Facebook Twitter

¹ას-750-1033-05 25 მაისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია,

სხდომის მდივანი _ ეკა ხაჩიძე

კასატორი – სს “ბანკი ...” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “.. ..” (მოპასუხე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით – თ. გ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა პალატის 2005 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2003 წლის 21 მარტს სს “ბანკი ...ს” გამგეობის თავმჯდომარემ გ. ჩ-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს შპს “ .. ..” მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2000 წლის 24 აპრილს მხარეებს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით მოპასუხემ ისესხა 80 000 აშშ დოლარი წლიური 24%-ით, ერთი წლის ვადით, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2000 წლის 24 აპრილს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი-ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 37000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა (ნავთობბაზა ლაბორატორიით). 2002 წლის 13 მარტს კი მოპასუხესა და ბანკს შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომლითაც მოპასუხემ აღიარა, რომ აქტის გაფორმების მომენტისათვის გადასახდელი ჰქონდა ძირითადი თანხა 80 000 აშშ დოლარი, პროცენტი 18 989 აშშ დოლარი და ჯარიმა 62876 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე ბანკის სასარგებლოდ ყოველდღიურად დაერიცხა 195,26 აშშ დოლარი. მიუხედავად ბანკის მიერ დამატებით მიცემული დროისა მოპასუხემ არ შეასრულა თავისი ვალდებულებები და ბანკის დავალიანება დღემდე არ არის დაფარული, რაც სულ შეადგენს 234309,12 აშშ დოლარს. ამდენად აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით სს “ბანკი ...მ” მოითხოვა დავალიანების სახით სულ 234309,12 აშშ დოლარის დაკისრება შპს “ .. ..”—სათვის.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 19 ივნისის განჩინებით შპს “ .. ..”-ს ყოფილი დირექტორის პარტნიორის თამაზ გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და იგი საქმეში ჩაბმული იქნა მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მოპოსუხის მხარეზე, ხოლო იმავე სასამართლოს 2003 წლის 23 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული თ. გ-ის სარჩელი შპს “ .. ..” და სს “ბანკი ...ს” შორის დადებული იპოთეკისა და საკრედიტო ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ და იგი საქმეში ჩაბმული იქნა მესამე პირად-ამჯერად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. მესამე პირის თ. გ-ის დამოუკიდებელ სასარჩელო განცხადებაზე შესაგებელი შეიტანა მოსარჩელემ სს “ბანკი ...მ”, სადაც მიუთითა, რომ თ. გ-ის მოთხოვნა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს და არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით შპს “ .. ..” პარტნიორთა კრების 2000 წლის 20 აპრილის ოქმზე და ამ ოქმის სანოტარო წესით დადასტურების შესახებ სანოტარო მოქმედებათა ჯურნალში თ. გ-ის სახელით არსებული ხელმოწერების სინამდვილის დადგენის მიზნით საქმეზე დაინიშნა კალიგრაფიული ექსპერტიზა და ექსპერტიზის ჩატარებამდე შეჩერდა საქმის წარმოება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2004 წლის 22 მარტის დასკვნის თანახმად განჩინებაში დასმული საკითხების დადგენა შეუძლებელი იქნა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 14 აპრილის განჩინებით მოცემული საქმის წარმოება განახლდა, ხოლო იმავე კოლეგიის 2004 წლის 28 აპრილის განჩინებით მესამე პირისა და მისი წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე შპს “ .. ..” დამფუძნებელ პარტნიორთა კრების 2000 წლის 20 აპრილის ოქმზე და ამ ოქმის სანოტარო წესით დადასტურების შესახებ სანოტარო მოქმედებათა ჯურნალის 768-ე ჩანაწერებში 157-ე გვერდზე თ. გ-ის სახელით არსებული ხელმოწერების სინამდვილის დადგენის მიზნით დადგინდა საქმის მასალებისა და მტკიცებულებების გადაგზავნა იმერეთის საოლქო პროკურატურაში, ხოლო საქმის წარმოება შეჩერდა საგამოძიებო ორგანოს მიერ სისხლის სამართლის საქმის განხილვამდე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 28 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს “ბანკი ...ს” გამგეობის თავმჯდომარემ გ. ჩ-მა და მოითხოვა ზემოთაღნიშნული განჩინების გაუქმება საქმის წარმოების შეჩერების ნაწილში და სამოქალაქო საქმის წარმოების განახლება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 30 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო; უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 28 აპრილის განჩინება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 2 ნოემბრის განჩინებით სს “ბანკი ...ს” წარმომადგენლების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 28 აპრილის განჩინება გაუქმდა და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სს “ბანკი ...ს” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე შპს “ .. ..” დაეკისრა ძირითადი დავალიანება 80 000 (ოთხმოციათასი) აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი 18989 (თვრამეტიათას ცხრაასოთხმოცდაცხრა) აშშ დოლარი. დადგენილი იქნა იძულებითი გაყიდვა აუქციონზე მოპასუხე შპს “ .. ..”კუთვნილ ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში (1 სვირის სექტორი) მდებარე 37000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობაზე (ნავთობბაზა ლაბორატორიით). დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის თ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ბანკი ...ს” გენერალური დირექტორის მოადგილემ ნ. ხ-მ და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლა თანხის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა თ. გ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა დაბრუნება.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს პალატისათვის ცნობილი გახდა, რომ 2005 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა კასატორი თ. გ-ე (წარმოდგენილია თ. გ-ის გარდაცვალების მოწმობა, ს.ფ. 370).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებით თ. გ-ის წარმომადგენლის გ. ს-ის შუამდგომლობის საფუძველზე საქმის წარმოება შეჩერდა თ. გ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

