Facebook Twitter

¹ ას-763-1089-07 15 მაისი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი _ ე.ხაჩიძე

კასატორი _ შპს “კ-ის” დამფუძნებლები: თ.ბ-შვილი, მ.დ-ელი, ბ. ბ-შვილი, ნ.ს-ური

წარმომადგენელი _ კ. ბ-შვილი, თ.რ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ გ.ის მუნიციპალიტეტის გამგეობა

წარმომადგენელი _ მ.ს-ელი, ი.სბ-შვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ... ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სანოტარო აქტის ბათილად ცნობა, ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ.ბ-შვილმა, მ.დ-ელმა, ბ. ბ-შვილმა და ნ. ს-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე გ.ის რაიონის გამგეობისა და მესამე პირის – ნოტარიუს მ.მ-შვილის მიმართ სანოტარო აქტის ბათილად ცნობისა და ქონების დაბრუნების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:Lმოსარჩელეები არიან შპს “კ-ის” მეწილეები. 20.. წ.. .. სექტემბერს გ.ის ნოტარიუსმა მ. მ-შვილმა გააფორმა და სანოტარო წესით დაამოწმა ხელშეკრულება შპს “კ-ის” ქონების 88%-ის გ.ის რაიონის გამგეობისათვის გადაცემის თაობაზე. აღნიშნული გარიგება დაიდო სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის დარღვევით, მხოლოდ თ. ბ-შვილის თანხმობის საფუძველზე. განიკარგა რა საზოგადოების წილთა 88%, გაუგებარია, თუ ვის მფლობელობაში დარჩა დარჩენილი 12%. სადავო სანოტარო აქტის მეორე ქვეთავის 2.1. პუნქტის “ა” წინადადების თანახმად, გარიგების გაფორმებისას ნოტარიუსმა იხელმძღვანელა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ.ის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 20.. წ.. .. ოქტომბერს გაცემული მიწის საკუთრების ¹..-..-..-... სარეგისტრაციო მოწმობით, ასევე გ.ის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 20..წ.. .. სექტემბრის ¹... ცნობა-დახასიათებითა და შპს “კ-ის” დამფუძნებელთა კრების 20.. წ.. . ოქტომბრის კრების ოქმით, მაშინ, როცა სადავო სანოტარო აქტი შედგენილ იქნა .. სექტემბერს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო გარიგება დაიდო შპს “კ-ის” ინიციატივით და გაფორმდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

