Facebook Twitter

ას-71-417-07 28 მარტი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი. თ-ი და გ. ზ-ე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. მ-ი (მოსარჩელე)

დავის საგანი _ საერთო კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს კრების ოქმების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს ,,.. ..” აქციების მფლობელმა ზ. მ-მა 2005 წლის სექტემბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების სს ,, .. ..” დირექტორის ი. თ-ისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გ. ზ-ის მიმართ და მოითხოვა რიგგარეშე საერთო კრების ოქმისა და სამეთვალყურეო საბჭოს კრების ოქმის ბათილად ცნობა და სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების თაობაზე მიღებული სასამართლო დადგენილების გაუქმება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სს ,, .. ..” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების 2005 წლის 25 ივლისის ოქმი, სს ,, .. ..” სამეთვალყურეო საბჭოს 2005 წლის 3 აგვისტოს ოქმი და გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 აგვისტოს დადგენილება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს ,, .. ..” დირექტორმა ი. თ-მა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გ. ზ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინებით სს ,, .. ..” დირექტორის ი. თ-ისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა ი. თ-მა და გ. ზ-მ, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის განჩინებით კასატორებს სს ,, .. ..” დირექტორს ი. თ-ს და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს გ. ზ-ს განესაზღვრათ 10 დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის სახით 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სს ,, .. ..” დირექტორის ი. თ-ის და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის განჩინებით კასატორებს სს ,, . ..” დირექტორს ი. თ-სა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს გ. ზ-ს განესაზღვრათ 10 დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის სახით 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად. იქვე განემარტათ, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 211-212). ეს განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ კასატორებს ი. თ-სა და გ. ზ-ს (ს.ფ. 213; 215), რაც 2007 წლის 28 თებერვალს პირადად ჩაბარდათ მათ (ს.ფ. 214; 216). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებს შეეძლოთ განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინათ 2007 წლის 12 მარტის ჩათვლით; მაგრამ კასატორებს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ვინაიდან სს ,, .. ..” დირექტორმა ი. თ-მა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გ. ზ-მ სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი და საკასაციო საჩივრისათვის არ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი, ამიტომ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი. თ-ისა და გ. ზ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. თ-ისა და გ. ზ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.