Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №442აპ-16 ქ. თბილისი

ა-ა დ. 442აპ-16 10 იანვარი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი პროკურორის - ლევან ბაჩიაშვილისა და მსჯავრდებულ ი. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ლ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მარტის განაჩენით:

ო. მ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ო. მ-ს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. ო. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 21 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის საერთო ვადაში უნდა ჩაეთვალოს საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო - 2012 წლის 7 დეკემბრიდან 2013 წლის 21 სექტემბრამდე.

ი. თ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ი. თ-ს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. ი. თ-ს სასჯელის ათვლა უნდა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

გ. ა-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ა-ს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. გ. ა-ს სასჯელის ათვლა უნდა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

დ. ა-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში და ამ ნაწილში გამართლდა.

დ. ა-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დ. ა-ს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. დ. ა-ს სასჯელის ათვლა უნდა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ ო. მ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ო. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ო. მ-ს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 9 თვე სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. ო. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 21 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის საერთო ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2012 წლის 7 დეკემბრიდან 2013 წლის 21 სექტემბრამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მარტის განაჩენი დ. ა-სა და ი. თ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.

მსჯავრდებულ დ. ა-თვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), ხოლო მსჯავრდებულ ი. თ-თვის - სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.

ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი პროკურორის - ლევან ბაჩიაშვილისა და მსჯავრდებულ ი. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ლ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი