Facebook Twitter

ას-778-993-08 27 თებერვალი, 2009წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

Mმ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

სხდომის მდივანი _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ. ქ-შვილი

წარმომადგენელი – გ. ბ-ჭვილი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-შვილი (ბარკალია)

წარმომადგენელი – ლ. კ-ძე, ნ. კ-აკი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1997 წელს ქ. ბ-იამ სარჩელით მიმართა სასამართლოს გ. ჩ-ძის მიმართ და მოითხოვა შინაურული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა და თბილისში, ... ¹118-ში მდებარე სახლის 40 კვ.მ ფართის ორი ოთახის ფართის მესაკუთრედ აღიარება იმ საფუძვლით, რომ მამამისმა, ფ. ბ-იამ 1941 წლის 5 თებერვალს სახლის მაშინდელი მესაკუთრის _ გ. ჩ-ძისაგან შეიძინა აღნიშნული ოთახები, რაზეც გაფორმდა შინაურული ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება დადგენილი წესით ვერ მოხერხდა ფ. ბ-იას გარდაცვალების გამო. 1941 წლიდან მოყოლებული მისი ოჯახი ცხოვრობდა სადავო ოთახებში, იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მამამისს _ უფროს გ. ჩ-ძეს აღნიშნულ ფართობი მათთვის არ მიუყიდია და ქ. ბ-ია და მისი ოჯახის წევრები მართალია 1941 წლიდან ცხოვრობენ სადავო ფართში, მაგრამ მდგმურის უფლებით.

საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციების სასამართლოების მიერ და ბოლოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. ბ-იას სარჩელი, თბილისში, ... ქ. ¹16-ში მდებარე სახლის 40 კვ.მ ფართის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად და ამ ფართის მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2001 წლის ნოემბერში ქ. ბ-იამ სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გ. ჩ-ძის მიმართ და აღნიშნა, რომ «საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, თვითონ და მ. ბ-ია თავის ქმარ-შვილთან ერთად ცნობილ იქნენ თბილისში, .... ქ.¹16-ში მის მფლობელობაში არსებული 40 კვ.მ ფართის ორი ოთახის მოსარგებლედ. შესაბამისად, მითითებული კანონის თანახმად, მოსარჩელემ მოითხოვა გ. ჩ-ძის გამოსახლება მისი ბინიდან და სადავო ფართში ყოველგვარი მშენებლობის შეჩერება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. ბ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2003 წლის 21 ოქტომბერს გ. ჩ-ძემ სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების მ. ბ-იასა და ბადრი კ-შვილის მიმართ და სამოქალაქო კოდექსის 170ე- მუხლის საფუძველზე, მოითხოვა თავის საკუთრებაში არსებულ, ქ. თბილისში, ... ქ.¹16-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის სარდაფის სართულიდან მოპასუხეთა გამოსახლება ოჯახის წევრებთან ერთად.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ბ-ია და ბადრი კ-შვილი მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ გ. ჩ-ძის საკუთრებაში არსებულ, ქ. თბილისში, ... ქ.¹16-ში მდებარე სახლის სადავო ფართიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ბ-იამ და ბადრი კ-შვილმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით აღნიშნულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.

2006 წლის 16 მარტს მ. ბ-იამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე გ. ჩ-ძის მიმართ და მოითხოვა საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ მამიდამისი ქ. ბ-ია 1951 წლიდან მუდმივად ჩაეწერა და გარდაცვალებამდე ცხოვრობდა თბილისში, ... ქ. ¹16-ში მდებარე სახლის პირველ სართულზე მდებარე ორ ოთახში, ფართით 40 კვ.მ, რომელიც პაპამისმა ფ. ბ-იამ 1941 წლის 5 თებერვალს შინაურული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა გ. ჩ-ძისაგან (უფროსი). ქ. ბ-ია გარდაიცვალა 2003 წლის 24 სექტემბერს.

მოსარჩელის განმარტებით, 1998 წლიდან ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში. 2000 წლის 5 იანვარს ქ. ბ-იამ მთელი თავისი ქონება, მათ შორის აღნიშნული ბინაც მას უანდერძა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ბ-იამ, როგორც ქ. ბ-იას უფლებამონაცვლემ, «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სადავო საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 70000 ლარის 10%-ის _7000 ლარის მოპასუხისათვის გადახდის სანაცვლოდ, მოითხოვა მოპასუხის მიერ დაკავებულ საცხოვრებელი სახლის ¹4 და ¹5 ოთახებზე საკუთრების უფლების გადმოცემა. ამასთან, მოსარჩელემ მიუთითა, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 90%-ის გადახდის შემთხვევაში, გაათავისუფლებდა სადავო ფართს.

