#374აპ-16 10 ნოემბერი, 2016 წელი
მ. რ., 374აპ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ის განცხადებები, რომლითაც ისინი შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული ადვოკატ ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 აგვისტოს განაჩენით რ. მ., _ დაბადებული ----ს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით – 7 წლით, ხოლო 120-ე მუხლით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 31 დეკემბრიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. მაპის ადვოკატმა ი. ბ-ემ.
4. 2016 წლის 7 ივნისსა და 9 ნოემბერს წარმოდგენილი განცხადებებით მსჯავრდებული რ. მ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ბა. შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული ადვოკატ ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ რ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს და ადვოკატ ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.
6. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ თავისი საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე