Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-661-991-07 29 თებერვალი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცახდებელი _ შ. ა-აძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ო.” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა _ უსწორობის გასწორება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “ო-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. ა-აძის მიმართ და მოითხოვა საწვავის რეალიზაციისას დაგროვილი დავალიანების _ 10021 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ვანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით შპს “ო-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შ. ა-აძეს შპს “ო-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 10021 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც შ. ა-აძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ივლისის განჩინებით შ. ა-აძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შ. ა-აძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის განჩინებით შ.ა-ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად და კასატორს დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟი _ 570 ლარი.

შ. ა-აძემ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ საქართველოს სახელმწიფო ხაზინამ უარი განაცხადა მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებაზე, ვინაიდან მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის _ 813,63 ლარის 70% 590 ლარი არ არის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის განჩინებაში დაშვებულ იქნა უსწორობა და იგი უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის ¹ ას-661-991-07 განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში დაშვებულ იქნა უსწორობა, კერძოდ, განჩინების სამოტივაციო ნაწილში კასატორ შ.ა-სათვის დასაბრუნებელ თანხად არასწორად მიეთითა “570 ლარი”, რაც უნდა შეიცვალოს “569, 541 ლარით”.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის ¹ას-661-991-07 განჩინებაში დაშვებული უსწორობა.

განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში მითითებული “570 ლარი” შეიცვალოს “569,541 ლარით”.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.