Facebook Twitter

ას-679-1009-07 12 ნოემბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ი. კ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალურ მშენებლობის ამხანაგობა “.. ..” (მოპასუხე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ განიხილა სამოქალაქო საქმე თბილისში, ... ქ. ¹140-ის მობინადრეების - ლ. ნ-ლ-უ-ისა და ნ. ნ-ის სარჩელის გამო, ინდბინათმშენებლობის ამხანაგობა „.. ..-ის მიმართ ხელშეკრულებების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, ლ. ნ-ლ-უ-ის, ლ., რ. და ნ. ნ-ლების სარჩელის გამო, ამხანაგობა „ .. ..-ის“ მიმართ ... ქ. ¹140-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეების მიწათსარგებლობის უფლების აღდგენისა და ამხანაგობა „ .. ..-ის“, როგორც იურიდიული პირის, გაუქმების შესახებ, ი. კ-ს სარჩელის გამო ამხანაგობა „.. ..-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ. 2004 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ნ-ლ-უ-ის სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, აღიარებულ იქნა ინდივიდუალურ ბინათმშენებელთა ამხანაგობა „.. ..-სა“ და გ. ნ-ლს (უფლებამონაცვლე ლ. ნ-ლ-უ-ე) შორის 1991 წლის ივნისში დადებული ხელშეკრულების არსებობა, აგრეთვე, დადგენილია, რომ ამხანაგობისა და ნ. (ნ.) ნ-ლს შორის 1992 წლის 5 მაისს დადებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა გასულია. აღიარებულ იქნა მოსარჩელეთა მიწათსარგებლობის უფლება ... ქუჩა ¹140-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე; აღიარებულ იქნა, რომ ინდივიდუალურ ბინათმშენებელთა ამხანაგობა „ .. ..“ არ არის იურიდიული პირი;

ი. კ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ინდივიდუალურ მშენებელთა ამხნაგობა „ .. ..“ მოსარჩელე ი. კ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 6807 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 7673 ლარის გადახდა. მასვე დაეკისრა ი.კ-ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ჩარიცხული თანხის 170,2 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 190,8 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: ლ., ნ., ლ. და რ. ნ-ლებმა და მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი სარჩელი ლ. და რ. ნ-ებისათვის მიწათსარგებლობის უფლების აღდგენისა და ინდივიდუალურ ბინათმშენებელთა ამხანაგობა „.. ..-ის“, როგორც იურიდიული პირის, არარსებობის საკითხი.

ი. კ-ს წარმომადგენელმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მისი სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება სრულად.

ინდივიდუალურ მშენებელთა ამხანაგობა „ .. ..“ თავმჯდომარემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნები.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება, ნ., ლ. და რ. ნ-ლების, ლ. უ-ისა და ი. კ-ს საკასაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, გარდა კ-ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და მის სასარგებლოდ ბინათმშენებლობა ამხანაგობა „.. ..-ისათვის“ 2200 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილისა და საქმე განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის განჩინებით, მხარეთა მორიგების გამო, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება ლ. ნ-ლ-უ-ისა და ნ. ნ-ის სარჩელის გამო, ინდბინათმშენებლობის ამხანაგობა „.. ..-ის“ მიმართ ხელშეკრულებების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, ლ. ნ-ლ-უ-ის, ლ. ნ-ის, რ. ნ-ისა და ნ. ნ-ის სარჩელი ამხანაგობა „ .. ..“ მიმართ ... ქ. ¹140-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეების მიწათსარგებლობის უფლების აღდგენისა და ამხანაგობა „ .. ..“, როგორც იურიდიული პირის, გაუქმების შესახებ მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში სამოქალაქო საქმეზე ¹2ბ/1118-06 შეწყდა წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ინდივიდუალურ მშენებელთა ამხანაგობა “ .. ..”-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. კ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 290 აშშ დოლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარის წარმოდგენა. მითითებული განჩინებით მას განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ი. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ი. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრისა და 17 ოქტომბრის განჩინებებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 290 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 156-157, 166-167). განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

მოცემული განჩინებები საქმეში მითითებულ მისამართზე კასატორ ი. კ-ს გაეგზავნა 2007 წლის 26 სექტემბერსა და 22 ოქტომბერს (ს.ფ. 159,169); კასატორს განჩინების ასლები პირადად ჩაჰბარდა 2007 წლის 28 სექტემებრსა და 30 ოქტომბერს (ს.ფ. 160, 190); კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.