ას-819-1183-06 2 აგვისტო, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს ... სამინისტროს ... დეპარტამენტის ქუთაისის ... ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ .. ..”
დავის საგანი – გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს “ .. ..” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ა. ლ-მ 2003 წლის ივლისში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის ... ბიუროს ვანის სასამართლო აღმასრულებელის დ.მ-ის მიმართ, მესამე პირად მიუთითა ი. მ-ე და მოითხოვა 2001 წლის 30 ივლისის აუქციონის შედეგების გაუქმება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ ვანის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს “ .. ..” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 35730 ლარის გადახდა, ასევე ქ.ქუთაისის სანოტარო ბიუროდან შემოსული სააღსრულებო წარწერის საფუძველზე სს “ .. ..” სს “...ბანკის” ქუთაისის ფილიალის სასარგებლოდ დაეკისრა 11456 აშშ დოლარის გადახდა. 2000 წლის 4 იანვარს ჩატარდა პირველი იძულებითი აუქციონი, სადაც გაყიდული იქნა უძრავი ქონების ნაწილი. 2001 წლის 30 ივლისს კვლავ ჩატარდა განმეორებითი იძულებითი აუქციონი და გაიყიდა დარჩენილი მთლიანი უძრავ-მოძრავი ქონება. მოსარჩელის მოსაზრებით, 2001 წლის 30 ივლისს განმეორებით ჩატარებული იძულებითი აუქციონი ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით.
ი. მ-მ, როგორც მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, 2003 წლის ნოემბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: სს “ .. ..” და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის ... ბიუროს ვანის ... ბიუროს სასამართლო აღმასრულებელის დ.მ-ის მიმართ და მოითხოვა მის მიერ აუქციონზე შეძენილი ქონების _ სს “ .. ..” ამჟამად შპს “ს...ს” ბალანსზე რიცხული ქონების ღირებულების 162673 ლარად დადასტურებულად ცნობა, იმერეთის ...ბიუროს ვანის ... ბიუროსათვის მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება 6300 ლარის ოდენობით, ასევე მისთვის ახალი აუქციონის ჩატარების დავალება და უძრავ-მოძრავი ნივთების საწყისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრა 162673 ლარად.
ვანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 ნოემბრის განჩინებით სს “ .. ..” ყოფილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ა.ლ-ის და მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ი. მ-ის სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ვანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს “ .. ..” სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის ... ბიუროს ვანის რაიონული სასამართლო ა...ის მიმართ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ვანის რაიონული სასამართლო ...ის მიერ 2001 წლის 30 ივლისს ჩატარებული აუქციონის შედეგები; მესამე პირის შპს “ს...ს” სარჩელი მოპასუხეების სს “ .. ..” დირექტორის დ. ფ-ისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის ... ბიუროს ვანის სასამართლო ...ის დ. მ-ის მიმართ სს “ .. ..” ფულადი თანხის დაკისრების, ვანის ... ბიუროს მიერ ზიანის ანაზღაურებისა და ახალი აუქციონის ჩატარების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ვანის რაიონული სასამართლოს ... დ. მ-ს დაევალა ხელახალი აუქციონის ჩატარება, რა დროსაც კრედიტორად ცნობილი იქნას შპს “ს...” მისი დღევანდელი საბალანსო ღირებულებიდან გამომდინარე; შპს “ს...ს” სარჩელს მოპასუხე იმერეთის ... ბიუროს ვანის რაიონული სასამართლო ... დ. მ-ზე ქონების დაყადაღებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი.
