¹ას-807-1126-07 28 დეკემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ თ. გ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ხ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2001 წლის 14 სექტემბერს ზუგდიდის ... გამგეობამ მოპასუხეების – გ. ხ-ს და თანამოპასუხე - ... სამმართველოს მიმართ სასამართლოს მიმართა სარჩელით და მოითხოვა ქ.ზუგდიდში, ... ქ. ¹94-ში მდებარე ობიექტში საპრივატიზაციო მიწის საზღვრების დადგენა, ... სამმართველოს მიერ არასწორად შედგენილი საკადასტრო რუქის ბათილად ცნობა, ... სამმართველოს დავალდებულება, შეადგინოს ხელახალი ნახაზი გ. ხ-სა და ... შორის 2001 წლის 4 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2005 წლის 23 თებერვალს გ. ხ-მ მოპასუხე თ. გ-ს მიმართ სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა ქ.ზუგდიდში, ... ქ. ¹94-ში მდებარე რ...ს მეორე სართულზე არსებული 475,8 კვ.მ. ფართის მარჯვენა ფლანგში არსებული 30,5 კვ.მ ფართის კიბის უჯრედიდან 6 კვ.მ ფართის გამოთავისუფლება იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ფართი მისი საკუთრებაა, მოპასუხე თ.გ-ს ფართი დაკავებული აქვს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
2005 წლის 30 მარტს თ. გ-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება, გ.ხ-ს მიერ სადავო ფართიდან მისი გამოსახლების შესახებ აღძრული საქმის ¹2-15-ის წარმოების შეჩერება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მისი განცხადების საფუძველზე საქმის წარმოების დამთავრებამდე.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 მარტის განჩინებით შეჩერებულ იქნა გ. ხ-ს სარჩელის გამო აღძრული საქმე ¹2-15, საქმე ¹2-328-ის საბოლოო განხილვა-გადაწყვეტამდე.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 ნოემბრის განჩინებით თ. გ-ს განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.
ამავე სასამართლოს 2005 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, გ.ხ-ს სარჩელის გამო თ. გ-ს არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლებაზე აღძრული სამოქალაქო საქმე ¹2-15-ის წარმოება განახლდა და აღნიშნულ საქმესთან გაერთიანდა ზუგდიდის ... გამგეობის მიერ 2001 წელში გ. ხ-სა და ზუგდიდის ... სამმართველოს მიმართ აღძრული ¹2-328 საქმე.
ამავე სასამართლოს 2005 წლის 16 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ დაშვებულ იქნა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის ... სამსახური.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზუგდიდის ... სარჩელი გ. ხ-სთან და საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის ... სამსახურთან საკადასტრო რუქაში ცვლილების შეტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გ. ხ-ს სარჩელი თ. გ-ს სადავო ფართიდან გამოსახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ზუგდიდის ... გამგეობის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 19 დეკემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული, რაც მხარეს არ გაუსაჩივრებია.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე გ.ხ-ს წარმომადგენელმა ბ. რ-მ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომელიც დატოვებულ იქნა განუხილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 იანვრის განჩინებით, რაც ძალაში იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის განჩინებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თ. გ-ს წარმომადგენელმა რ.შ-მ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ სადავო არასაცხოვრებელი ფართიდან მისი გამოსახლების შესახებ გ. ხ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიეთითოს სადავო ფართზე გ. ხ-ს უფლების არარასებობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. გ-ს შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. თ. გ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2005 წლის 19 დეკემბრის განჩინება.
პალატამ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარე - გ. ხ-ა და მისი წარმომადგენლები ბ.რ-ა და ი.ა-ი სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთხილებულ იქნენ კანონით დადგენილი წესით, რაც დასტურდება სასამართლოში 2007 წლის 13 აგვისტოს შემოსული დ.რ-სა და ი.ა-ს განცხადებით, რომელშიც მიუთითეს, რომ 2007 წლის 23 აგვისტოს დანიშნულ სხდომაზე ვერ ცხადდებიან ადვოკატის საკონკურსო გასაუბრებაში მონაწილეობის გამო, რის გამოც მოითხოვეს საქმის განხილვის გადადება სხვა დროისათვის.
