Facebook Twitter

¹ას-720-1093-06 21 თებერვალი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ,

მოსამართლე: როზა ნადირიანი

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რ. ჟ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის განჩინებაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ნოემბრის განჩინებით რ. ჟ-ს საჩივრის ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის საგნის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის, შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

2007 წლის 8 იანვარს რ. ჟ-მა წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, მაგრამ არ წარმოადგინა საკასაციო საჩივრის საგნის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დაკუმენტი და შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი.

საკასაციო პალატის 2007 წლის 15 იანვრის განჩინებით რ.ჟამიერაშვილს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს საკასაციო საჩივრის საგნის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დაკუმენტი და შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს მითითებულ მისამართზე გაეგზავნა დადგენილი წესის მიხედვით.

საკასაციო პალატის 2007 წლის 15 იანვრის განჩინება რ. ჟ-ს ჩაბარდა 2007 წლის 18 იანვარს (ს.ფ.696). სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში კასატორმა ხარვეზი არ გამოასწორა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემომტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.