანიზაციასთან. ამასთან, მოპასუხის მიერ სახელფასო უწყისების წარდგენაზე უარის თქმა სააპელაციო სასამართლოს არ მიაჩნია არასაპატიოდ, ვინაიდან მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს შპს “ვ...ში” 2002-2003 წლებში მათი მუშაობის ფაქტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ს...ის“ მუშა-მოსამსახურეთა წარმომადგენლებმა ნ. ქ-მ, ი. გ-მ და მ. ს-მ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კასატორების აზრით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამაქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” პუნქტი , კერძოდ, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-19 მუხლი. ასევე დაარღვია საქართველოს სამაქალაქო საპროცესო კოდექსის 105 –ე მუხლის მე-2 ნაწილი და პირველი ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებით უფრო შორს წავიდა, არათუ სახელფასო დავალიანების არასარწმუნოება გახადა სადაო, არამედ საერთოდ ამ მუშა-მოსამსახურეებს უთხრა თქვენ საერთოდ არ ხართ მუშა-მოსამსახურეებიო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებით შპს “ს...ის” მუშა-მოსამსახურეთა თ. დ-ის, ზ. ჟ-ს, დ. ხ-ის, გ. დ-ის, ზ. დ-ის, მ. ფ-ის, გ. ჯ-ის, შ. კ-ს, მ. ყ-ს, გ. კ-ს, კ. მ-ის, ა. ჩ-ის, ტ. მ-ის, ზ. ფ-ს, ტ. გ-ის, დ. ს-ის, შ. ფ-ის, მ. ხ-ს, ე. შ-ს, ვ. მ-ის, თ. ნ-ს, ჭ. ფ-ის, ი. მ-ის, თ. შ-ის, გ. გ-ის, ტ. ა-ის, თ. ს-ის, ა. ლ-ს, ვ. ლ-ს, გ. ფ-ის, თ. დ-ს, გ. გ-ის, შ. ბ-ს, ნ. ჩ-ის, ვ. კ-ის, ჯ. ჩ-ის, ა. ჭ-ის, ზ. ზ-ს, ვ. ზ-ს, ლ. დ-ის, რ. გ-ის, ბ. ჭ-ის, თ. შ-ის, მ. მ-ის, ს. გ-ს, ი. ჩ-ს, მ. ც-ის, რ. ქ-ს, ვ. ზ-ის, მ. ბ-ის, გ. ს-ის, გ. თ-ის, გ. შ-ის, დ. ბ-ის, ზ. ნ-ის, დ. მ-ის, ზ. ნ-ს, ვ. ნ-ს, მ. შ-ს, გ. გ-ს, რ. ბ-ს, დ. ლ-ს, ტ. გ-ის, გ. რ-ის, მ. ც-ის, კ. ც-ის, თ. კ-ს, მ. კ-ის, ე. ვ-ი, პ. კ-ს, ვ. რ-ის, რ. რ-ის, ო. ქ-ს, ხ. ჟ-ს, თ. ლ-ს, ლ. ო-ს, რ. ყ-ს, ზ. კ-ის, თ. ბ-ის, მ. გ-ს, ა. ხ-ს, შ. ქ-ს, ო. ბ-ს, გ. გ-ის, რ. ა-ს, მ. უ-ის, ა. გ-ის, თ. ქ-ის, შ. ქ-ს, ვ. კ-ის, რ. ჩ-ს, გ. ქ-ის, დ. ლ-ს, თ. ა-ს, მ. ქ-ის, ჯ. ს-ის, ჯ. ს-ის, ა. გ-ს, ა. გ-ის, დ. გ-ის, ვ. მ-ს, ზ. წ-ს, მ. ბ-ის, კ. კ-ის, ვ. კ-ის, ზ. თ-ს და ვ. თ-ს წარმომადგენლის მ. ს-ს საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სასამართლოს 2003 წლის 21 აგვისტოს დადგენილებით შპს „ვ...“ შეერწყა შპს „ს...ს“ და ეს უკანასკნელი გახდა შპს „ვ...ს“ უფლებამონაცვლე. მოსარჩელეები სწორედ ამ საზოგადოებისაგან ითხოვენ 2002-2003 წლებში სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას. შპს კი სადავოდ ხდის მათი მუშაობისა და სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. პალატა მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ყურადღებაში მისაღებია ის გარემოება, რომ ასზე მეტი მოსარჩელე ადასტურებს რომ თითოეული მათგანი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან. მოსარჩელეთა შორის არის ზემოთ მითითებული საზოგადოებათა შერწყმამდე არსებულ შპს „ვ...ს“ ბუღალტერიც, რომელიც ასევე ადასტურებს ამ პირთა, ასევე მის შრომით ურთიერთობებს მოპასუხესთან. ასეთ შემთხვევაში ადგილი უნდა ჰქონდეს ასზე მეტი ადამიანის მიზანმიმართულ მოქმედებას შპს „ს...