ას-746-1044-09 26 აპრილი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე თ. თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა განცხადებაზე (სამოქალაქო საქმე ¹ას-746-1044-09) თანდართული დოკუმენტების განმცხადებლისთვის დაბრუნების საკითხი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 3 დეკემბრის განჩინებით მ. ჰ-ოვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად; მ. ჰ-ოვს დაუბრუნდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - (300 ლარის) 70% - 210 ლარი.
2010 წლის 10 თებერვალს მ. ჰ-ოვმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა აღნიშნულ განჩინებაში უსწორობის გასწორება იმ საფუძვლით, რომ დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, განჩინებაში არასწორად არის მითითებული მისი გვარი - “გ-ოვის” ნაცვლად მითითებულია “ჰ-ოვი”.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 მარტის განჩინებით მ. გ-ოვის განცხადება დაკმაყოფილდა; გასწორდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 3 დეკემბრის ¹ას-746-1044-09 განჩინებაში დაშვებული უსწორობა. განჩინების შესავალ, აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში სიტყვა “ჰ-ოვი” შეიცვალა სიტყვით “გ-ოვი”.
მ. გ-ოვის წარმომადგენელმა გ.ხ-შვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა 2010 წლის 10 თებერვლის განცხადებაზე დართული დოკუმენტების დაბრუნება. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 3 დეკემბრის განჩინების ასლი და ამ განჩინებაზე გამოწერილი სააღსრულებო ფურცელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებელს უნდა დაუბრუნდეს საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტები შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადებაზე თანდართული მასალები ამოღებული უნდა იქნეს საქმიდან და დაუბრუნდეს განმცხადებელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 284-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სამოქალაქო საქმიდან ¹ას-746-1044-09 ამოღებული იქნას საქმის მასალები (ს.ფ. 309-312) და დაუბრუნდეს განცხადების ავტორს - მ. გ-ოვის წარმომადგენელს გ.ხ-შვილს;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.