Facebook Twitter

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-667-997-07 30 იანვარი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ მ. კ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ო-ძე (მოპასუხე)

ნოტარიუსი---მ. კ-ძე

გასაჩივრებული განჩინება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სამკვიდრო მოწმობის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. კ-ძემ მოპასუხედ დაასახელა დ. ო-ძე და ქობულეთის ნოტარიუსი მ. კ-ძე და მოითხოვა 2003 წლის 24 აპრილს დ. ო-ძის სახელზე გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის ¹2-138 გაუქმება და ნოტარიუსი მ. კ-ძის დავალდებულება მის სახელზე, როგორც თამაზ ოქროპიძის მეუღლიესა და პირველი რიგის მემკვიდრეზე ქ. ქ-ში, ს-ის ქ. ....-ში მდებარე უძრავ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაუქმდა ნოტარიუს მ. კ-ძის მიერ გაცემული 2003 წლის 24 აპრილის სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც დ. ო-ძემ მემკვიდრეობით მიიღო ქ. ქ-ში, ს-ის ქ. ¹.-ში მდებარე უძრავი ქონება; ნოტარიუს მ. კ-ძეს დაევალა მ. კ-ძის სახელზე გაეცა ქ. ქ-ში, ს-ის ქ. ¹.-ში მდებარე მის მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღებულ უძრავ ქონებაზე, კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ო-ძემ მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. ო-ძისა და მისი წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, დ. ო-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე ¹2-252-2006 წ. მ. კ-ძის სარჩელი, 2003 წლის 24 აპრილს, დ. ო-ძის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმებისა და ქ. ქ-ში, ს-ის ქ. ¹.-ში მდებარე თ. ო-ძის კუთვნილ უძრავ ქონებაზექ მ. კ-ძის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ნოტარიუს მ. კ-ძის დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

დასახელებულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მ. კ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საჩივრის ავტორის განმარტებით 2007 წლის 30 მაისს, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ავადმყოფობით, რომლის თაობაზეც წინასწარ აცნობა კიდეც სასამართლოს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის შესაბამისად გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინებით მ. კ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დადგენილია, რომ შპს ქ.-ის ამბულატორიული ავადმყოფის ¹... სამედიცინო ბარათის საფუძველზე, შპს ქ.-ს დირექტორის მიერ 2007 წლის 30 მაისს გაცემული ¹394 და 2007 წლის 13 ივნისის ¹... ცნობებით 2007 წლის 29 მაისს, 20 სთ. 30 წთ-ზე მოქ. მ. კ-ძე რეგისტრირებული იქნა ქ.-ს მიმღებ განყოფილებაში დიაგნოზით: მარჯვენა მხრივი თირკმლის ჭვალი, შარდ-კენჭოვანი დაავადება და რომ ამავე წლის 30 მაისიდან მკურნალობს შპს ქ.-ში ექიმ უროლოგთან დიაგნოზით: ორმხრივი თირკმლის ნეფროფტოზი, ქრონიკული პიელონეფრიტი, გამწვავებული რენალური ჰიპერტენზია (ს.ფ. 355).

პალატამ მიიჩნია, რომ მ. კ-ძის მიერ, საქმეზე წარმოდგენილი ავადმყოფობის ცნობები არ შეიცავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით დადგენილი წესით მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ავადმყოფობის გამო შეუძლებელი იყო მისი სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოში მ. კ-ძის გამოუცხადებლობა არ მიეკუთვნება ზემოაღნიშნული კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინება სააკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ძემ.

კასატორის განმარტებით სასამართლომ მიზანმიმართულად, დაკვეთით არ გაითვალისწინა მის მიერ წარმოდგენილი ავადმყოფობის ცნობა, რომელითაც წინასწარ აცნობა სასამართლოს პროცესზე გამოუცხადებლობის შესახებ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის შესაბამისად გამორიცხავდა დაუსწრებელ გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას..

კასატორის განმარტებით მან წარუდგინა სასამართლო ს ავადმყოფობის ცნობა ¹402, ¹403 სადაც დაკონკრეტებულია, რომსასამართლო პროცესის დროს იგი იმყოფებოდა მწოლიარე მდგომარეობაში, აღნიშნული ფაქტი არ გაიზიარა სასამართლომ ისე დატოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს და თვლის რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. ო-ძის სააპელაციო საჩივარი. ამავე პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინებით ძალაში დარჩა 2007 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის -241-ე მუხლის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.

საკასაციო პალატა მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სწორად არ გაიზიარა მ. კ-ძის მიერ წარმოდგენილი ავადმყოფობის ცნობა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ აუცილებელ რეკვიზიტებს, რომელიც უნდა იყოს მითითებული ავადმყოფობის დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, კერძოდ ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. კასატორის მიერ საქმეში წარმოდგენილი ცნობა ასეთ მონაცემებს არ შეიცავს. ამდენად იგი არ შეიძლება მივიჩნიოთ მისი გამოუცხადებლობა საპატიოობის დამადასტურებელ გარემოებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ზემომითითებული საფუძვლი არ განეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საფუძველს, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.