¹ას-834-1196-06 5 თებერვალი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს “ .. .. ..” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ. შ-ა, ვ. ქ-ა, მ. პ-ა, პ. ბ-ა, ტ. შ-ა, მ. ხ-ა, ვ. ბ-ა, პ. ბ-ა, ლ. კ-ა, დ. ქ-ა, ი. ც-ა, თ. ბ-ა, მ. რ-ი, თ. მ-ე, ნ. ჟ-ა, ვ. ჟ-ა, მ. ჭ-ძე, ც. ბ-ა, გ. ლ-ე, ე. კ-ე, მ. მ-ე, ლ. კ-ა, ე. ფ-ა, ნ. შ-ა, ზ. შ-ა, ნ. კ-ა, ი. გ-ა, რ. შ-ა, ლ. ქ-ა, მ. ა-ა, ნ. ქ-ა, ს. ა-ა, გ. ქ-ა და გ. მ-ე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ფართიდან გამოსახლება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრეს შპს „ .. .. ..“ და შპს “ .. .. ..“ ფილიალი „მ. მ. დ-მ“ მოპასუხეების, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების: ნ. შ-ს, ვ. ქ-ს, მ. პ-ს, პ. ბ-ს, ტ. შ-ს, მ. ხ-ს, ვ. ბ-ს, პ. ბ-ს, ლ. კ-ს, დ. ქ-ს, ი. ც-ს, თ. ბ-ს, მ. რ-ის, თ. მ-ის, ნ. ჟ-ს, ვ. ჟ-ს, მ. ჭ-ის, ც. ბ-ს, გ. ლ-ის, ე. კ-ის, მ. მ-ის, ლ. კ-ს, ე. ფ-ს, ნ. შ-ს, ზ. შ-ს, ნ. კ-ს, ი. გ-ს, რ. შ-ს, ლ. ქ-ს, მ. ა-ს, ნ. ქ-ს, ს. ა-ს, გ. ქ-სა და გ. მ-ის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეთა გამოსახლება სავაგონო დეპო „...“ ადმინისტრაციული კორპუსის შენობიდან.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მშენებარე ... დირექცია წარმოადგენს შპს „ .. .. ..“ ფილიალს. ამ ფილიალის ბალანსზე აღრიცხულია ქ. თბილისში, ... ქუჩაზე მდებარე სავაგონო დეპო „...“ ადმინისტრაციული კორპუსი; 2003 წლის 27 დეკემბერს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოპასუხეები თავიანთ ოჯახებთან ერთად ძალის გამოყენებით შეიჭრნენ ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ კორპუსში და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ მას.
მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციული კორპუსის შენობა წარმოადგენს ...სათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს. იგი დეპო „....“ ტერიტორიაზეა განლაგებული. მშენებარე ... დირექცია სავაგონო დეპო „...“ 1998 წლიდან აწარმოებს სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, მათ შორის ადმინისტრაციული კორპუსის სარეკონსტრუქციო სამუშაოებსაც. დეპო განკუთვნილია ... მოძრავი შემადგენლობის მოვლა-შენახვის, სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად და სხვა. ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით დეპოს შენობა და მთელი ტერიტორია დაქსელილია მაღალი ძაბვის საკონტაქტო რელსებით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით იკრძალება უცხო პირთა შესვლა დეპოს ტერიტორიაზე და მით უმეტეს – ცხოვრება ამ ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ კორპუსში. გარდა ამისა, აღნიშნული კორპუსი აუცილებლობას წარმოადგენს დეპო „...“ ფუნქციონირებისათვის. ამ ადმინისტრაციული კორპუსის მოპასუხეების მიერ დაკავების გამო დეპო „...“ ადმინისტრაცია მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს ამ ადმინისტრაციული კორპუსით. ამასთან, მოპასუხეების უკანონო მოქმედების გამო შეჩერებულია ამ კორპუსის სარემონტო სამუშაოები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,Mმოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეების გამოსახლება სავაგონო დეპო „...“ ადმინისტრაციული კორპუსის შენობიდან ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის მათთან ერთად მყოფ პირებთან ერთად.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ.თბილისში, ... ქუჩაზე მდებარე სავაგონო დეპო „....“ ადმინისტრაციული კორპუსის შენობიდან გამოსახლებული იქნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები: ნ. შ-ა, ვ. ქ-ა, მ. პ-ა, პ. ბ-ა, ტ. შ-ა, მ. ხ-ა, ვ. ბ-ა, პ. ბ-ა, ლ. კ-ა, დ. ქ-ა, ი. ც-ა, თ. ბ-ა, მ. რ-ი, თ. მ-ე, ნ. ჟ-ა, ვ. ჟ-ა, მ. ჭ-ძე, ც. ბ-ა, გ. ლ-ე, ე. კ-ე, მ. მ-ე, ლ. კ-ა, ე. ფ-ა, ნ. შ-ა, ზ. შ-ა, ნ. კ-ა, ი. გ-ა, რ. შ-ა, ლ. ქ-ა, მ. ა-ა, ნ. ქ-ა, ს. ა-ა, გ. ქ-ა და გ. მ-ე თანხმლებ პირებთან ერთად.
მოცემული საქმე არაერთხელ განიხილეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა და ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „ .. .. ..“ და შპს “ .. .. ..“ ფილიალი „მ. მ-ის” დირექციის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ .. .. ..”.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 3 იანვრის განჩინებით შპს „ .. .. ..” დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად ამ თანხის 5%-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო შპს “ .. .. ..“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს “ .. .. ..“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 3 იანვრის განჩინებით შპს “ .. .. ..“ დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად ამ თანხის 5%-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 528-529).
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე შპს “ .. .. ..“ გაეგზავნა 2007 წლის 8 იანვარს (ს.ფ. 530), ხოლო კასატორს განჩინების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 11 იანვარს (ს.ფ.531). კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 22 იანვრის ჩათვლით, მაგრამ როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს “ .. .. ..“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ .. .. ..“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.