საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-688-1018-07 16 ივნისი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ც. ფ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ც. ბ-შვილი (მოსარჩელე)
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, საქმის წარმოების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ც. ბ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ც. ფ-შვილის მიმართ და მოითხოვა ც. ფ-შვილისა და მასთან მცხოვრები პირების გამოსახლება ქ. თბილისში, ...-ის “ა” მ/რ-ში, 54-ე კორპუსში მდებარე ბინა ¹132-დან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ც. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. ც. ბ-შვილის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ...-ის “ა” მ/რ-ში ¹54 კორპუსში მდებარე ბინა ¹132, გამოთხოვილ იქნა მოპასუხე ც. ფ-შვილის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაუბრუნდა მესაკუთრე ც. ბ-შვილს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ფ-შვილმა როგორც თავისი სახელით, ასევე როგორც შვილის მ. მ.-ის მეურვემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 მაისის განჩინებით ც. ფ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ც. ფ-შვილმა თავისი სახელით და როგორც შვილის მ. მ.-ის მეურვემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ც. ფ-შვილის როგორც მ. მ.-ის კანონიერი წარმომადგენლის საკასაციო საჩავარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 280 ლარი.
ც. ფ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს უზენესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, ვინაიდან ზემოაღნიშნულ განჩინებაში ც. ფ-შვილის ნაცვლად მითითებულია ც. ფ-შვილი_მ.-ი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ც. ფ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის განჩინებასა და ამ განჩინებაზე 2008 წლის 10 იანვარს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის განჩინებასა და ამ განჩინებაზე 2008 წლის 10 იანვარს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებულ იქნა უსწორობა, კერძოდ, კასატორი “ც. ფ-შვილის” ნაცვლად მიეთითა “ც. ფ-შვილ-მ.-ი”, ამდენად, აღნიშნული უწორობა უნდა შესწორდეს და ზემოაღნიშნულ განჩინებასა და სააღსრულებო ფურცელში მითითებული “ც. ფ-შვილ-მ.-ი” შეიცვალოს “ც. ფ-შვილით”.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ც. ფ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის განჩინებასა და ამ განჩინებაზე 2008 წლის 10 იანვარს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ დაკმაყოფილდეს.
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბერის განჩინებასა და ამ განჩინებაზე 2008 წლის 10 იანვრს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული შემდეგი უსწორობანი:
განჩინებასა და სააღსრულებო ფურცელში მითითებული “ც. ფ-შვილ-მ.-ი” შეიცვალოს “ც. ფ-შვილით”
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.