სს “ .. ..” დირექტორმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს “ .. ..” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ვანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება ხელახალი აუქციონის ჩატარებისას შპს “ს...ის” კრედიტორად საბალანსო ღირებულებით მიჩნევის ნაწილში და ამ ნაწილში შპს “ს...ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად ნაწილობრივ შევიდა კანონიერ ძალაში შპს “ს...სათვის” ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმისა და აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის ნაწილში და განსახილველი საკითხი ხელახალი აუქციონის დანიშვნისას შპს “ს...ის” მისი საბალანსო ღირებულებით კრედიტორად ცნობა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული დავის საგანს. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ შპს “ს...ის” ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა ხელახალი აუქციონის ჩატარებისას მისი კრედიტორად ცნობა, რაც დაკმაყოფილდა ვანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ 2001 წლის 30 ივლისის აუქციონზე კრედიტორებს წარმოადგენენ სახელმწიფო ბიუჯეტი და სს “... ბანკი”, ხოლო მოვალეს _ სს “ .. ..”. სააპელაციო სასამართლომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-18 და 68-ე მუხლებზე მითითებით ჩათვალა, რომ შპს “ს...მ” სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს იძულებით აუქციონზე მის კრედიტორად მიჩნევას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა შპს “ს...ის” მიერ უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებით მითითებული მტკიცებულებები. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სს “ .. ..” არ არის ის მხარე, რომლის მიმართაც გარიგების ბათილობიდან გამომდინარე შეიძლება მოთხოვნა გააჩნდეს შპს “ს...ს”. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ვანის რაიონულმა სასამართლომ ისე მიიჩნია კრედიტორად შპს “ს...”, რომ არ გამოიყენა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის ზემოთმითითებული ნორმები.
აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის ... ინსპექციის უფროსმა 2006 წლის 30 მარტს განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ვანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ სასამართლომ ისე განიხილა და გადაწყვიტა დავა იძულებითი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, რომ საქმეში მხარედ მიწვეული არ ყოფილა სააღსრულებო წარმოების ყველა მხარე, მათ შორის, ქუთაისის ... ინსპექცია. ვანის რაიონული სასამართლოს მიერ განხილული დავის შედეგების მიმართ ... ინსპექციას გააჩნდა მატერიალური და საპროცესო ინტერესი. შესაბამისად აღნიშნული დავა არ უნდა გადაწყვეტილიყო ... ინსპექციის საქმეში ჩაბმის გარეშე. განმცხადებლის მითითებით, ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.
ვანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 აპრილის განჩინებით საქართველოს ... სამინისტროს ... დეპარტამენტის ქუთაისის ... ინსპექციის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ვანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება, განახლდა საქმის წარმოება და საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩაბმული იქნა ქ.ქუთაისის ... ინსპექცია. მოცემული განჩინების გამოტანისას ვანის რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 422-ე, 424-ე, 430-ე მუხლებით და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით.