გ.ის რაიონული სასამართლოს 20.. წ.. აპრილის გადაწყვეტილებით თ.ბ-შვილის, მ.დ-ელის, ბ. ბ-შვილისა და ნ.ს-ურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. ივლისის გადაწყვეტილებით შპს “კ-ის” დამფუძნებლების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით შპს “კ-ის” დამფუძნებლების _ თ.ბ-შვილის, მ.დ-ელის, ბ. ბ-შვილის, ნ.ს-ურისა და ზ. G-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რადგანაც საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად განხილულ იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ შპს “კ-ის” დამფუძნებელთა 20.. წ.. . ოქტომბრის კრების ოქმზე, რომლის შესაბამისად, 20.. წ.. . ოქტომბერს შედგა საზოგადოების დამფუძნებელთა კრება, განხილულ იქნა შპს-ს მფლობელობაში არსებული ქონების გ.ის გამგეობისათვის გადაცემის საკითხი. კრებას ესწრებოდ აპარტნიორთა უმრავლესობა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს “კ-ის” დირექტორ თ.ბ-შვილის მეშვეობით საზოგადოების ქონების 88%-ის გ.ის რაიონის გამგეობისათვის გადაცემის შესახებ. აღნიშნულზე გაფორმდა სათანადო სანოტარო აქტი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის წარმოებისას წარმოდგენილ სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ჟურნალზე, რომელშიც სადავო ¹.-... სანოტარო აქტის რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 20.. წ. .. ოქტომბერი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 20..წ.4 ოქტომბერს საზოგადოების კრების ოქმის შედგენის შემდეგ, 20..წ. .. ოქტომბერს, სანოტარო წესით გაფორმდა მოპასუხისათვის ქონების გადაცემის ხელშეკრულება, რომელსაც საფუძვლად დაედო საზოგადოების პარტნიორთა კრების 20..წ. . ოქტომბრის ოქმი. პალატამ ჩათვალა, რომ სადავო ხელშეკრულებაში მის თარიღად შეცდომით აღინიშნა 20..წ. .სექტემბერი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ ზემოხსენებული კრების ოქმი არასრულყოფილია და “მეწარმეთა შესახებ” კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება, ვინაიდან აღნიშნული კრების ოქმი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ამასთან, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.3 მუხლის “ე” პუნქტსა და 47.9 მუხლზე მითითებით პალატამ დაადგინა, რომ საზოგადოების პარტნიორთა 20..წ. . ოქტომბრის კრების ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარე და შპს “კ-ის” წესდება საზოგადოების ქონების გასხვისების შესახებ განსხვავებულ წესს არ ადგენს. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი სადავო გარიგების ბათილად ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ იგი დაიდო იძულებით და მიიჩნია, რომ მხარემ, სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლიდან გამომდინარე, ვერ დაადასტურა, რომ გარიგება დაიდო მართლსაწინააღმდეგო მიზნითა და საშუალებების გამოყენებით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “კ-ის” დამფუძნებლებმა თ.ბ-შვილმა, მ.დ-ელმა, ბ. ბ-შვილმა და ნ. შ-ურმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემული დავის საგანს წარმოადგენს ქონების გადაცემის შესახებ სანოტარო წესით დადასტურებული ხელშეკრულების ბათილობა, თუმცა არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ გარიგების სანოტარო წესით დადასტურება გულისხმობს სანოტარო მოქმედების ე.წ. რთულ ფორმას, რომლის დროსაც ნოტარიუსმა უნდა დაადასტუროს გარიგების მთელი შინაარსი და მისი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან. სასამართლომ არ გამოიყენა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 2.7 მუხლი და არ გაითვალისწინა, რომ შპს “კ-ის” წესდების 7.3 და 7.4 მუხლები გულისმხობს საზოგადოების უძრავი ქონების გასხვისებასა და საზოგადოების ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს გარეშე საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების პარტნიორთა კრების მიერ მიღებას, რომლის მოწვევის წესიც “მეწარმეთა შესახებ” კანონის 7.5 მუხლითაა დადგენილი. საზოგადოების ქონების 88%-ის უსასყიდლოდ სახელმწიფოსათვის გადაცემა კი თავისი მნიშვნელობით აშკარად სცილდება შპს-ს ჩვეულებრივ საქმიანობას. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ შპს “კ-ის” საერთო კრების სადავო 20..წ. . ოქტომბრის ოქმი არ გასაჩივრებულა და, ამდენად, სრულყოფილი დოკუმენტია, ვინაიდან მასში ზოგადად მიეთითა, რომ სხდომას დაესწრო დამფუძნებელთა 60-% კონკრეტულ პირთა და საზოგადოებაში მათ წილთა დასახელების გარეშე. ასევე არ არის დაკონკრეტებული, ვინ და რა აზრი გამოთქვა კრების მიმდინარეობის დროს. ფაქტობრივად, სადავო კრებას ზემოხსენებულ ოქმზე ხელისმომწერ პირთა გარდა არავინ დასწრებია და არც არავინ ყოფილა მიწვეული. სადავო სანოტარო აქტი გაფორმდა “ნოტარიატის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “გ” და “ვ” ქვეპუნქტების, მე-15 მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილების, 25-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის დარღვევით, რაც იმაში გამოიხატა, რომ ნოტარიუსს გ.