Facebook Twitter

ას-680-1056-06 12 მარტი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს “.. .. ..” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე გ. გ-ის სარჩელის გამო მოპასუხე სს “ .. .. ..” მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. გ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს სს “.. .. ..“ იმერეთის ფილიალისა და „.. .. ..“ მიმართ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2004 წლის 8 აპრილს წავიდა რა ტყეში დაკარგული თხის მოსაძებნად, ხელით შეეხო ხეზე გაბმულ ელექტროგადამცემ ხაზს, რა დროსაც მიიღო ელექტროდამწვრობა. აღნიშნულის გამო მოსარჩელეს დაეკარგა შრომის უნარი 1\3-%-ზე მეტის ოდენობით. როგორც აღმოჩნდა, მანძილი მიწის ზედაპირიდან ელექტროგადამცემი ხაზის სადენამდე ნაცვლად 7 მ-სა, იყო 1,5 მეტრი, რაც ნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იყო „ელექტროდანადგარების მოწყობის წესების“ 2.5 II პუნქტისა და მასში მითითებული ცხრილის მოთხოვნები. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს განაჩენით, მოპასუხე საწარმოს თანამშრომლები მიცემულ იქნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მოსარჩელის სამოქალაქო სარჩელი კი სისხლის სამართლის საქმეში დარჩა ღიად. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს ფიზიკური, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 44 310 ლარის გადახდა, ასევე 2004 წლის 8 აპრილიდან სარჩოს დაკისრება მოპასუხესთან არსებული მინიმალური ხელფასის სამმაგი ოდენობით, ყოველწლიური სარჩოს ერთი წლის ერთჯერადი დახმარების გადახდა და დამატებითი კვების, წამლების შეძენის, სანიტარულ-საკურორტო მკურნალობის, მოვლის, სამკურნალო ადგილამდე მოსარჩელისა და მისი გამცილებლის მგზავრობისა და პროთეზირების ხარჯების ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უბედური შემთხვევა მოხდა მოსარჩელის დაუდევრობით, მას ელექტროსადენისათვის ხელი არ უნდა მოეკიდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს “.. .. ..” გ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მკურნალობის, საავადმყოფოში მომსახურების, წამლებისა და მორალური ზიანის ანაზღაურება 32676,51 ლარის ოდენობით. სს “.. .. ..” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური სარჩო 200 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის დანარჩენ მოთხოვნაზე გ. გ-ს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “.. .. ..”.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ივნისის განჩინებით სს “.. .. ..” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “.. .. ..” და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 997-ე მუხლები. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, უნდა დაედგინა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დაზარალებულის ბრალის გათვალისწინებით. კასატორი ასევე, მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სს “.. .. ..” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს, გ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “.. .. ..” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სს “.. .. ..” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “.. .. ..” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1.633.80 ლარის) 70% _ 1.143.66 ლარი საქართველოს ეროვნული ბანკის (კოდი: ¹220101107) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033078 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.