Facebook Twitter

¹ას-692-1066-06 29 იანვარი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. გ-ე-ნ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. გ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწუვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ნ-ე-გ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ი. გ-ის მიმართ და მოითხოვა 2004 წლის 11 აგვისტოს ი. გ-ის სახელზე სამემკვიდრეო მოწმობაში ცვლილებების შეტანა, მამის, აწ გარდაცვლილი ვ. გ-ის დანაშთი ქონების 1/2-ზე მემკვიდრედ და აწ გარდაცვლილი დედის – ძ. გ-ის, მიერ სამკვიდროზე უარის თქმის თაობაზე 2003 წლის 11 აგვისტოს სანოტარო აქტის ბათილად ცნობა.

მოსარჩელის განმარტებით, 2000 წლის 27 იანვარს გარდაეცვალა მამა ვ. გ-ე, რომლის სახელზედაც აღრიცხული იყო მშობლების ქორწინებაში შეძენილი საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ.ქუთაისში, ... ქ. ¹63-ში და წარმოადგენდა მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებას. მამის გარდაცვალების შემდეგ მის სამკვიდროს დაეუფლენ თავად მოსარჩელე, დედამისი ძ. გ-ე, და – ი. გ-ე, მართალია, ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო, მაგრამ 2003 წლის აგვისტოში იყო რა ონკოლოგიური ავადმყოფი, ამით ისარგებლა მისმა დამ, მოპასუხე ი. გ-მ და ნოტარიუსის მეშვეობით აღიდგინა სამკვიდრო მამის მთელ დანაშთ ქონებაზე, მათ შორის, ქ.ქუთაისში, ... ქ. ¹63-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, როგორც შემდგომ გაირკვა, აღნიშნული განხორციელდა დედის ძ. გ-ის მიერ 2003 წლის 11 აგვისტოს სანოტარო წესით სამკვიდროზე უარის განცხადების საფუძველზე, რაც უკანონო იყო, ვინაიდან იმ დროისათვის გასული იყო კანონით დადგენილი 6 - თვიანი ვადა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი 2003 წლის 11 აგვისტოს ძ. გ-ის უარი მეუღლე ვ. გ-ის დანაშთი ქონების მემკვიდრეობით მიღებაზე; ცვლილება შევიდა ი. გ-ის სახელზე 2003 წლის 11 აგვისტოს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში, კერძოდ, ი. გ-ის მიერ მიღებულ სამკვიდრო ქონებად აღინიშნა ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹63-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და 600 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის 7/12; ნ. ნ-ე ცნობილ იქნა ქ.ქუთაისში, ... ქ. ¹63-ში მდებარე, საცხოვრებელი სახლისა და 600 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის 5/12-ის მემკვიდრედ.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება 2003 წლის 11 აგვისტოს ი. გ-ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანისა და ქ. ქუთაისში, ... ქ.¹63-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და 600 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე მემკვიდრედ ნ. ნ-ის ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. ნ-ის სარჩელს 2003 წლის 11 აგვისტოს სამემკვიდრეო მოწმობაში, რეესტრის ¹... ცვლილების შეტანისა და ვ. გ-ის დანაშთი ქონების 1/2½ ნაწილზე მემკვიდრედ ცნობის თაობაზე ეთქვა უარი.

ნ. გ-ე-ნ-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ნ. გ-ე-ნ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და, შესაბამისად, ამ თანხის 5%-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა.

ამავე პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და ნ. გ-ე-ნ-ეს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში ზემოთ მითითებული ხარვეზების შევსება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ნ. გ-ე-ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ნ. გ-ე-ნ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და, შესაბამისად, ამ თანხის 5%-ის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 96-97).

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ნ. გ-ე-ნ-ს (ს.ფ. 98-99). განჩინება კასატორს პირადად ჩაჰბარდა 2006 წლის 22 და 27 ნოემბერს (ს.ფ. 100-101). საკასაციო პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ნ. გ-ე-ნ-ს გაუგრძელდა სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და მას დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და, შესაბამისად, ამ თანხის 5%-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 105-106).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინება კასატორს 2006 წლის 27 დეკემბერს პირადად ჩაჰბარდა (ს.ფ. 108). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 8 იანვრის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. გ-ე-ნ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. გ-ე-ნ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.