¹ას-697-1071-06 12 თებერვალი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. მ-ის წარმომადგენლების რ. ბ-ისა და თ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე – ლ. ს-ის სარჩელის გამო მოპასუხე .... სამსახურისა და ნოტარიუს ნ. ა-ის მიმართ სანოტარო მოქმედების გაუქმების შესახებ; მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მ. მ-ის სარჩელი გამო ლ. ს-ის მიმართ რეალური წილის გამოყოფისა და ბინიდან გამოსახლების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ს-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ... სამსახურისა და ნოტარიუს ნ. ა-ის მიმართ და მოითხოვა 1995 წლის 21 აგვისტოს სანოტარო აქტის, რეესტრში რეგისტრაციის ¹...-ის გაუქმება, რომლითაც მ. მ-მ მიიღო სამკვიდრო ქონება, ქ. ბათუმში ... ქ. ¹34-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის 19/378 ნაწილზე, ასევე მოითხოვა 1989 წლის 29 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობის (რეესტრის ¹140) იურიდიული ძალის აღდგენა, შესაბამისიდ შესწორებების შეტანა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში და აწ გარდაცვლილი, მისი მეუღლის გ. მ-ის დანაშთი ქონების მესაკუთრედ მ. მ-ის ნაცვლად დარეგისტრირება.
მოსარჩელის განმარტებით 1998 წელს გარდაიცვალა მისი მეუღლე გ. მ-ე, რის შემდეგ 1985 წლის 29 დეკემბერს ნოტარიუს ნ. ა-ის მიერ გაცემული იქნა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლითაც ლ. ს-მ მემკვიდრეობით მიიღო მისი მეუღლის ქონება, კერძოდ ქ.ბათუმში ... ქ. ¹34-ში მდებარე სახლთმფლობელობიდან 19/196 წილი, რის საფუძველზეც ბათუმის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ დარეგისტრირდა აღნიშნული ქონების მესაკუთრედ.
გ. მ-ის შვილმა (პირველი ქორწინებიდან) მ. მ-მ 1993 წელს სასამართლოში აღძრა სარჩელი და მოითხოვა 1989 წელს განხორციელებული სანოტარო მოქმედების გაუქმება და სამკვიდრო ქონების მისაღებად გაშვებული ვადის აღდგენა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1995 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დასახელებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 1995 წლის 28 თებერვლის განჩინებით, მაგრამ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1996 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმებული იქნა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 1995 წლის 28 თებერვლის განჩინება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1995 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლის 1997 წლის 25 ივნისის განჩინებით მ. მ-ის სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველად.
2002 წელს ლ. ს-მ შეიძინა იმავე საცხოვრებელ სახლში ს. კ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი და მოინდომა ბინების ერთ ტექნიკურ პასპორტში მოქცევა და ...ში შესაბამისი ცვლილების გატარება, მაგრამ რეგისტრაციაზე უარი განუცხადეს, რადგან საცხოვრებელი ბინის 19/378 ნაწილი ირიცხებოდა მ. მ-ის სახელზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიცემული საქმე განხილული იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ამავე სასამართლოს 2005 წლის 9 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა მ. მ-ე, რომელმაც წარადგინა სარჩელი და თავის მხრივ მოითხოვა ქ.ბათუმში ... ქ. ¹34-ში მდებარე სახლთმფლობელობიდან 19/378 წილის რეალურად გამოყოფა და სადავო ბინიდან თანმხლებ პირებთან ერთად ლ. ს-ის გამოსახლება.