საქართველოს ... სამინისტროს ... დეპარტამენტის ქუთაისის ... ინსპექციის უფროსმა 2006 წლის 25 მაისს განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლის მითითებით, ქუთაისის ... ინსპექციის წარმომადგენლისათვის 2006 წლის 16 მაისის სასამართლო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ვანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო სს “ .. ..” მიერ სააპელაციო წესით, რომელიც ითხოვდა ამავე გადაწყვეტილების გაუქმებას ხელახალი აუქციონის ჩატარებისას შპს “ს...ის” კრედიტორად საბალანსო ღირებულებით მიჩნევის ნაწილში და ამ ნაწილში შპს “ს...ის” სარჩელზე უარის თქმას. ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულია კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით და ამავე გადაწყვეტილებაზე არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2006 წლის 23 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცელი. განმცხადებლის მითითებით, ისევე როგორც ვანის რაიონული სასამართლოს მიერ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერაც ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად თავის დროზე მიწვეული არ ყოფილა, თუმცა აშკარა იყო, რომ საქმის შედეგების მიმართ მას აუცილებლად ექნებოდა მატერიალური და საპროცესო ინტერესი. აუქციონის შედეგად როგორც კრედიტორმა სს “... ბანკთან” ერთად მიიღო ი.მ-ის მიერ გადახდილი თანხის ნაწილი და თუკი აუქციონის შედეგები ბათილად იქნებოდა ცნობილი და ი.მ-ის მიერ ამ აუქციონზე შეძენილი სს “ .. ..” ქონების ბაზაზე შექმნილი შპს “ს...” ხელახალი აუქციონის ჩატარებისას კრედიტორად არ ჩაითვლებოდა, საგადასახადო ორგანოს თავისთავად წარმოეშობოდა ვალდებულება დაებრუნებინა ბათილად ცნობილი აუქციონიდან მიღებული თანხა. სინამდვილეში მართლაც ასე მოხდა და ი. მ-ე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2006 წლის აპრილის თვეში წარდგენილი სასარჩელო განცხადებით მოპასუხე ქუთაისის ... ინსპექციისაგან ითხოვს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი 35730 ლარის უკან დაბრუნებას. განმცხადებელმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებზე მითითებით ჩათვალა, რომ დავაში მონაწილე ორივე კერძო სამართლის იურიდიულ პირს სს “ .. ..” და შპს “ს...ს” გააჩნია სოლიდური აღიარებული საგადასახადო დავალიანება და აქედან გამომდინარე, საგადასახადო ორგანო დაინტერესებულია, თუკი სასამართლო აღმასრულებლის მიერ ჩატარებული აუქციონის შედეგები ბათილად იქნება ცნობილი, თვითონ ჩაატაროს ამავე ქონებაზე ხელახალი იძულებითი აუქციონი და გარანტირებულად იქნას დაცული სახელმწიფოს ინტერესები. განმცხადებლის მოსაზრებით, ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს. განმცხადებლის მითითებით განცხადების შეტანისას დაცულია სამოქალაქო საპროცესო კოდქესის 424-ე და 426-ე მუხლების მოთხოვნები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ... სამინისტროს ... დეპარტამენტის ქუთაისის ... ინსპექციის განცხადება ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგის მიმართ მას ექნებოდა კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლომ 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიღებისას არსებითად განიხილა მხოლოდ სს “ .. ..” მიმართ შპს “ს...ის” სარჩელი, რომლითაც შპს “ს...” ითხოვდა სს “ .. ..” კრედიტორად ცნობას. შესაბამისად, შპს “ს...” ითხოვდა იმის დადგენას, რომ სს “ .. ..” წარმოადგენდა მის მოვალეს და განმეორებითი აუქციონის ჩატარების შემთხვევაში სურდა, რომ მისი მოთხოვნაც გათვალისწინებული ყოფილიყო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო არ არის, რომ შპს “ს...” დააფუძნა ფიზიკურმა პირმა ი. მ-მ და საწესდებო კაპიტალში შეიტანა ის ქონება, რომელიც აუქციონის საფუძველზე შეიძინა, ე.ი. შპს “ს...ს” ქონება საკუთრებაში გადასცა ი. მ-მ. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ის გარემოება, ნამდვილი თუ ხარვეზიანი უფლებით მიიღო ქონება თავად ი. მ-მ, შეუძლებელია გახდეს შპს “ს...სა” და განმცხადებელს შორის დავის საგანი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ასევე შეუძლებელია განმცხადებლის ინტერესებზე რამენაირი გავლენა მოეხდინა სს “.. ..” ვალდებულების არსებობასა თუ არარსებობას შპს “ს...ის” მიმართ. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ შპს “ს...” სს “ .. ..” კრედიტორად ჩაითვლებოდა, შპს “ს...