Facebook Twitter

¹ას-802-1089-09 8 ოქტომბერი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. და ნ. წ-ურები (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ქ-შვილი, ზ. თ-შვილი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ნივთის გადაცემა ან მისი ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. და ნ. წ-ურებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს ა. ქ-შვილისა და ზ. თ-შვილის მიმართ მოსარჩელეთა კუთვნილი წვრილფეხა პირუტყვის დაბრუნების ან მისი ღირებულების _ 4000 ლარის გადახდის მოთხოვნით.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. და ნ. წ-ურებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის განჩინებით ა. და ნ. წ-ურების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ა. და ნ. წ-ურებმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 14 სექტემბრის განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ მათი კერძო საჩივარი სამართლებრივად წარმოადგენდა საკასაციო საჩივარს და დაევალათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე და 396-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივრის, ასევე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარუიხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

დადგენილ ვადაში ნ. და ა. წ-ურებმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს, აღნიშნეს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელ განჩინებაზე მათ მიერ შეტანილ იქნა კერძო საჩივარი, წარმოადგინეს სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი, ასევე გურჯაანის რაიონის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც ამავე სოფელში მცხოვრები ნ.წ-ური რეგისტრირებულია ცალკე კომლად და აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ხოლო საკასაციო სასამართლოს მიერ 2009 წლის 14 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი მხარეებს არ გამოუსწორებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. და ნ. წ-ურების კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმა აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს კერძო საჩივრის დასაშვებობასთან მიმართებით და იგი იმპერატიულად ადგენს, რომ კერძო საჩივარი შეიტანება სასამართლოს მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელთა შესახებ პირდაპირაა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი, დაუშვებლობის მოტივით, სასამრთლოს მიერ განუხილველად დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში ა. და ნ. წ-ურები კერძო საჩივრით ასაჩივრებენ სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინებას, რომლითაც მათი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული განჩინება წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს საბოლოო, შემაჯამებელ განჩინებას, რომლის გასაჩივრება საკასაციო საჩივრის და არა კერძო საჩივრის შეტანის გზით არის შესაძლებელი, ამდენად, ა. და ნ. წ-ურების კერძო საჩივრი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ ამავე სასამართლოს განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ მათ მიერ შეტანილი კერძო საჩივარი საპროცესო სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა საკასაციო საჩივარს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე დაუდგინდათ ხარვეზი, სადაც კონკრეტულად მიეთითა იმ საპროცესო მოქმედებათა შესახებ, რომლებიც ხარვეზის გამოსწორებისათვის იყო სავალდებულო, ასევე მიეთითათ ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგზე. მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ მხარისათვის დადგენილი საპროცესო მოქმედება სავალდებულო ხასიათისაა და მისი შეუსრულებლობა იწვევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ შედეგს _ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას. მიუხედავად აღნიშნულისა, ა. და ნ. წ-ურებმა ხარვეზის განჩინებასთან მიმართებით სასამართლოსათვის გამოგზავნილ განცხადებაში დააზუსტეს, რომ ისინი სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის განჩინებას ასაჩივრებდნენ კერძო და არა საკასაციო საჩივრით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. და ნ. წ-ურებმა ვერ უზრუნველყვეს დადგენილი ხარვეზის გამოსწორება, რის გამოც კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, სარჩელის (კერძო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში მხარეს უბრუნდება მის მიერ გადახდილი სახლმწიფო ბაჟი. ამდენად, ა. წ-ურს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284 მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. და ნ. წ-ურების კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

ა. წ-ურს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.