Facebook Twitter

ას-811-1130-07 28 დეკემბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. ლ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ბ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ბ-ს წარმომადგენელმა მ. ნ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში, მოპასუხე ნ. ლ-ს მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაციის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი ცნო და მოითხოვა მოსარიგებლად ვადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე. ბ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ლ-ს ე. ბ-ს სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულების ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს _ სულ 15.823 ლარის გადახდა, რაც გაასაჩივრა ნ. ლ-მ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. ლ-ს საჩივარი, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ლ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. ლ-ს სააპელაციო საჩივარი, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ნ. ლ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ზემოაღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 791,7 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის განჩინება კასატორის ძმას შ. ლ-ს ნ. ლ-სთვის გადასაცემად ჩაბარდა 2007 წლის 10 დეკემბერს, ხოლო თვითონ ნ. ლ-ს 14 დეკემბერს. კასატორმა სახელმწიფო ბაჟის ქვითარი საქართველოს უზენაეს სასამართლოს კანცელარიას ჩააბარა 2007 წლის 25 დეკემბერს ე.ი. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემომტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

“სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ლ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 791,60 ლარი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.