ს” წარმოეშობოდა მოთხოვნის უფლება, თუმცა მხოლოდ კანონით დადგენილი წესითა და რიგითობით. ამასთან, შესაძლებელია, რომ სს “ .. ..” მიმართ სხვა პირებსაც ჰქონოდათ პრეტენზიები და ... ინსპექცია ყველა ამ დავაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა მხოლოდ იმიტომ, რომ მან მოთხოვნა უფრო ადრე დააყენა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ქუთაისის ... ინსპექციამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება უკანონოა, მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლომ მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორის მითითებით, როგორც ვანის რაიონული სასამართლო, ისე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა, რომელთაგან პირველმა 2003 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების გამოტანით ბათილად ცნო 2001 წლის 30 ივლისს ჩატარებული აუქციონის შედეგები, ხოლო მეორემ 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების გამოტანით დაუშვებლად ჩათვალა ხელახალი აუქციონის ჩატარებისას შპს „ს...ის“ კრედიტორად მიჩნევა სს „ .. ..“ საბალანსო ღირებულებით, ვალდებულნი იყვნენ, ქუთაისის ... ინსპექცია და სს „... ბანკიც“ საქმეში ჩაებათ მხარედ ან მესამე პირად. კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ განჩინებაში გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნამდვილი თუ ხარვეზიანი უფლებით მიიღო ქონება თავად ი.მ-ემ, შეუძლებელია ეს გახდეს შპს „ს...სა“ და ქუთაისის ... ინსპექციას შორის დავის საგანი, რომ ასევე შეუძლებელია ქუთაისის ... ინსპექციის ინტერესებზე რამენაირი გავლენა მოეხდინა სს „ .. ..“ ვალდებულების არსებობას თუ არარსებობას შპს „ს...ის“ მიმართ. კასატორმა მიუთითა, რომ როგორც კი გაიცა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე 2006 წლის 23 თებერვლის სააღსრულებო ფურცელი და ვანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე 2006 წლის 27 თებერვლის სააღსრულებო ფურცელი, ი.მ-ემ 2006 წლის 27 მარტის განცხადებით მოითხოვა აუქციონზე გადახდილი 35730 ლარის უკან დაბრუნება, ხოლო როდესაც ამაზე უარი მიიღო, 2006 წლის 14 აპრილს ანალოგიური მოთხოვნის შემცველი სასარჩელო განცხადება უკვე წარადგინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. კასატორის მოსაზრებით, განჩინების სამოტივაციო ნაწილში არ არის გამოკვეთილი, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ი. მ-ის შეგებებულ სარჩელს შპს „ს...ის“ სს „ .. ..“ იმ დროისათვის არსებული საბალანსო ღირებულებით კრედიტორად და არა საერთოდ კრედიტორად მიჩნევის ნაწილში. ამასთან, თუკი არ იქნება დაცული ი. მ-ის, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესი, რომელმაც შპს „ს...ს“ საწესდებო კაპიტალში თავისი 100%-იანი წილი 2004 წლის 26 იანვარს გაასხვისა სხვა ფიზიკურ პირებზე, მას ყოველთვის ექნება დავის საფუძველი ქუთაისის ... ინსპექციასთან და არამარტო მასთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად საქმის განხილვაში ქუთაისის ... ინსპექცია აუცილებლად უნდა ყოფილიყო მიწვეული. კასატორის მითითებით, მას საქმეში ჩაბმული მხარეების მიმართ გააჩნია დღემდე გააჩნია მნიშვნელოვანი თანხების მოთხოვნის უპირატესი უფლება. კერძოდ, 2006 წლის 2 ნოემბრის მდგომარეობით, სს „ .. ..“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 122017,92 ლარს, ხოლო შპს „ს...ის“ _ 81127,57 ლარს და მათი მატერიალური თუ არამატერიალური აქტების ზრდა-შემცირების მიმართ ... ორგანოს გააჩნია სრულიად ბუნებრივი მართლზომიერი ინტერესი, მით უფრო, რომ მოსარჩელე ი. მ-ე სახელმწიფოსადმი თავის დამოკიდებულებას იმის მიხედვით განსაზღვრავს, მის მიერ აუქციონზე შეძენილი ქონების ბაზაზე დაფუძნებული შპს „ს...“ აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შემთხვევაში რამდენად გარანტირებულად და სრულად მიიღებს კუთვნილ თანხას. კასატორის მოსაზრებით, განჩინების გამოტანისას სასამართლომ უხეშად დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან არავითარი მტკიცებულება, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული არ არის, ისევე როგორც ნახსენები არ არის, რომელი მტკიცებულებები იქნა უარყოფილი და რომელი კანონებით იხელმძღვანელა სასამართლომ.
კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დაუშვებელია ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ძირითადი საქმის განხილვა ვანის რაიონულ სასამართლოში დაწყებულია თავიდან და იგი გრძელდება ადმინისტრაციული სამართალწარმოებით, ხოლო ამავე საქმის ნაწილზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ სამოქალაქო სამართალწარმოებით ადრე მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. თუკი ვანის რაიონულ სასამართლოში თავის დროზე აღძრული სარჩელისა და შეგებებული სარჩელის მოთხოვნათა ნაწილი თავისი შინაარსით განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული დავის და ნაწილი კერძოსამართლებრივი (სამოქალაქო) დავის საგანს, ყოვლად დაუშვებელი და კანონსაწინააღმდეგო იყო მათი ერთად განხილვა. კასატორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ჩათვალა, რომ სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, უნდა მომხდარიყო საქმეთა ცალკე წარმოებად გამოყოფა. რადგან ასეთი მაშინ არ განხორციელდა, ამჟამად მაინც უნდა აღსდგეს კანონიერება და საქმეთა განხილვა, მათზე მიღებულ გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობის შემდეგ, თავიდან დაიწყოს განსჯადობისა და საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის სხვა ნორმათა მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლის პროცესში საგადასახადო ორგანოს უნდა მიეცეს სახელმწიფო ინტერესების წარმოდგენისა და დაცვის შესაძლებლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ... სამინისტროს ... დეპარტამენტის ქუთაისის ... ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს ... სამინისტროს ... დეპარტამენტის ქუთაისის ... ინსპექციის უფროსმა 2006 წლის 25 მაისს განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რადგანაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს “ს...ის” მოთხოვნა ხელახალი აუქციონის ჩატარებისას სს “ .. ..” კრედიტორად მიჩნევის თაობაზე, სასამართლოს ამ დავაში ქუთაისის ... ინსპექცია და სს “... ბანკი” უნდა ჩაება მხარედ ან მესამე პირად. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ როგორც განსაკუთრებულ და გამონაკლის შემთხვევას. იმავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება იყოს ის გარემოება, თუ ამ გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ პირზე, რომელიც საქმეში არ იყო ჩართული როგორც მხარე ან მესამე პირი, ან კიდევ ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულია ასეთი პირის უფლება-მოვალეობები (მაგალითად, მას მიეკუთვნა რაიმე ქონება ან უფლება, დაეკისრა მოქმედების შესრულების მოვალეობა ერთ-ერთი მხარის მიმართ) ერთ-ერთი მხარის მიმართ, რის შესახებაც მან გაიგო მხოლოდ ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ამდენად, ასეთი გადაწყვეტილების აღსრულება უშუალოდ ამ პირის ინტერესებს უნდა ეხებოდეს. მოცემულ შემთხვევაში კი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს “ .. ..” სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ვანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება ხელახალი აუქციონის ჩატარებისას შპს “ს...ის” კრედიტორად საბალანსო ღირებულებით მიჩნევის ნაწილში და ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა შპს “ს...ის” სარჩელი. ამდენად, ამ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “ს...ის” აღიარებითი სარჩელი იმის თაობაზე, რომ შპს “ს-ს” და სს “ .. ..” შორის არ არსებობს ვალდებულებითი ურთიერთობა, რის გამოც შპს “ს...ს” მოთხოვნის უფლება არ წარმოეშობა სს “ .. ..” მიმართ. როგორც ვხედავთ, ამ გადაწყვეტილებით კასატორს უშუალოდ რაიმე უფლება-მოვალეობა არ დაკისრებია.
საკასაციო პალატა კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ მიიჩნევს მის მითითებას იმის შესახებ, რომ ი. მ-ე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2006 წლის აპრილის თვეში წარდგენილი სასარჩელო განცხადებით მოპასუხე ქუთაისის ... ინსპექციისაგან ითხოვს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი 35730 ლარის უკან დაბრუნებას, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენს საქმის წარმოების განახლების კანონით გათვალისწინებულ საფუძველს. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლომ 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიღებისას არსებითად განიხილა მხოლოდ სს “ .. ..” მიმართ შპს “ს...ის” სარჩელი, რომლითაც შპს “ს...” ითხოვდა სს “ .. ..” კრედიტორად ცნობას. შესაბამისად, შპს “ს...” ითხოვდა იმის დადგენას, რომ სს “ .. ..” წარმოადგენდა მის მოვალეს და განმეორებითი აუქციონის ჩატარების შემთხვევაში სურდა, რომ მისი მოთხოვნაც გათვალისწინებული ყოფილიყო.
კასატორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს იმის შესახებ, რომ ვანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემდეგ განახლდა საქმის წარმოება და მასში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩაება ქუთაისის ... ინსპექცია.; ეს საქმე იხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. კასატორი მიუთითებს, რომ ამ საქმის სახელმწოდებაა ადმინისტრაციული საქმე სს “ .. ..” სარჩელისა გამო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის ... ბიუროსა და მესამე პირის ი. მ-ის მიმართ ამავე ... ბიუროს მიერ 2001 წლის 30 ივლისს ჩატარებული იძულებითი აუქციონის შედეგების გაუქმებისა და აუქციონზე გაყიდული სს “ .. ..” უძრავ-მოძრავი ქონების კანონიერ მფლობელობაში გადაცემის შესახებ, აგრეთვე მესამე პირის ი. მ-ის სარჩელისა გამო სს “ .. ..” და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის ... ბიუროს მიმართ ამ უკანასკნელის მიერ ზიანის სახით 6300 ლარის ანაზღაურებისა და აუქციონის ხელახლა ჩატარების შესახებ, სადაც კრედიტორად მიწვეული იქნება შპს “ს...”. კასატორი მიუთითებს, რომ იგი როგორც საქმეში მონაწილე დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირი სასარჩელო განცხადებით ითხოვს სს “ .. ..” უძრავ-მოძრავი ქონების იძულებითი აუქციონზე გაყიდვის შესახებ 2001 წლის 30 ივლისის აქტის გაუქმებას და ამავე აუქციონის შედეგების ბათილად ცნობას. კასატორის მოსაზრებით, ასეთ ვითარებაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება უხერხულობას ბადებს, რადგან ძირითადი საქმის განხილვა ვანის რაიონულ სასამართლოში დაწყებულია თავიდან და იგი გრძელდება ადმინისტრაციული სამართალწარმოებით, ხოლო ამავე საქმის ნაწილზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ სამოქალაქო სამართალწარმოებით ადრე მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. თუკი ვანის რაიონულ სასამართლოში თავის დროზე აღძრული სარჩელისა და შეგებებული სარჩელის მოთხოვნათა ნაწილი თავისი შინაარსით განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული დავის და ნაწილი კერძოსამართლებრივი (სამოქალაქო) დავის საგანს, ყოვლად დაუშვებელი და კანონსაწინააღმდეგო იყო მათი ერთად განხილვა. კასატორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ჩათვალა, რომ სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, უნდა მომხდარიყო საქმეთა ცალკე წარმოებად გამოყოფა. რადგან ასეთი მაშინ არ განხორციელდა, ამჟამად მაინც უნდა აღსდგეს კანონიერება და საქმეთა განხილვა, მათზე მიღებულ გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობის შემდეგ, თავიდან დაიწყოს განსჯადობის მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლის პროცესში ... ორგანოს უნდა მიეცეს სახელმწიფო ინტერესების წარმოდგენისა და დაცვის შესაძლებლობა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 16 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ხელახალი აუქციონის ჩატარებისას საწარმოს კრედიტორად ცნობა არ წარმოადგენს ადმინიტრაციული დავის საგანს, იგი არის კერძო სამართლებრივი ხასიათის და უნდა გადაწყდეს არა ადმინისტრაციული წარმოების, არამედ სამოქალაქო სამართალწარმოების გზით. ამდენად, კასატორის ზემოაღნიშნული მოსაზრება არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს და შესაბამისად მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს ... სამინისტროს ... დეპარტამენტის ქუთაისის ... ინსპექციის წარმომადგენელი ა. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.