¹ას-805-1124-07 4 დეკემბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე: როზა ნადირიანი
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. ძ-ის განცხადება.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ნ. ძ-ს საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესის მიხედვით.
საკასაციო პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინება ნ. ძ-ს ჩაბარდა 2007 წლის 10 ნოემბერს (ს.ფ.257). სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში კასატორმა ხარვეზი არ გამოასწორა, რის გამოც საკასაციო პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ნ. ძ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
2007 წლის 3 დეკემბერს ნ.ძ-მა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას, რომელსაც თან დაურთო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ ნ.ძ-ს ჩაბარდა 2007 წლის 10 ნოემბერს, ხოლო განცხადება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი ფოსტას ჩააბარა 2007 წლის 28 ნოემბერს, ე.ი. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ.ძ-ს განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ძ-ის განცხადება დარჩეს განუხილველად და მას დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300773078 სახაზინო კოდით ძველი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეს.