Facebook Twitter

ას-776-1063-09 11 ნოემბერი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე: რ. ნადირიანი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. თ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 მარტის განჩინებაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე გ. თ-შვილს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 3499 ლარის ოდენობით.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შიტანა გ. თ-შვილის წარმომადგენელმა თ. ნ-იამ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. თ-შვილის წარმომადგენელმა თ. ნ-იამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. თ-შვილის წარმომადგენელმა თ. ნ-იამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინებით კასატორს ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი გ. თ-შვილს მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესის მიხედვით.

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინება კასატორს ჩაჰბარდა 2009 წლის 29 ოქტომბერს (ტ.2, ს.ფ.65). სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში გ. თ-შვილმა ხარვეზი არ გამოასწორა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. თ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.