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლების - ბ.რ-სა და ი.ა-ს აღნიშნულ განცხადებას არ ახლავს მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება. აღნიშნულის გამო პალატამ განცხადებაში მითითებული გარემოება არ მიიჩნია საქმის განხილვის გადადების საფუძვლად და მოწინააღმდეგე მხარის - გ. ხ-ს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიოდ ჩათვალა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-მ.
კასატორის აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონო და უსაფუძვლოა, ვინაიდან სამოქალაქო საქმეზე სათანადო მტკიცებულებათა გამოკვლევა და შეჯერება არ მომხდარა, კერძოდ, 2007 წლის 23 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 6 კვ.მ სადავო ფართი, რომელიც გ.ხ-ს საკუთრებად მიიჩნია ზუგდიდის ..., გ. ხ-სთვის კასატორს არ მიუყიდია. (გაშენების 10 კვ. მ ფართი). ურთიერთგარიგების მიხედვით საიჯარო ხელშეკრულებით აღებული 15 კვ.მ-დან 9 კვ.მ დაუთმო და გადატიხრა კაპიტალური კედლით, რასაც ადასტურებს მოწმეთა ახსნა-განმარტებები. ამის შემდეგ ტექბიუროს მიერ შედგენილ იქნა სადავო ფართის საპრივატიზაციო სქემატური ნახაზი, 2001 წ 4 ივნისი, რის საფუძველზეც გადაიხადა ... სალაროში ფართის ღირებულება (შემოსავლის ორდერი ¹... 2001 წ. 6 ივნისი).
ასევე კასატორის აზრით, როდესაც შედგა ურთიერთგარიგება და გადაიტიხრა კედელი, ... გამგეობამ განაცხადა თანხმობა, დაედო ნასყიდობის ხელშეკრულება გ. ხ-სთან 2001 წ 4 ივლისს, რასაც ადასტურებს დოკუმენტურად. ასევე არსებობს დოკუმენტაცია, კერძოდ, განკარგულება ¹157 10.07.1997 წ საქართველოს რესპუბლიკის ზუგდიდის რაიონული სახ. არქივიდან, რითაც „უ...ს“ დირექციას დაევალა თავისი შენობის I სართულზე ... ქუჩის მხრიდან გახსნას კარების ღიობი. ასევე შედგა მასზე ესკიზური ნახაზი.
კასატორის განმარტებით, 1998 წლის დეკემბერში მას და ... ¹6 ფილიალ „კ...ს“ დირექტორ ს. ნ-ს შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება 10 წლის ვადით, რომლის თანახმად მას მისცეს ... ქუჩის მხრიდან გამოსასვლელი კიბის გვერდით 15 მ2 სათავსო და ქირის სახით უნდა გადაეხადა საზღაური 30 ლარის ოდენობით. ასევე ამ ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული შენობის და ფართის პრივატიზაციისას მეიჯარეს მიერ ფართის გასხვისების შემთხვევაში, მას, როგორც მე-2 მხარეს, ეძლევა უპირატესი შესყიდვის უფლება, რაც იგნორირებულ იქნა. აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულება დამოწმებული იყო რაიკოოპერატივის თავმჯდომარის მიერ.
ასევე, კასატორის განმარტებით, გ.ხ-სთვის ფართის შეძენისას ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ სადავო ფართი არ შედიოდა მის მიერ შესყიდულ ფართში და რომ ამ ფართზე არ ფორმდებოდა ნასყიდობა. გ.ხ-ს ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ არის მითითებული კიბის უჯრედის კონკრეტული ფართი, ხოლო საკადასტრო ნახაზში გაპარულია უზუსტობა და სადავო ფართი არ იყო გამოყოფილი, რის შესახებაც ზუგდიდის ... მაშინვე წერილით აცნობა ... სამმართველოსა და გ.ხ-ს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. გ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. გ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.