ის“ მიმართ ან ეს ორგანიზაცია მიზანმიმართულად უნდა ფარავდეს მოსარჩელეთა მიმართ არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. აქედან გამომდინარე უნდა გაირკვეს მოტივი მათი ქმედებისა. მხარის ახსნა-განმარტება თავისთავად მტკიცებულებაა და იგი უარყოფილი უნდა იქნეს მოწინააღმდეგე მხარის მიერ, სათანადო მტკიცებულების საფუძველზე. შრომის კანონთა კოდექსი (მუხლი 19) უშვებს ისეთ შემთხვევასაც, როდესაც მუშაკი ფაქტიურად დაშვებულია სამუშაოდ იმ თანამდებობის პირის მიერ, ვისაც ამ სამუშაოზე მიღებისა და განთავისუფლების უფლება აქვს, ასეთ შემთხვევაში შრომის ხელშეკრულება დადებულად ითვლება. აღნიშნულის გათვალისწინებით შრომით ურთიერთობის არსებობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ ხელშეკრულების საფუძველზე. როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, ზემოთ მითითებულ პირთა განმარტება იმის თაობაზე, რომ ისინი სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მოპასუხესთან ქმნის ვარაუდის საფუძველს იმის თაობაზე, რომ მათი განმარტება მიჩნეულ იქნეს დადასტურებულად, ხოლო უარყოფა ამ გარემოებისა შეიძლება მოხდეს ისეთი მტკიცებულებებით როგორიცაა შერწყმამდე არსებული საზოგადოების ბალანსი, ან შერწყმულ საზოგადოებათა შერწყმის ბალანსი და ა.შ. მოპასუხის პასიურობა სათანადო მტკიცებულებების წარმოუდგენლობაზე უნდა განხილული იქნეს, როგორც მისი მტკიცების ტვირთის ნაკლი და არა როგორც მოსარჩელეთა მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების არ არსებობა.

უნდა აღინიშნოს, რომ მტკიცების ტვირთი სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორადაა განაწილებული, რის გამოც მიღებულია არასწორი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ მიმართებით საკითხი გამოუკვლეველია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად და პალატა თვლის, რომ საქმე ხელახლა უნდა იქნეს განხილული სასამართლოს მიერ.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს რა ურთიერთობები არსებობდა მხარეთა შორის და გამოიკვლიოს ამ ურთიერთობათა დამადასტურებელი გარემოებანი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ს...ის” მუშა-მოსამსახურეთა თ. დ-ის, ზ. ჟ-ს, დ. ხ-ის, გ. დ-ის, ზ. დ-ის, მ. ფ-ის, გ. ჯ-ის, შ. კ-ს, მ. ყ-ს, გ. კ-ს, კ. მ-ის, ა. ჩ-ის, ტ. მ-ის, ზ. ფ-ს, ტ. გ-ის, დ. ს-ის, შ. ფ-ის, მ. ხ-ს, ე. შ-ს, ვ. მ-ის, თ. ნ-ს, ჭ. ფ-ის, ი. მ-ის, თ. შ-ის, გ. გ-ის, ტ. ა-ის, თ. ს-ის, ა. ლ-ს, ვ. ლ-ს, გ. ფ-ის, თ. დ-ს, გ. გ-ის, შ. ბ-ს, ნ. ჩ-ის, ვ. კ-ის, ჯ. ჩ-ის, ა. ჭ-ის, ზ. ზ-ს, ვ. ზ-ს, ლ. დ-ის, რ. გ-ის, ბ. ჭ-ის, თ. შ-ის, მ. მ-ის, ს. გ-ს, ი. ჩ-ს, მ. ც-ის, რ. ქ-ს, ვ. ზ-ის, მ. ბ-ის, გ. ს-ის, გ. თ-ის, გ. შ-ის, დ. ბ-ის, ზ. ნ-ის, დ. მ-ის, ზ. ნ-ს, ვ. ნ-ს, მ. შ-ს, გ. გ-ს, რ. ბ-ს, დ. ლ-ს, ტ. გ-ის, გ. რ-ის, მ. ც-ის, კ. ც-ის, თ. კ-ს, მ. კ-ის, ე. ვ-ი, პ. კ-ს, ვ. რ-ის, რ. რ-ის, ო. ქ-ს, ხ. ჟ-ს, თ. ლ-ს, ლ. ო-ს, რ. ყ-ს, ზ. კ-ის, თ. ბ-ის, მ. გ-ს, ა. ხ-ს, შ. ქ-ს, ო. ბ-ს, გ. გ-ის, რ. ა-ს, მ. უ-ის, ა. გ-ის, თ. ქ-ის, შ. ქ-ს, ვ. კ-ის, რ. ჩ-ს, გ. ქ-ის, დ. ლ-ს, თ. ა-ს, მ. ქ-ის, ჯ. ს-ის, ჯ. ს-ის, ა. გ-ს, ა. გ-ის, დ. გ-ის, ვ, მ-ს, ზ. წ-ს, მ. ბ-ის, კ. კ-ის, ვ. კ-ის, ზ. თ-ს და ვ. თ-ს, გ. თ-ი, ფ. დ-ს, მ. მ-ის წარმომადგენლის მ. ს-ს, ნ. ქ-სა და ი. გ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.