Facebook Twitter

¹ას-790-1156-06 29 იანვარი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ ი. და ნ. ც-ები, ე. ც-ე-ლ-ე (მოპასუხეები ძირითად სარჩელში, მოსარჩელეები შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. ც-ე (მოსარჩელე ძირითად სარჩელში, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი სარჩელში – უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა

შეგებებულ სარჩელში – ქონების ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა,

ზიანის ანაზღაურება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. ც-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ე. ც-ე-ლ-ის, ნ. და ი. ც-ების მიმართ და მოითხოვა ქ.ბათუმში, ... ქ. ¹41-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მოპასუხეთა გამოსახლება.

მოსარჩელის განმარტებით, მითითებული საცხოვრებელი სახლი მიღებული აქვს მემკვიდრეობით, წარმოადგენს მის საკუთრებას, რომლის სარგებლობაშიც ხელს უშლიან მოპასუხეები.

ე. ც-ე-ლ-მ შეგებებული სარჩელი წარადგინა სასამართლოში და აღნიშნა, რომ 1978 წლიდან 2004 წლის 1 ოქტომბრამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ჯ. ც-სთან, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, ბოლო სამი წლის განმავლობაში, მოპასუხემ ეჭვიანობის საფუძველზე გაუვრცელა პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობები, რითაც შვილებთან ურთიერთობა გაირთულა და სამი წლის წინ თავისი ნებით წავიდა ოჯახიდან. მისი სახლიდან წასვლის შემდეგ სახლს ჩამოენგრა დამხმარე სათავსის სახურავი და კედელი, ვინაიდან სახლი ავარიულ მდგომარეობაში იყო, ამიტომ ნათესავებისაგან ნაჩუქარი თანხით დამხმარე სათავსის წინა და გვერდითი ფასადი ამოაშენა ქვის კედლებით, გამოუცვალა სახურავი, მოაწყო ოთახები, დააგო ახალი ხის იატაკი, გაუკეთა ახალი ფანჯრები, გამოცვალა საკანალიზაციო მილები, მოაწყო ტუალეტი და აბაზანა და განახორციელა სხვა სარემონტო სამუშაოები, რითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ... ქ. ¹41-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ღირებულება. სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის საფუძველზე ე. ც-მ მოითხოვა მითითებული საცხოვრებელი სახლისა და ეზოს მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევა და ამ ქონების 1/2-ის საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით მის სახელზე აღრიცხვა, ასევე ქ.ბათუმში, ... ქ. ¹4-ში მდებარე ნაგებობის, როგორც ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების 1/2-ის საკუთრების უფლებით აღრიცხვა. ავტომანქანა „ფიატ-რეგატის“ წილის საკომპენსაციოდ 1500 აშშ დოლარის გადახდა, მოპასუხის მიერ გავრცელებული პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების გავრცელებისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5000 ლარის გადახდის დაკისრება და ამ ცნობების უარყოფა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ. ც-ის სარჩელი მოპასუხეთა ბინიდან გამოსახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ე. ც-ე-ლ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მის სასარჩელო მოთხოვნას, ქ.ბათუმში, ... ქ.¹41-ში მდებარე ჯ. ც-ის კუთვნილი სახლთმფლობელობის ნახევრის საკუთრების უფლებით ე. ც-ე-ლ-ის სახელზე აღრიცხვის შესახებ უარი ეთქვა. ე. ც-ე-ლ-ს ასევე უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნაზე მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ჯ. ც-სათვის 5000 ლარის დაკისრებასა და პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფაზე. ე. ც-ე-ლ-ის სარჩელი ქ.ბათუმში, ... ქ.¹4-ში მდებარე ფართის 1/2-ის მის საკუთრებაში აღირიცხვის თაობაზე დაკმაყოფილდა, ავტომანქანის ღირებულების გაყოფის ნაწილში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოება შეწყდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ც-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჯ. ც-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ჯ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება ქ.ბათუმში, ... ქ. @¹41-დან ე. ც-ე – ლ-ის, ნ. და ი. ც-ების გამოსახლებაზე ჯ. ც-ის სარჩელზე უარის თქმისა და მითითებულ მისამართზე ჯ. ც-ის კუთვნილი სახლთმფლობელობის ნახევრის ე. ლ-ის სახელზე აღრიცხვის თაობაზე ე. ც-ე-ლ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ჯ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ე. ც-ე-ლ-ე, ნ. და ი. ც-ები გამოსახლდნენ ქ.ბათუმში, ... ქ.¹41 ბინიდან, ხოლო ე. ლ-ის შეგებებული სარჩელი ქ.ბათუმში, ... ქ.¹41-ში ჯ. ც-ის სახელზე რიცხული სახლთმფლობელობიდან 1/2½-ის გამოყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ჯ. ც-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ქ.ბათუმში, ... ქ. ¹4-ში მდებარე ფართის 1/2 ნაწილის ე. ც-ე-ლ-ის საკუთრებაში აღრიცხვის ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარეთა საჩივრის საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ივლისის განჩინებით გაუქმდა და განახლდა საქმის წარმოება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება ქ.ბათუმში, ... ქ.¹41 ბინიდან ი. და ნ. ც-ებისა და ე. ც-ე-ლ-ის გამოსახლებაზე უარის თქმის ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ჯ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ც-ე, ი. ც-ე და ე. ც-ე-ლ-ე გამოსახლდნენ ქ.ბათუმში, ... ქ.¹41-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან და ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ჯ.ც-ს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. და ნ. ც-ებმა და ე. ც-ე-ლ-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ი. და ნ. ც-ებსა და ე. ც-ე-ლ-ს ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში დაევალათ დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის, შესაბამისად, ამ თანხის 5%-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ი. და ნ. ც-ებისა და ე. ც-ე-ლ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ი. და ნ. ც-ებისა და ე. ც-ე-ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ი. და ნ. ც-ებსა და ე. ც-ე-ლ-ეს დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის, შესაბამისად, ამ თანხის 5%-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 268-269).

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე ი. და ნ. ც-ებსა და ე. ც-ე-ლ-ეს გაეგზავნათ 2006 წლის 13 დეკემბერს (ს.ფ.271), ხოლო კასატორებს განჩინების ასლი ხელზე პირადად ჩაბარდათ 2006 წლის 20 დეკემბერს (ს.ფ. 273). კასატორებს შეეძლოთ განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინათ 2007 წლის 4 იანვრის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორებს საკასაციო სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი. და ნ. ც-ებისა და ე. ც-ე-ლ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. და ნ. ც-ებისა და ე. ც-ე-ლ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.