¹ას-80-426-07 19 აპრილი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი. მ. ო-ი ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ი. მ. ო-ი ი-ის სარჩელის გამო მოპასუხეების ჯ. მ-ის და ჯ. გ-ის მიმართ, დამხმარე ნაგებობის აღების შესახებ.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ი. მ. ო-ი ი-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებით ი. მ. ო-ი ი-ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან ათი დღის ვადაში საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი კანონით დადგენილ ვადაში გაეგზავნა კასატორს და ჩაბარდა მიმდინარე წლის 12 თებერვალს (ს.ფ 213).
2007 წლის 21 თებერვალს კასატორმა სასამართლოს წარმოუდგინა საკასაციო საჩივრის გაგრძელება სადაც არაფერი იქნა მითითებული სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის თაობაზე.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2007 წლის 11 აპრილს (ს.ფ. 217-218). შესაბამისად ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 16 აპრილს, ხოლო კასატორმა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი წარმოადგინა 2007 წლის 17 აპრილს ანუ საპროცესო ვადის ერთი დღის დარღვევით (ს.ფ. 219-222).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი, რომელიც წარმოდგენილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ არ დაიშვება.
პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. მ. ო-ი ი-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
ი. მ. ო-ი ი-ს მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300033078, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე) ანგარიშიდან დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწოფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.