მ. ბ-იამ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მოითხოვა ასევე თბილისში, ... ქ.¹16-ში სარდაფ სართულში მდებარე ¹6 ოთახის მესაკუთრედ ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 მარტის საოქმო განჩინებით მოპასუხე გ. ჩ-ძე შეიცვალა მისი საპროცესო უფლებამონაცვლე _ ვ. ქ-შვილით, ვინაიდან სადავო ფართის მესაკუთრე 2007 წლის 12 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გახდა ვ. ქ-შვილი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ თავის დროზე ქ. ბ-იამ იმავე საფუძვლით და იმავე საგანზე, რაც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნაშია მითითებული, უკვე მიმართა სასამართლოს, რაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით არ დაკმაყოფილდა.

მოპასუხის განმარტებით, ქ. ბ-ია არც ერთი სასამართლო გადაწყვეტილებით სადავო ფართის მესაკუთრედ ან მოსარგებლედ ცნობილი არ ყოფილა და, შესაბამისად, მის სამკვიდრო მასაში ვერ შევიდოდა ის უფლება, რაც მამკივდრებელს გააჩნდა. სასამართლოს გადაწყვეტილებას გააჩნია პრეიუდიციული მნიშვნელობა, ვინაიდან დადგენილია ის ფაქტი, რომ მ. ბ-ია ქ. ბ-იას უფლებამონაცვლეს არ წარმოადგენდა და შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდებოდა «საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» კანონი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-შვილის (ბ-ია) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. კ-შვილის ცნობილ იქნა თბილისში, ... ¹16-ში მდებარე ¹4, ¹5 და ¹6 ოთახების მესაკუთრედ ვ. ქ-შვილისათვის 7000 ლარის გადახდის შემდეგ, ვ. ქ-შვილს მ. კ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1750 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სადავო საცხოვრებელი ფართი სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე, მარტივი წერილობითი ფორმით შედგენილი გარიგებით 1941 წლის 5 თებერვალს ფ. ბ-იამ შეიძინა გ. ჩ-ძისაგან 13 000 მანეთად. (აღნიშნული ფაქტი დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 29 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითა და ასევე, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპლაციო პალატის 2002 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით);

შინაურული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის შემდეგ ფ. ბ-ია გარდაიცვალა;

ფ. ბ-იას გარდაცვალების შემდეგ სადავო საცხოვრებელ სადგომს ფლობდა და გარდაცვალებამდე ამ ფართით სარგებლობდა მისი შვილი _ ქ. ბ-ია;

მოპასუხის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ დავაზე საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო, ვინაიდან ქ. ბ-იამ თავის დროზე იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე, რაც მ. ბ-იას სარჩელშია მითითებული, უკვე მიმართა სასამართლოს და მისი მოთხოვნა სადავო ფართის მესაკუთრედ ცნობის თაოაბზე არ დაკმაყოფილდა, სასამართლომ არ გაიზიარა შემდეგი საფუძვლით:

სასამართლოს აზრით, მართალია მ. ბ-იას მოთხოვნა იყო ქ. თბილისში, ... ¹16-ში მდებარე ფართის მესაკუთრედ ცნობა, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა ემყარებოდა სხვა საფუძველს, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვდა სადავო ფართის მესაკუთრედ ცნობას «საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე მესაკუთრისათვის სადავო ფართის საბაზრო ღირებულების 10%-ის გადახდის სანაცვლოდ.

საამართლომ აღნიშნა, რომ ქ. ბ-იას სარჩელი აღნიშნულ ნორმას არ ეფუძნებოდა, ვინაიდან მითითებული ნორმა კანონში შესულია 2005 წლის 30 ივნისიდან;

სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფ. ბ-იასა და გ. ჩ-ძეს შორის სანოტარო ფორმის დაცვის გარეშეE დაიდო საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობის ხელშეკრულება, მოცემული საქმის განხილვისას პრეიურიდიციული ძალა გააჩნდა.

