Facebook Twitter

ას-704-1034-07 31 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ “არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ... ფონდი” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ს-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განჩინება

დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 29 მარტს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით ... ფონდმა მოპასუხე ვ. ს-ს მიმართ ფონდის კუთვნილი ბინიდან გამოსახლების შესახებ.

2005 წლის 3 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შეგებებული სარჩელით მიმართა ვ. ს-მ მოპასუხე „... ფონდის“ მიმართ ბინის კეთილსინდისიერ მფლობელად აღიარებისა და ბინაზე დესტინატერის სტატუსის მინიჭების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ... ფონდის სარჩელი ვ. ს-ს, დ. მელაძის, ნ. შ.ს მიმართ ქ. თბილისში, ... მე-7 მ\რ-ის, მე-17 კორპუსის, მე-7 სართულზე მდებარე ¹... ბინიდან, გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ვ. ს-ს შეგებებული სარჩელი ... ფონდის მიმართ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ... ფონდის გამგეობის 2004 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება, როგორც უკანონო და მას დაევალა ვ. ს-ს დესტინასტერად ცნობა ქ. თბილისში, ... მე-7 მ\რ-ის, მე-17 კორპუსის, მე-7 სართულზე მდებარე ¹... ბინაზე.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ... ფონდმა”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ... ფონდმა”.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით კასატორს დაევალა, ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაეზუსტებინა დავის საგნის ღირებულება და, შესაბამისად, წარმოედგინა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მითითებული განჩინებებით მას განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ... ფონდის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა „... ფონდის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით კასატორს დაევალა, ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაეზუსტებინა დავის საგნის ღირებულება და, შესაბამისად, გადაეხადა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს – „ ... ფონდს” 2007 წლის 1 ოქტომბერს (ს.ფ. 226); კასატორს განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 2 ოქტომბერს (ს.ფ. 234); კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ ... ფონდის” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.