Facebook Twitter

ას-833-1148-07 7 ნოემბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ლ. მ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ზ-ლ-გ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მ. ზ-ლ-გ-ს, გ. და კ. გ-ების მიმართ ბინიდან გამოსახლების თაობაზე. მოსარჩელის მითითებით, ქარელის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ზ-ლ-გ-ს მის სასარგებლოდ დაეკისრა 3900 აშშ დოლარის გადახდა. შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ დანიშნულ აუქციონზე, 2001 წლის 4 ივნისს, ლ. მ-ს ნატურით გადაეცა მოვალე მ. ზ-ლ-გ-ს ქონება, კერძოდ, ქარელში, ... ჩიხი ¹3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნახევარი (შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2001 წლის 11 ივნისის განკარგულება).

აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელემ მოითხოვა ქარელში, ... ჩიხი ¹3-ში მდებარე საცხოვრებელ სახლის მის სახელზე რიცხული წილიდან მოპასუხეების გამოსახლება.

ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. მ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ზ-ლ-გ-ი, გ. და კ. გ-ები გამოსახლებულ იქნენ ქარელში, ... ჩიხი ¹3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის იმ ფართიდან, რომელიც აღირიცხა მოსარჩელე ლ. მ-ს საკუთრებაში (სასარგებლო ფართი 61,45 კვ.მ, მათ შორის, საცხოვრებელი 30,6 კვ.მ, სამეურნეო 27,7 კვ.მ).

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ზ-ლ-გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ზ-ლ-გ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება მ. ზ-ლ-ს ქარელში, ... ¹3-ში მდებარე საცხოვრებელ სახლიდან გამოსახლების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, არ დაკმაყოფილდა ლ. მ-ს სარჩელი ქარელში, ... ¹3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მ. ზ-ლ-გ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მისი გამოსახლების თაობაზე.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. მ-მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. მ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს გნუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ზ-ლ-გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება მ. ზ-ლ-გ-ს ქარელში, ... ¹3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, არ დაკმაყოფილდა ლ. მ-ს სარჩელი ქარელში, ... ¹3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მ. ზ-ლ-გ-ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მისი გამოსახლების თაობაზე.

საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, ლ. მ-ს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტუილების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 25 მაისს, ხოლო საკასაციო საჩივარი მან შეიტანა 2007 წლის 16 ოქტომბერს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე. ამ ვადის აღდგენა არ შეიძლება და იგი იწყება მხარეთათვის გადაწყვეტილების ან განჩინების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნას ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ გასაჩივრებული დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ლ. მ-ს ჩაჰბარდა 2007 წლის 25 მაისს, ხოლო საკასაციო საჩივარი მხარემ შეიტანა ამავე წლის 16 ოქტომბერს, საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნებს, რომ ლ. მ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. მ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.