¹ას-786-1110-07 14 მაისი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა კასატორ ნ. ო-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხი.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინებით კასატორი ნ. ო-შვილი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მიუხედავად ამისა ნ. ო-შვილის მიერ მაინც იქნა წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომლის მიხედვითაც მას გადახდილი ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.
სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “მ” ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ინვალიდები.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან რკვევა, რომ კასატორი ნ. ო-შვილი ინვალიდია, შესაბამისად მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ო-შვილს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით. თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე) ანგარიშიდან.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.