Facebook Twitter

¹ ას-805-1170-06 19 თებერვალი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ პ. ლ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ჯ. მ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე _ პ. ლ-ის მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა იმ საფუძვლით, რომ 1990 წელს მის ოჯახს დაბა წყნეთში, ... ქუჩა ¹43-ში გამოეყო უწყებრივი კოტეჯი, იმავე წლის დეკემბერში თვითნებურად მათ კოტეჯში შეიჭრა პ. ლ-ე ოჯახთან ერთად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 27 მარტის ¹07.63.379 დადგენილებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი სათანადო წესით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში ჯ. მ-ის სახელზე, 2005 წელს კი, როდესაც მან გადაწყვიტა აგარაკის მშენებლობა, პ. ლ-მ გაუწია წინააღმდეგობა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ამ ნაკვეთის მესაკუთრე, ... დირექტორმა გ. კ-მ კოტეჯი და მიწის ნაკვეთი სიტყვიერი განკარგულებით გადასცა მას 1898 წელს.

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, პ. ლ-ს თავის ოჯახთან ერთად დაევალა დაბა წყნეთში მდებარე მიწის ნაკეთის განთავისუფლება და მათვე აეკრძალათ სახლის მშენებლობისათვის ხელშეშლა, მოცემული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. ლ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით პ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა აპელანტმა. ამავე სასამართლოს 2006 წლის 26 ოქტომბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამარლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. ლ-მ, რომელშიც მიუთითა, რომ ის და მისი წარმომადგენელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაფრთხილებული არ იყვნენ სასამართლო სხდომის შესახებ, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ მხარეები გაფრთხილებული არ არიან 70-78 მუხლებით დადგენილი წესით.

საქათთველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებით პ. ლ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასაწორებლად, სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოსადგენად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ პ. ლ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებით პ. ლ-ს დაუდგინდათ ხარვეზი და მიეცა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოსადგენად.

საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, პ. ლ-ს საკასაციო სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა 2007 წლის 20 იანვარს. აღნიშნულის მიუხედავად, კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით პალატისათვის არ მიუმართავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში პ. ლ-ს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია _ სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითარი კასატორს არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ პ. ლ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

პ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.