სასამართლომ ჩათვალა, რომ ქ. ბ-იასათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ვერ გააბათილებდა ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას ნასყიდობის ხელშეკრულების დადების თაოაბზე, ვინაიდან მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებააზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ საკონსტიტუციო საამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სამართლებრივი ნორმა «საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის იმ დროს მოქმედი რედაქცია, რომელსაც დაეფუძნა პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოები და შესაბამისად, აღარ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები;

მოპასუხის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მ. ბ-ია არ იყო ქ. ბ-იას უფლებამონაცვლე და მასზე ვერ გავრცელდებოდა «საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონი, რადგან გადაწყვეტილებით აღნიშნული პრეიურიდიციულად იყო დადგენილი, სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის მიხედვით პრეიურიდიციული მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და არა სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენდა სამოტივაციო ნაწილში მითითებული მსჯელობა მ. ბ-იას უფლებამონაცვლეობის შესახებ;

საამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება ქ. ბ-იას ანდერძის ბათილად ცნობის შესახებ. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ ქ. ბ-ია არ იყო სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე, ვერ გამოიწვევდა მითითებული ანდერძის ბათილობას.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ბ-იას მიერ აღნიშნული ფართის სარგებლობის უფლება იყო მის სამკვიდროში შემავალი უფლება და სამოქალაქო კოდექსის 157-ე მუხლის საფუძველზე, მისი გარდაცვალების შემდეგ იგი გადაეცა მემკვიდრეს _ მ. ბ-იას;

სასამართლომ აზრით, ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ მისი გასხვისების დროს რეგისტრირებული იყო გ. ჩ-ძე და ვ. ქ-შვილი არის სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი, ვერ გახდებოდა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი;

სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხე _ სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე უარს აცხადებდა მოსარგებლის უფლებამონაცვლისათვის სადავო ფართის საბაზრო ღირებულების 90%-ის გადახდაზე, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ფართის საბაზრო ღირებულების 10%-ის გადახდის სანაცვლოდ მისი მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილებულიყო;

სასამართლომ მ. ბ-იას მოთხოვნა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების 3000 ლარის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოდ მიიჩნია;

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ქ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინებით ვ. ქ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების მიმართ გაკეთებული დასკვნები და სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და სრულყოფილად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ქ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.

კასატორის აზრით, როგორც პირველი ინსტანციის ისე სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებები იურიდიულად არასაკმარისად დაასაბუთეს და გამოიტანეს კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

სასამართლომ უგულებელყო მტკიცებულებები და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულბებები არასწორად შეაფასა, კერძოდ, ის სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც მოცემულ საქმეზე იქნა გამოტანილი და შესულია კანონიერ ძალაში.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლი, აღნიშნულის სანაცვლოდ მას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტით და აღნიშნულ საქმეზე შეეწყვიტა საქმის წარმოება, ვინაიდან უკვე არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმევე დავაზე და იმავე საფუძვლით.

კასატორის აზრით, სასამართლო გასცდა განსახილველ საქმეს და გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ საკითხზე, რომელიც მას არ დაუყენებია, კერძოდ, ანდერძის ბათილობასთან დაკავშირებით, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა და მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია

ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ვ. ქ-შვილი სადავო ფართის კეთილსინდისიერი შემძენი იყო.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 2008 წლის 27 თებერვალს მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

· ვ. ქ-შვილი პირადი ¹01022001430 კისრულობს ვალდებულებას მორიგების აქტის ხელმოწერისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების დღიდან ერთი თვის განმავლობაში გადაუხადოს მ. კ-შვილს პირადი ¹35001063253 (ქორწინებამდე არსებული გვარი ბ-ია) 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით ვ. ქ-შვილის საკუთრებაში არსებულ სადავო ფართზე მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. ¹16 არსებული შენობის ლიტერ „ა“ სარდაფის სართულზე მდებარე ოთახების ¹4-20.35 კვ.მ ¹5 – 13.64 კვ.მ ¹6-4.22 კვ.მ-ზე მ. კ-შვილის მიერ ვ. ქ-შვილის სასარგებლოდ ნებისმიერი უფლების დათმობის სანაცვლოდ.

