ას-687-990-09 25 სექტემბერი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე რ. ნადირიანი
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. წ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის განჩინებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ბ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხე ი. წ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11500 აშშ დოლარის გადახდა. ამ თანხის გადახდევინების მიზნით სასამართლოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა ი. წ-ძის კუთვნილი დაყადაღებული ქ.თბილისში, ... ქ. ¹37-ში მდებარე ¹104 ბინის რეალიზაცია. ასევე დაკმაყოფილდა სარჩელი ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხეზე 2400 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო ი. წ-ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. წ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. წ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ივლისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.
2009 წლის 31 ივლისს ი. წ-ძემ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 5 დღით, რაც დაკმაყოფილდა და საკასაციო პალატის 2009 წლის 3 აგვისტოს განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა. აღნიშნული განჩინების ასლი ი. წ-ძეს მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესის მიხედვით.
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 3 აგვისტოს განჩინება კასატორს ჩაბარდა 2009 წლის 7 აგვისტოს.
2009 წლის 7 აგვისტოს ი. წ-ძემ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 375 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის ქვითარი, ხოლო 2009 წლის 18 აგვისტოს (ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ) _ 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის ქვითარი. კასატორმა სულ წარმოადგინა 475 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდის ქვითარი, ხოლო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ჰქონდა 575 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის ქვითრის წარმოდგენა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემომტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. წ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 796.81 (629.70+168.11) ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.