2006 წლის 11 იანვარს ლ. ს-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს და უარი განაცხადა ... მიმართ წარდგენილ მოთხოვნაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 იანვრის განჩინებით იმ საფუძვლვით, რომ ... შეტანილი იქნა შესაბამისი ცვლილებები დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და ... მიმართ შეწყდა საქმის წარმოება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი იქნა მოცემული დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა, რის შემდეგაც ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმე განხილულ იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და ადმინისტრაციული წესით მესამე პირად ჩაბმული მ. მ-ე მიჩნეულ იქნა მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნით, რომლის მიერ წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე ლ. ს-მ უარი განაცხადა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ნოტარიუს ნ. ა-ის მიერ 1995 წლის 21 აგვისტოს შესრულებული სანოტარო მოქმედება (რეესტრის ¹...), რომლის შესაბამისადაც მ. მ-მ მიიღო გ. მ-ის სამკვიდრო ქონების 1/3 ნაწილი, ანუ ქ.ბათუმში ... ქ. ¹34-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 19/378 წილი და აღგენილ იქნა ამავე ნოტარიუსის მიერ 1989 წლის 29 დეკემბერს ლ. ს-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის იურიდიული ძალა. მესამე პირის მ. მ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ-ის წარმომადგენლებმა რ. ბ-მ და თ. ჭ-მ მოითხოვეს მისი გაუქმება ლ. ს-ის სარჩელზე უარის თქმა და მ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელანტის განმარტებით სასამართლო გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ლ. ს-ს არ მიუმართავს სანოტარო ბიუროსთვის თავის წილზე სამკვიდრო მოწმობის მიღების მიზნით, რაც დასტურდება ტექინვენტარიზაციის ბიუროს სააღრიცხვო მონაცემებით, სადაც 1995 წლის 21 აგვისტოს კანონიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე ქ.ბათუმში, ... ქ. ¹36-ში მდებარე ქონების 19/381 ნაწილი აღირიცხა მ. მ-ის სახელზე, ხოლო დანარჩენი 19/252 უკვე გარდაცვლილ გ. მ-ზე. აღნიშნული გარემოებები კი არ იქნა გაზიარებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ; აპელანტთა მითითებით ლ.ს-ზე სამკვიდრო მოწმობა გაიცა 1989 წლის 29 დეკემბერს, რაც იმ დროის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა დარეგისტრირებულიყო ტექბიუროს სამსახურში სამი თვის განმავლობაში და არა 2005 წლის დეკემბერში მაშინ, როცა გასული იყო 10 წლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
მოწინააღმდეგე მხარემ არ ცნო სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ივნისის განჩინებით მ. მ-ის წარმომადგენლების რ. ბ-ისა და თ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ქ.ბათუმში, ... ქ.¹34-ში მდებარე უძრავი ქონების 19/126-ის ნაწილი საკუთრების უფლებით ეკუთვნის ლ. ს-ს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მ. მ-ის სახელზე გაცემულია სამკვიდრო მოწმობა იმ ქონებაზე, რაც ლ. ს-ის საკუთრებაა, სარჩელის მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობის გაუქმების თაობაზე საფუძვლიანია. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ 1995 წლის 21 აგვისტოს კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა მ. მ-ის სახელზე გაიცა 1995 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 4 იანვრის გადაწყვეტილებისა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 1995 წლის 28 თებერვლის განჩინების საფუძველზე, რომლებიც შემდგომში გაუქმებული იქნა, ხოლო საქმეში არ მოიპოვება კანონით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი საფუძველი, რაც გამორიცხავდა ამ მოწმობის გაუქმებას; ამასთან, არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სასარჩელო ხანდაზმულობის თაობაზე, ვინაიდან დადგენილად ცნო, რომ ლ. ს-სათვის მისი დარღვეული უფლების შესახებ ცნობილი გახდა 2004 წლის 22 დეკემბერს, სასამართლოში კი სარჩელი წარდგენილი იქნა 2005 წლის 10 იანვარს, ანუ სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ის წარმომადგენლებმა რ. ბ-მ და თ. ჭ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
ლ. ს-მ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მ. მ-ის წარმომადგენლების რ. ბ-ისა და თ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მ. მ-ის წარმომადგენლების რ. ბ-ისა და თ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მ. მ-ის წარმომადგენლების რ. ბ-ისა და თ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ-ის წარმომადგენლების რ. ბ-ისა და თ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს ეროვნული ბანკის (კოდი: 220101107) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033078 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.