ის გამგეობის წარმომადგენლისათვის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა არ მოუთხოვია, არ შეუდგენია დანართების ნუსხა და სანოტარო აქტს რაიმე დანართი არ ერთვის, ამასთან, სანოტარო აქტს ერთვის 20..წ. .. სექტემბერს გაცემული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეესტრის ფორმულარი, რომელშიც საზოგადოების საწესდებო კაპიტალში დამფუძნებელთა პროცენტული წილები აღნიშნული არ არის. სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის განმარტება, რომ სადავო სანოტარო აქტი შედგენილ იქნა და სანოტარო მოქმედებაში რეგისტრაციის საერთო რეესტრში გატარდა 20..წ. .. ოქტომბერს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ არ შეაფასა კასატორთა განმარტებები, რომ სადავო აქტი შედგა მანამდე, ვიდრე თ.ბლუაშვილს დააპატიმრებდნენ და დაპატიმრების მიზეზი სწორედ ის იყო, რომ საზოგადოების დამფუძნებლები უარს აცხადებდნენ უსასყიდლოდ და ნებაყოფლობით გადაეცათ საწესდებო კაპიტალის ძირითადი ნაწილი _ 88% გ.ის მუნიციპალიტეტისათვის. სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილი და არ შეაფასა მტკიცებულების ძალის მქონე მხარეთა განმარტებები. სააპელაციო პალატა ვალდებული იყო, შეესწავლა მოცემულ საქმეზე დართული სისხლის სამართლის მასალები, რომლებითაც ირეკვევა 20..წ. . ოქტომბრის პარტნიორთა კრების იძულებით გაფორების ფაქტი, რაც სასამართლოს არ განუხორციელებია. სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა კასატორთა მოსაზრებაზე, რომ გ.ის რაიონული სასამართლოს 20..წ. . თებერვლის განჩინებაზე ნოტარიუს მ.მ-შვილის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ იქნა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რის გამოც აღნიშნული განცხადება სასამართლოს განუხილველად უნდა დაეტოვებინა. სადავო სანოტარო აქტით დამოწმებული გარიგება არასწორად შეფასდა ნასყიდობის ხელშეკრულებად, ვინაიდან ფაქტობრივად მოხდა ქონების უსასყიდლო გადაცემა, რაც ჩუქების ხელშეკრულებისთვისაა დამახასიათებელი. ამდენად, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 524-ე, 526-ე, 530-ე მუხლები და გაეთვალისწინებინა, რომ სადავო ქონების გადაცემის შედეგად შპს “კ-ის” პარტნიორთა უმრავლესობას საარსებო წყარო მოესპო. სააპელაციო პალატას არ უმსჯელია, იყო თუ არა გასხვისებული უძრავი ნივთი უფლებრივად უნაკლო. ფაქტობრივად, სადავო გარიგება დაიდო მხარის შინაგანი ნების საწინააღმდეგოდ, მხოლოდ გარეგანი ნების გამოვლენის საფუძვლეზე, გარეგანი ნების გამოვლენა კი მოხდა მხარის მიმართ იძულების გამოყენებით, რაც სასამართლომ არ შეაფასა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20..წ. .. დეკემბრის განჩინებით შპს “კ-ის” დამფუძნებლების _ თ.ბ-შვილის, მ.დ-ელის, ბ. ბ-შვილისა და ნ.ს-ურის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად. საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისას გ.ის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა ცნეს სარჩელი და განაცხადეს, რომ ეთანხმებიან შპს “კ-ის” დამფუძნებლების სასარჩელო მოთხოვნას და თანახმა არიან სადავო ქონება დაუბრუნდეს მოსარჩელეებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კასატორის მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის საფუძველზე მიიჩნევს, რომ შპს “კ-ის” დამფუძნებლების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოში საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისას 20..წ. .. მაისის სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე გ-ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სათანადო რწმუნებით აღჭურვილმა წარმომადგენლებმა ცნეს სარჩელი და განაცხადეს, რომ ეთანხმებიან შპს “კ-ის” დამფუძნებლების სასარჩელო მოთხოვნას სანოტარო აქტის ბათილად ცნობისა და ამავე აქტით გ-ის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის გადაცემული ქონების მოსარჩელეთათვის დაბრუნების თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე ცნობს სარჩელს, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით სამოქალაქო სამართალწარმოება დისპოზიციურობის პრინციპით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვისას. Uმოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა დისპოზიციურობის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა და იგი სარჩელის დაკმაყოფილებას იწვევს. აღნიშნული დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ ამოწმებს მოცემულ საქმეზე საჩივრის საფუძვლებს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას. იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

შპს “კ-ის” დამფუძნებლების თ. ბ-შვილის, მ. დ-ელის, ბ. ბ-შვილისა და ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

შპს “კ-ის” დამფუძნებლების თ. ბ-შვილის, მ. დ-ელის, ბ.ბ-შვილის, ნ. ს-ისა და ზ. გ-შვილის სარჩელი გ.ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ დაკმაყოფილდეს, ბათილად იქნეს ცნობილი ¹.-.... სანოტარო აქტით დამოწმებული ქონების გადაცემის ხელშეკრულება და ხელშეკრულებით გადაცემული ქონება დაუბრუნდეს შპს “კ-ს”.

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.