საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-822-1139-07 24 მარტი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა სს „ .. ..-ის დირექტორის ექსპერტიზის დარგში – თ. ო-აძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის ¹ას-822-1139-07 განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის ¹ას-822-1139-07 განჩინებით სს „ .. ..-ის“ დირექტორატის თავმჯდომარის – ე. ქ-ის, დირექტორის სამკურნალო დარგში ე. გ-ისა და დირექტორის ექსპერტიზის დარგში თ. ო-აძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. კასატორებს დაუბრუნდათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 311 ლარის 70% - 217 ლარი საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი 220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300773078 სახაზინო კოდით ძველი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.
სს „ .. ..-ის“ დირექტორმა ექსპერტიზის დარგში – თ. ო-აძემ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა აღნიშნულ განჩინებაში უსწორობის გასწორება იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 14 დეკემბრის ¹ას-822-1139-07 განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, არასწორად არის მითითებული დაბრუნებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდოომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის ¹822-1139-07 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბზაცში სიტყვები „217 ლარი“ უნდა გასწორდეს სიტყვებით „217 ლარი და 70 თეთრი“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს „ .. ..-ის“ დირექტორის ექსპერტიზის დარგში – თ. ო-აძის განცხადება დაკმაყოფილდეს.
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის ¹ას-822-1139-07 განჩინებაში დაშვებული უსწორობა. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბზაცში სიტყვები „217 ლარი“ გასწორდეს სიტყვებით „217 ლარი და 70 თეთრი“.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.