· 2. მ. კ-შვილი ვ. ქ-შვილისაგან თანხის 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდის დღისათვის არსებული კურსის მიხედვით მიღების სანაცვლოდ კარგავს ნებისმიერ უფლებას სადავო ვ. ქ-შვილის საკუთრებაში არსებულ ფართზე მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. ¹16 არსებული შენობის ლიტერ „ა“ სარდაფის სართულზე მდებარე ოთახების ¹4-20.35 კვ.მ ¹5 – 13.64 კვ.მ ¹6-4.22 კვ.მ-ზე და ეს უფლებები რა სახისაც არ უნდა იყოს ისინი გადადის ვ. ქ-შვილზე და აღნიშნულ უძრავი ქონება იქნება უფლებრივად უნაკლო.

· 3. აღნიშნული თანხის 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდის დღისათვის არსებული კურსის მიხედვით ამ მორიგების აქტით დადგენილ ვადაში ვ. ქ-შვილის მიერ არ გადახდის შემთხვევაში იგი პირგასამტეხლოს სახით ერთი თვის განმავლობაში უხდის მ. კ-შვილს გადასახდელი თანხის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო აღნიშნული დამატებით ერთვიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხის არ გადახდის შემთხვევაში კარგავს თავის საკუთრების უფლებას სადავო ფართზე და ეს ფართი ხდება მ. კ-შვილის საკუთრება. ამასთან თუ ნებისმიერი მიზეზით მ. კ-შვილმა თავი აარიდა თანხის მიღებას ვ. ქ-შვილი უფლებამოსილია გადასახდელი თანხა შეიტანოს ნებისმიერი ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე და ამით მის მიერ სრულად და ჯეროვნად შესრულებულად ჩაითვლება მის მიერ ამ მორიგების აქტით აღებული ვალდებულება – მ. კ-შვილზე 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა.

· 4. ვ. ქ-შვილის მიერ მ. კ-შვილზე თანხის 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში მ. კ-შვილზე გადახდისთანავე მ. კ-შვილი და მასთან მცხოვრები პირები ვალდებულნი არიან 30 კალენდარული დღის ვადაში გამოათავისუფლონ სადავო ფართი მდებარე ... ქ. ¹16 არსებული შენობის ლიტერ „ა“ სარდაფის სართულზე მდებარე ოთახები ¹4-20.35 კვ.მ ¹5 – 13.64 კვ.მ ¹6-4.22 და ეს ფართი ვ. ქ-შვილს გადასცენ გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. მ. კ-შვილის მიერ აღნიშნული ფართის 30 კალენდარული დღის ვადაში გამოუთავისუფლების შემთხვევაში ამ მორიგების აქტის საფუძველზე მიღებული განჩინება ვ. ქ-შვილის სასარგებლოდ დაუყოვნებლივ მიექცეს აღსასრულებლად იმ მიმართებით, რომ მ. კ-შვილი და მასთან მცხოვრები პირები როგორც საკუთრებაში არსებულ ... ქ. ¹16 არსებული შენობის ლიტერ „ა“ სარდაფის სართულზე მდებარე ოთახები ¹4-20.35 კვ.მ ¹5 – 13.64 კვ.მ ¹6-4.22 კვ.მ ფართიდან და აღნიშნული ფართი ვ. ქ-შვილს გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. ამასთან ვ. ქ-შვილი უფლებამოსილია აგრეთვე როგორც ფართში უკანონოდ მყოფნი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით გამოასახლოს მ. ბ-ია და მასთან მცხოვრები პირები ვ. ქ-შვილის საკუთრებაში არსებულ ... ქ. ¹16 არსებული შენობის ლიტერ „ა“ სარდაფის სართულზე მდებარე ოთახები ¹4-20.35 კვ.მ ¹5 – 13.64 კვ.მ ¹6-4.22 კვ.მ ფართიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების პირობებს, თვლის რომ იგი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების მორიგებით დამთავრება მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს, რაც მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეები მორიგდებიან სასამართლო ხარჯების ოდენობა უნდა განახევრდეს, შესაბამისად, კასატორ ვ. ქ-შვილის უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილილი სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის ნახევარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტით, 273-ე, 399-ე, 372-ე, 49-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:

· ვ. ქ-შვილი პირადი ¹01022001430 კისრულობს ვალდებულებას მორიგების აქტის ხელმოწერისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების დღიდან ერთი თვის განმავლობაში გადაუხადოს მ. კ-შვილს პირადი ¹35001063253 (ქორწინებამდე არსებული გვარი ბ-ია) 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით ვ. ქ-შვილის საკუთრებაში არსებულ სადავო ფართზე მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. ¹16 არსებული შენობის ლიტერ „ა“ სარდავის სართულზე მდებარე ოთახების ¹4-20.35 კვ.მ ¹5 – 13.64 კვ.მ ¹6-4.22 კვ.მ-ზე მ. კ-შვილის მიერ ვ. ქ-შვილის სასარგებლოდ ნებისმიერი უფლების დათმობის სანაცვლოდ.