2007 წლის 4 აპრილს მხარეებმა საკასაციო პალატას წარმოუდგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა მორიგების აქტის შინაარსის გაცნობის შედეგად თვლის, რომ მხარეთა შუამდგომლობა მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სს “ბანკი ...ს”, “ .. ..” და თ. გ-ს შორის დამტკიცდეს მორიგება შემდეგი სახით:

1.1 ბანკსა და მოვალეს შორის 2000 წლის 24 აპრილს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების ¹კ 2/02-00 შესაბამისად მოვალეს ბანკის მიმართ ერიცხება საკრედიტო დავალიანება 234 309.12 (ორასოცდათოთხმეტი ათას სამასცხრა აშშ დოლარი და თორმეტი ცენტი) აშშ დოლარის ოდენობით (შემდეგში – საკრედიტო დავალიანება).

1.2 ბანკსა და მოვალეს შორის 2000 წლის 24 აპრილს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების ¹ კ 2/02-00 უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთულია მოვალის საკუთრებაში არსებული 37 000 კვ.მ მიწის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები (მდებარე ზესტაფონის რ/ნი სოფ. ... 1 სვირის სექტორი) თანახმად მხარეთა შორის 2000 წლის 24 აპრილს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებისა ¹-ი 2/02-00.

2. მხარეები თანხმდებიან, რომ:

2.1 წინამდებარე მორიგების გამო მესამე პირი უარს ამბობს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის წარმოებაში არსებულ საკასაციო საჩივარზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 11 მარტის ¹ 2/ა-4-06 სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად უკან დაბრუნების შესახებ.

2.2 სასამართლოს მიერ წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში მოვალე იღებს ვალდებულებას გადაუხადოს ბანკს საკრედიტო დავალიანების ნაწილი 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

2.3 ზემოაღნიშნულ ვადაში მითითებული საკრედიტო დავალიანების ნაწილის -- 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის სრულად გადახდევინების შემთხვევაში ბანკის წინაშე მოვალის ვალდებულება მიიჩნევა შესრულებულად და ბანკი იპოთეკისგან გამოათავისუფლებს მოვალის საკუთრებაში არსებულ 37 000 კვ.მ მიწასა და მასზე განლაგებულს შენობა-ნაგებობებს (მდებარე ზესტაფონის რ/ნი სოფ. ... 1 სვირის სექტორი).

