¹ას-816-1180-06 17 აპრილი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. ხ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ა-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ა-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მ. ხ-ს მიმართ და მოითხოვა მოპასუხის გამოსახლება ქ.თბილისში, ... ქ. ¹10-ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან იმ საფუძვლით, რომ იგი (მოსარჩელე) არის აღნიშნული ბინის მესაკუთრე, ხოლო მ. ხ-ა ცხოვრობს ბინაში ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე. ამასთან, ფართი სჭირდება სამხატვრო სახელოსნოს მოსაწყობად. მ. ხ-მ სარჩელი არ არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა, რომ შესწორდეს თ. ა-ის სახელზე 1980 წელს გაცემული მემკვიდრეობის მოწმობა და ნაჩუქრობის ხელშეკრულება თ. ვ-ის ა-სა და თ. თ. ასულ ა-ს შორის დადებული ... წელს და თ. ა-ის სახელზე ნაცვლად 2\3-სა აღირიცხოს 1-12 ნაწილი.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა, რომ მ. ხ-ს გამოსახლება უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც მოსარჩელე თ. ა-ე გადაუხდის დაკავებული სადგომის ღირებულების საკომპენსაციოდ 4080 აშშ დოლარს. მ. ხ-ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა სასამართლო ინსტანციების მიერ და ბოლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება თ. ა-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა თ. ა-ის სარჩელი და მ. ხ-ა გამოსახლდა თბილისში, ... ქ.¹10-ში მდებარე თ. ა-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის 3/4¾ ნაწილიდან, კერძოდ ¹10, ¹11, ¹9, ¹9-1 ოთახებიდან და აღნიშნული ფართობი გამოთავისუფლებული სახით გადაეცა თ. ა-ს. თ. ა-ს დაეკისრა მ. ხ-ს სასარგებლოდ გამოთავისუფლებული ფართობის საკომპენსაციოდ 19035 ლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაზე მ. ხ-მ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მ. ხ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 1 269 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა მის მიერ გადახდილი 100 ლარის გათვალისწინებით. 2007 წლის 15 იანვრის, 5 თებერვლის, 5 მარტისა 28 მარტის განჩინებებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მითითებული განჩინებებით მას განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მ. ხ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ. ხ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მ. ხ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. 2007 წლის 15 იანვრის, 5 თებერვლის, 5 მარტისა 28 მარტის განჩინებებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მითითებული განჩინებებით მას განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა.
მოცემული განჩინებები საქმეში მითითებულ მისამართზე მ. ხ-ს გაეგზავნა 2006 წლის 25 დეკემბერს, 2007 წლის 17 იანვარს, 12 თებერვალს, 12 მარტსა და 30 მარტს (ს.ფ. 686, ს.ფ.729, ს.ფ.735, ს.ფ.745, ს.ფ. 753); კასატორს განჩინების ასლები ჩაჰბარდა 2006 წლის 28 დეკემბერს, 2007 წლის 20 იანვარს, 16 თებერვალს, 20 მარტსა და 2 აპრილს (ს.ფ. 687, ს.ფ.730, ს.ფ. 736, ს.ფ.746, ს.ფ.754); კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 10 აპრილის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. ხ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი;
2. მ. ხ-ს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300033078, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე) ანგარიშიდან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.