· 2. მ. კ-შვილი ვ. ქ-შვილისაგან თანხის 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდის დღისათვის არსებული კურსის მიხედვით მიღების სანაცვლოდ კარგავს ნებისმიერ უფლებას სადავო ვ. ქ-შვილის საკუთრებაში არსებულ ფართზე მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. ¹16 არსებული შენობის ლიტერ „ა“ სარდაფის სართულზე მდებარე ოთახების ¹4-20.35 კვ.მ ¹5 – 13.64 კვ.მ ¹6-4.22 კვ.მ-ზე და ეს უფლებები რა სახისაც არ უნდა იყოს ისინი გადადის ვ. ქ-შვილზე და აღნიშნულ უძრავი ქონება იქნება უფლებრივად უნაკლო.

· 3. აღნიშნული თანხის 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდის დღისათვის არსებული კურსის მიხედვით ამ მორიგების აქტით დადგენილ ვადაში ვ. ქ-შვილის მიერ არ გადახდის შემთხვევაში იგი პირგასამტეხლოს სახით ერთი თვის განმავლობაში უხდის მ. კ-შვილს გადასახდელი თანხის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო აღნიშნული დამატებით ერთვიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხის არ გადახდის შემთხვშევაში კარგავს თავის საკუთრების უფლებას სადაო ფართზე და ეს ფართი ხდება მ. კ-შვილის საკუთრება. ამასთან თუ ნებისმიერი მიზეზით მ. კ-შვილმა თავი აარიდა თანხის მიღებას ვ. ქ-შვილი უფლებამოსილია გადასახდელი თანხა შეიტანოს ნებისმიერი ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე და ამით მის მიერ სრულად და ჯეროვნად შესრულებულად ჩაითვლება მის მიერ ამ მორიგების აქტით აღებული ვალდებულება – მ. კ-შვილზე 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა.

· 4. ვ. ქ-შვილის მიერ მ. კ-შვილზე თანხის 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში მ. კ-შვილზე გადახდისთანავე მ. კ-შვილი და მასთან მცხოვრები პირები ვალდებულნი არიან 30 კალენდარული დღის ვადაში გამოათავისუფლონ სადაო ფართი მდებარე ... ქ. ¹16 არსებული შენობის ლიტერ „ა“ სარდაფის სართულზე მდებარე ოთახები ¹4-20.35 კვ.მ ¹5 – 13.64 კვ.მ ¹6-4.22 და ეს ფართი ვ. ქ-შვილს გადასცენ გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. Mმ. კ-შვილის მიერ აღნიშნული ფართის 30 კალენდარული დღის ვადაში გამოუთავისუფლების შემთხვევაში ამ მორიგების აქტის საფუძველზე მიღებული განჩინება ვ. ქ-შვილის სასარგებლოდ დაუყოვნებლივ მიექცეს აღსასრულებლად იმ მიმართებით, რომ მ. კ-შვილი და მასთან მცხოვრები პირები როგორც საკუთრებაში არსებულ ... ქ. ¹16 არსებული შენობის ლიტერ „ა“ სარდაფის სართულზე მდებარე ოთახები ¹4-20.35 კვ.მ ¹5 – 13.64 კვ.მ ¹6-4.22 კვ.მ ფართიდან და აღნიშნული ფართი ვ. ქ-შვილს გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. ამასთან ვ. ქ-შვილი უფლებამოსილია აგრეთვე როგორც ფართში უკანონოდ მყოფნი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით გამოასახლოს მ. ბ-ია და მასთან მცხოვრები პირები ვ. ქ-შვილის საკუთრებაში არსებულ ... ქ. ¹16 არსებული შენობის ლიტერ „ა“ სარდაფის სართულზე მდებარე ოთახები ¹4-20.35 კვ.მ ¹5 – 13.64 კვ.მ ¹6-4.22 კვ.მ ფართიდან.

2. მოცემულ საქმეზე,მხარეთა მორიგების გამო შეწყდეს საქმის წარმოება;

3. გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება;

4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

5. ვ. ქ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი _ 50 ლარის ოდენობით;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.