Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-754-1080-07 15 ივლისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლალი ლაზარაშვილი, ნუნუ კვანტალიანი

სხდომის მდივანი – ეკატერინე ხაჩიძე

კასატორები – გ.დ-ია და ზ.ს-ძე (მოსარჩელეები)

კასატორის წარმომადგენელი – ნ. ა-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ა-ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლები - ა.გ-ია და ტ.ზ-ძე

გასაჩივრებული განჩინება - ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. . ივლისის განჩინება

დავის საგანი – უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

20..წ. 15 აგვისტოს ზ.ს-ძემ და გ.დ-იამ ფოთის საქალაქო სასამართლოს ზ.ა-იას მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართეს და მოითხოვეს ქ. ფოთში ...ის ქ. ¹28-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე საჯარო რეესრტის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. მოსარჩელებმა განმარტეს, რომ აღნიშნული ფართი სპს “დ-ს” ეკუთვნოდა, რომლის დამფუძნებლებიც თავად იყვნენ. მათ 20..წ. 6 ივლისს აღნიშნული ფართი 10 000 ლარად ზ. ა-იას მიჰყიდეს, რომელსაც შეძენილი ნივთის საფასური არაუგვიანეს 20..წ. 7 ივლისისა უნდა გადაეხადა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ფართი გადასცეს მყიდველს, ამ უკანასკნელმა არ შეასრულა თავისი ვალდებულება. მოსარჩელეთა განმარტებით, მათსა და მოპასუხეს შორის არსებობდა განსაკუთრებულ ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა, კერძოდ, ზ.ს-ძე ზ. ა-იას შვილის ნათლია იყო და მხარეებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. რომ არა ეს გარემოება, ისინი მოპასუხეს ფართს მისი საფასურის გადახდის გარეშე არ გადასცემდნენ, ზ. ა-იამ არსებული ურთიერთობით ბოროტად ისარგებლა და თავი აარიდა ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდას. აღნიშნულით მან დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 361-ე და 55-ე მუხლების მოთხოვნები.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 20..წ. 15 აგვისტოს განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ზ. ა-იას სახელზე რიცხულ, ქ. ფოთში, ...ის ქ. 28ბ-ში მდებარე არასაცხოვრებელ ფართს ყადაღა დაედო.

ზ.ა-იამ თავის შესაგებელში აღნიშნა, რომ ვინაიდან სადავო ფართი სპს “დ-ს” ეკუთვნოდა, გ.დ-ია და ზ.ს-ძე არასათანადო მოსარჩელეები იყვნენ.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 20..წ. 19 მარტის გადაწყვეტილებით ზ.ს-ძისა და გ.დ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება არა მათ შორის არსებული ნათესაური კავშირის, არამედ ორმხრივი ინტერესის გამო დაიდო, ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლი განსახილველ შემთხვევას არ ეხებოდა და მოსარჩელეთა მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

აღნიშნული გადაწყვეტილება ზ.ს-ძემ და გ.დ-იამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. აპელანტებმა ფოთის საქალაქო სასამართლოს 20..წ. 19 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს. მათი განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად და ფაქტობრივად დაუსაბუთებელი იყო, ამასთან, სასმართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლი, ასევე არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი.

აპელანტებმა აღნიშნეს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით არ ირკვეოდა რა ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია სასამართლომ დადგენილად. მათი მტკიცებით, მხარეთა შორის არსებულმა განსაკუთრებულ ნდობაზე დამყარებულმა ურთიერთობამ გავლენა მოახდინა ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით ელემენტზე, ნასყიდობის საგნის ფასის გადაცემაზე შეთანხმების პროცესზე და რომ არა ეს ნდობა, ხელშეკრულება ფასის შემდგომი გადახდის პირობითYარ დაიდებოდა.