2.4 იმ შემთხვევაში თუ კი მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს (არ გადაიხდის საკრედიტო დავალიანების ნაწილს სრულად) წინამდებარე მორიგების აქტის პუნქტი ¹2.2-ით ნაკისრ ვალდებულებას, წინამდებარე მორიგების აქტის იძულებითი აღსრულების მიზნით მოსარჩელის (ბანკის) განცხადების საფუძველზე საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი მოვალის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული 37 000 კვ.მ მიწისა და მასზე განლაგებულს შენობა-ნაგებობების (მდებარე ზესტაფონის რ/ნი სოფ. ... 1 სვირის სექტორი)საჯარო იძულებით აუქციონზე რეილიზაციის მიზნით ბანკისადმი არსებული მოვალის საკრედიტო დავალიანების 234309.12 (ორასოცდათოთხმეტი ათას სამასცხრა აშშ დოლარი და თორმეტი ცენტი) აშშ დოლარის და ბანკის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების სრულად დასაფარავად. (მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში გადახდილი თანხა გამოაკლდება მოთხოვნის ოდენობას).

საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა მორიგების გამო, უნდა გაუქმდეს საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის - 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “ბანკი ...ს”, “ .. ..” და თ. გ-ეს შორის დამტკიცდეს მორიგება შემდეგი სახით:

1.1 ბანკსა და მოვალეს შორის 2000 წლის 24 აპრილს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების ¹კ 2/02-00 შესაბამისად მოვალეს ბანკის მიმართ ერიცხება საკრედიტო დავალიანება 234 309.12 (ორასოცდათოთხმეტი ათას სამასცხრა აშშ დოლარი და თორმეტი ცენტი) აშშ დოლარის ოდენობით (შემდეგში – საკრედიტო დავალიანება).

1.2 ბანკსა და მოვალეს შორის 2000 წლის 24 აპრილს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების ¹ კ 2/02-00 უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთულია მოვალის საკუთრებაში არსებული 37 000 კვ.მ მიწის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები (მდებარე ზესტაფონის რ/ნი სოფ. ... 1 სვირის სექტორი) თანახმად მხარეთა შორის 2000 წლის 24 აპრილს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებისა ¹-ი 2/02-00.

2. მხარეები თანხმდებიან, რომ:

2.1 წინამდებარე მორიგების გამო მესამე პირი უარს ამბობს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის წარმოებაში არსებულ საკასაციო საჩივარზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 11 მარტის ¹ 2/ა-4-06 სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად უკან დაბრუნების შესახებ.

2.2 სასამართლოს მიერ წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში მოვალე იღებს ვალდებულებას გადაუხადოს ბანკს საკრედიტო დავალიანების ნაწილი 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

2.3 ზემოაღნიშნულ ვადაში მითითებული საკრედიტო დავალიანების ნაწილის -- 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის სრულად გადახდევინების შემთხვევაში ბანკის წინაშე მოვალის ვალდებულება მიიჩნევა შესრულებულად და ბანკი იპოთეკისგან გამოათავისუფლებს მოვალის საკუთრებაში არსებულ 37 000 კვ.მ მიწასა და მასზე განლაგებულს შენობა-ნაგებობებს (მდებარე ზესტაფონის რ/ნი სოფ. ... 1 სვირის სექტორი).

2.4 იმ შემთხვევაში თუ კი მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს (არ გადაიხდის საკრედიტო დავალიანების ნაწილს სრულად) წინამდებარე მორიგების აქტის პუნქტი ¹2.2-ით ნაკისრ ვალდებულებას, წინამდებარე მორიგების აქტის იძულებითი აღსრულების მიზნით მოსარჩელის (ბანკის) განცხადების საფუძველზე საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი მოვალის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული 37 000 კვ.მ მიწისა და მასზე განლაგებულს შენობა-ნაგებობების (მდებარე ზესტაფონის რ/ნი სოფ. ... 1 სვირის სექტორი)საჯარო იძულებით აუქციონზე რეილიზაციის მიზნით ბანკისადმი არსებული მოვალის საკრედიტო დავალიანების 234309.12 (ორასოცდათოთხმეტი ათას სამასცხრა აშშ დოლარი და თორმეტი ცენტი) აშშ დოლარის და ბანკის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების სრულად დასაფარავად. (მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში გადახდილი თანხა გამოაკლდება მოთხოვნის ოდენობას).

დაუბრუნდეთ სს “ბანკ ...ს” და თ. გ-ეს მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2500, 2500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

გაუქმდეს საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდეს.

განემარტოთ მხარეებს, რომ იგივე მხარეებს შორის იგივე დავაზე სასამართლოსათვის მომართვა დაუშვებელია.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.