ქ.ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. 5 ივლისის განჩინებით ზ.ს-ძისა და გ.დ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ფოთის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სადავო გარიგება დაიდო იურიდიულ პირს - სპს “დ-სა” და ზ.ა-იას შორის, ამდენად, გარიგების შეცილების უფლება ჰქონდა საწარმოს და არა მის დამფუძნებლებს. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასათანადო მხარის მიერ აღძრული სარჩელი მართებულად არ დააკამყოფილა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სარჩელი დაუსაბუთებელიც იყო. თავისთავად ის გარემოება, რომ მყიდველი ვალდებული იყო ხელშეკრულების საგნის ფასი მეორე დღეს გადაეხადა, ნდობის ბოროტად გამოყენების ფაქტს არ ამტკიცებდა, მიუხედავად მხარეებს შორის არსებული ურთიერთობისა. ამასთან, სადავო გარიგებას საწარმოს სახელით ხელი პერსონალურად პასუხისმგებელმა პარტნიორებმა მოაწერეს, რომლებსაც “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.7-ე მუხლის მიხედვით, გულისხმიერების მოვალეობა ეკისრებოდათ. მოსარჩელეებს არ მიუთითებიათ იმ გარემოებებზე, რომლებმაც, მათ, როგორც მეწარმეებს ნამდვილი ნების გამოვლენაში ხელი შეუშალა.

აღნიშნული განჩინება გ.დ-იამ და ზ.ს-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს. კასატორებმა აღნიშნეს, რომ როგორც პირველ, ისე სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას თანხმობას აცხადებდენენ არასათანადო მოსარჩელის სათანადო მხარით შეცვლაზე და სააპელაციო სასამართლოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ამ საფუძვლით არ უნდა ეთქვა. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის სპს “დ.” აღარ ფუნქციონირებდა და შექმნილი იყო ახალი საზოგადოება - “ს-ა”. გარდა ამისა, კასატორების მტკიცებით, სასამართლომ მტკიცებულებები არასწორად შეაფასა, რადგანაც მოსარჩელეები ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად არა ფასის გადაუხდელობას ასახელებდნენ, არამედ იმ გარემოებას, რომ ზ. ა-იასა და მათ შორის არსებულმა განსაკუთრებულ ნდობაზე დამყარებულმა ურთიერთობამ ხელშეკრულების დადებისას მათ ნებაზე გავლენა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება სხვა სახით დაიდებოდა. კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლი და არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20..წ. 1 თებერვლის განჩინებით, გ. დ-ისა და ზ.ს-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 20..წ. 8 ივლისს მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი, შემდეგი პირობებით:

1. ზ.ს-ძე და გ.დ-ია უარს აცხადებენ თავიანთ საკასაციო საჩივარზე;

2. ზ.ს-ძე, გ.დ-ია და ზ.ა-ია შეთანხმდნენ, რომ მოხდეს ქ. ფოთში, …ის ქუჩა ¹28-ში მდებარე 380 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი ფართის გაყიდვა (რეალიზაცია), სადაც ამჟამად განთავსებულია კაფე-ბარი “ვ-ი”;

3. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ობიექტის, ანუ ქ. ფოთში, …ის ქუჩა ¹28-ში მდებარე 380 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის რეალიზაციას განახორციელებს ორივე მხარე - ზ.ს-ძე, გ.დ-ია და ზ.ა-ია, ამასთან უნდა იყოს გათვალისწინებული შემდეგი პირობები:

a. მომავალ მყიდველთან ყიდვა-გაყიდვის პირობების შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს ორივე მხარე ერთმანეთის ხელშეწყობით;

b. მითითებული ობიექტის რეალიზაციისას, ობიექტის საწყისი ფასი განისაზღვროს 360 000 (სამას სამოცი ათასი) აშშ დოლარით, აქედან 55% ანუ 198 000 (ას ოთხმოცდათვრამეტი ათასი) აშშ დოლარი გადაეცეს ზ.ა-იას, ხოლო 45%, ანუ 162 000 (ას სამოცდაორი ათასი) აშშ დოლარი გადაეცეს მეორე მხარეს - ზ.ს-ძესა და გ.დ-იას.

4. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას იმოქმედონ, რათა მოხდეს არასაცხოვრებელი ფართის, (რომელიც მდებარეობს ქალაქ ფოთში, …ის ქუჩა ¹ 28-ში, 380 კვ.მ) გაყიდვა (რეალიზაცია) 2 წლის განმავლობაში, საქმის მორიგებით დამთავრების შესახებ ამ შეთახმების საქართველო უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ დამტკიცების მომენტიდან;

5. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეძლებენ მითითებულ ვადაში არასაცხოვრებელი ფართის რეალიზაციას, მოდავე მხარეები აცხადებენ თანხმობას სადავო 380 კვ.მ ფართზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ ფოთში, …ის ქუჩა ¹28-ში, დადგინდეს საერთო წილადი საკუთრების უფლება, რაც უნდა გატარდეს სახელმწიფო რეგისტრაციაში საჯარო რეესტრში;

6. ორი წლის ვადაში ობიექტის ვერ გაყიდვის შემთხვევაში საჯარო რეესტრის სამსახური ვალდებული იქნება ობიექტზე, ქალაქ ფოთში, …ის ქუჩა ¹28-ში მდებარე 380 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე მოახდინოს ზ.ს-ძის, გ.დ-იას და ზ.ა-იას აღრიცხვა თანამესაკუთრეებად საჯარო რეესტრში, შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ქალაქ ფოთში, …ის ქუჩა ¹28-ში მდაბარე 380 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი საერთო წილადი საკუთრების უფლებით ეკუთვნით ზ.ს-ძეს, გ.დ-იას და ზ.ა-იას. ზ.ს-ძესა და გ.დ-იას საკუთრების უფლებით ეკუთვნით საერთო საკუთრებაში არსებული ობიექტის იდეალური წილი - ფართის 45%. ზ.ა-იას საკუთრების უფლებით ეკუთვნის საერთო საკუთრებაში არსებული ობიექტის იდეალური წილი - 55%.

7. ფიზიკური პირები ზ.ს-ძე და გ.დ-ია უარს აცხადებენ სარჩელზე, რომელიც მათ მიერ წარდგენილია ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე მხარის – ზ.ა-იას მიმართ და რომლითაც მოსარჩელე მხარე ითხოვს ზ.ს-ძისა და გ.დ-იას 20..წ. 6 ივლისის უძრავი ქონების ნასყოდობის ხელშეკრულებიდან გასვლას. მითითებული ხელშეკრულებით სპს “დ-ს” საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართი გაიყიდა ზ.ა-იაზე. ამ ნასყიდობის ხელშეკრულებით ზ.ა-იამ სპს “დ-ს” პარტნიორებისგან – ზ.ს-ძისა და გ.დ-იასაგან შეიძინა ქ. ფოთში, …ის ქ. ¹28-ში მდებარე უძრავი ქონება: 380 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, 10 000 (ათი ათას) ლარად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების პირობებს, თვლის, რომ იგი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების მორიგებით დამთავრება მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს, რაც მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20..წ. 18 იანვრის განჩინებით ზ.ს-ძესა და გ.დ-იას გადაუვადდათ სახემწიფო ბაჟის გადახდა. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორები უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:

1. ზ.ს-ძე და გ.დ-ია უარს აცხადებენ თავიანთ საკასაციო საჩივარზე;

2. ზ.ს-ძე, გ.დ-ია და ზ.ა-ია შეთანხმდნენ, რომ მოხდეს ქ. ფოთში, …ის ქუჩა ¹28-ში მდებარე 380 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის გაყიდვა (რეალიზაცია), სადაც ამჟამად განთავსებულია კაფე-ბარი “ვ-ი”;

3. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ობიექტის, ანუ ქ. ფოთში, …ის ქუჩა ¹28-ში მდებარე 380 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის რეალიზაციას განახორციელებს ორივე მხარე - ზ.ს-ძე, გ.დ-ია და ზ.ა-ია, ამასთან უნდა იყოს გათვალისწინებული შემდეგი პირობები:

a. მომავალ მყიდველთან ყიდვა-გაყიდვის პირობების შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს ორივე მხარე ერთმანეთის ხელშეწყობით;

b. მითითებული ობიექტის რეალიზაციისას, ობიექტის საწყისი ფასი განისაზღვროს 360 000 (სამას სამოცი ათასი) აშშ დოლარით, აქედან 55% ანუ 198 000 (ას ოთხმოცდათვრამეტი ათასი) აშშ დოლარი გადაეცეს ზ.ა-იას, ხოლო 45%, ანუ 162 000 (ას სამოცდაორი ათასი) აშშ დოლარი გადაეცეს მეორე მხარეს - ზ.ს-ძესა და გ.დ-იას. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას იმოქმედონ, რათა მოხდეს 380 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის, (რომელიც მდებარეობს ქალაქ ფოთში, …ის ქუჩა ¹ 28-ში,) გაყიდვა (რეალიზაცია) 2 წლის განმავლობაში, საქმის მორიგებით დამთავრების შესახებ ამ შეთახმების საქართველო უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ დამტკიცების მომენტიდან;

4. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეძლებენ მითითებულ ვადაში არასაცხოვრებელი ფართის რეალიზაციას, მოდავე მხარეები აცხადებენ თანხმობას სადავო 380 კვ.მ ფართზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ ფოთში, …ის ქუჩა ¹ 28-ში, დადგინდეს საერთო წილადი საკუთრების უფლება, რაც უნდა გატარდეს სახელმწიფო რეგისტრაციაში საჯარო რეესტრში;

5. ორი წლის ვადაში ობიექტის ვერ გაყიდვის შემთხვევაში საჯარო რეესტრის სამსახური ვალდებული იქნება ობიექტზე, ქალაქ ფოთში, …ის ქუჩა ¹28-ში მდებარე 380 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე მოახდინოს საჯარო რეესტრში ზ.ს-ძის, გ.დ-იას და ზ.ა-იას თანამესაკუთრეებად აღრიცხვა, შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ქალაქ ფოთში, …ის ქუჩა ¹ 28-ში მდებარე 380 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი საერთო წილადი საკუთრების უფლებით ეკუთვნით ზ.ს-ძეს, გ.დ-იას და ზ.ა-იას. ზ.ს-ძესა და გ.დ-იას საკუთრების უფლებით ეკუთვნით საერთო საკუთრებაში არსებული ობიექტის იდეალური წილი 45%-ის ოდენობით. ზ.ა-იას საკუთრების უფლებით ეკუთვნის საერთო საკუთრებაში არსებული ობიექტის იდეალური წილი 55%-ის ოდენობით.

6. ფიზიკური პირები ზ.ს-ძე და გ.დ-ია უარს აცხადებენ სარჩელზე, რომელიც მათ მიერ წარდგენილია ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე მხარის ზ.ა-იას მიმართ და რომლითაც მოსარჩელე მხარე ითხოვს ზ.ს-ძისა და გ.დ-იას 20..წ. 6 ივლისის უძრავი ქონების ნასყოდობის ხელშეკრულებიდან გასვლას. მითითებული ხელშეკრულებით სპს “დ-ს” საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართი გაიყიდა ზ.ა-იაზე. ამ ნასყიდობის ხელშეკრულებით ზ.ა-იამ სპს “დ-ს” პარტნიორებისგან – ზ.ს-ძისა და გ.დ-იასაგან შეიძინა ქ. ფოთში, …ის ქ. ¹28ბ-ში მდებარე უძრავი ქონება: 380 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, 10 000 (ათი ათას) ლარად.

მხარეთა მორიგების გამო შეწყდეს საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე - ზ.ს-ძისა და გ.დ-იას სარჩელის გამო ზ.ა-იას მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ;

განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;

ზ.ს-ძე და გ.დ-ია გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.