¹ას-84-364-08 5 მაისი, 2008 წ.
ქ. Q.თ.
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ რ.ჩ-უა(შეგებებული სარჩელის ავტორი, ძირითად სარჩელში _ მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ.ჩ-უა (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში _ მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქ.Q.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.ჩ-უამ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ.ჩ-უას მიმართ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის _ 1415 ლარის ანაზღაურების შესახებ.
რ.ჩ-უამ შეგებებული სარჩელით მოითხოვა მ.ჩ-უასათვის მიუღებელი შემოსავლის _ 5.78 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: 20.. წ. შეგებებული სარჩელის აღძვრამდე მ.ჩ-უა ხელს უშლის მოსარჩელეს კუთვნილი მიწის ნაკვეთის დამუშავებასა და მოსავლის მიღებაში, რის გამოც მხარეებს შორის შვიდი წლის მანძილზე მიმდინარეობს დავა. მოპასუხის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად დავაში ჩაერთო სამართალდამცავი ორგანოებიც, ხოლო, პოლიციისათვის გაწეული წინააღმდეგობის გამო, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 20.. წ. . ნოემბრის განაჩენით მ.ჩ-უა მიცემულ იქნა პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ¹... ბრძანებით შექმნილი კომისიის დასკვნით დადგინდა, რომ საშუალო საჰექტრო მოსავლიანობა სოფელ ........-ში შეადგენს 3 ტონა სიმინდს, 700 კონა ჩალას, 160 კგ სოიოს, 200 კგ. გოგრას, 80 კგ ლობიოს, ამდენად, მოსარჩელეს თავის მიწაზე უნდა მოეყვანა 600 ლარის ღირებულების 600 კგ სიმინდი, 140 კონა ჩალა, საშუალოდ 32 ლარის ღირებულების სოიო, 40 ლარის ღირებულების 40 კგ გოგრა, 32 ლარის ღირებულების 16 კგ ლობიო. აღნიშნულიდან გამომდინარე, რ.ჩ-უას მიუღებელი შემოსავალი წელიწადში შეადგენდა 854 ლარს, შვიდი წლის განმავლობაში კი _ 5.78 ლარს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 20.. წ. . ივლისის განჩინებით რ.ჩ-უას შეგებებული სარჩელი გამოეყო ცალკე წარმოებად.
მოპასუხე მ.ჩ-უამ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: რ.ჩ-უა 20..-20.. წლ. დაუბრკოლებლად ამუშავებდა სადავო მიწის ნაკვეთს, რის გამოც მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა. ამასთან, შეგებებული სარჩელი შეტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 18.-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევით.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 20.. წ. ... ივლისის გადაწყვეტილებით რ.ჩ-უას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც რ.ჩ-უამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქ.Q.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. დეკემბრის განჩინებით რ.ჩ-უას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება არ მოიპოვება. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის მიერ წარდგენილი საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო ბარათის საფუძველზე პალატამ დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ირიცხება რ.ჩ-უას საკუთრებად. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 20.. წ. . ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც მ.ჩ-უა ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, თუმცა, ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 2 წელი. აღნიშნული განაჩენის თანახმად, დაზარალებული პოლიციის თანამშრომლები მეთვალყურეობდნენ მ.ჩ-უას მეუღლის – ს.ჩ-უასა და რ.ჩ-უას ნაკვეთის დამუშავებას სადავო ნაკვეთზე არსებული დავის გამო. 20.. წ. .. მაისს, რ.ჩ-უამ სიტყვიერად აცნობა მათ, რომ აპირებდა მისი კუთვნილი 1007 კვ.მ მიწის დამუშავებას. ტრაქტორით მიწის დამუშავების დაწყებისას მ.ჩ-უამ წინააღმდეგობა გაუწია მოსალოდნელი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად მისულ პოლიციის თანამშრომლებს, რადგან მიიჩნია, რომ რ.ჩ-უას ეკუთვნოდა არა მთლიანად მიწის ნაკვეთი, არამედ 1007 კვ.მ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 20.. წ. . ნოემბრის განაჩენით 20..-20.. წ. აპელანტის კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობასა და დამუშავებაში მ.ჩ-უას მხრიდან ხელშეშლა არ დასტურდება, ვინაიდან განაჩენი ადასტურებს საგაზაფხულო სამუშაოების დასრულებამდე მ.ჩ-უას უკანონო მოქმედებას, რაც პოლიციის მუშაკებმა აღკვეთეს და მოპასუხე გადაიყვანეს სამტრედიის შს რაიგანყოფილებაში. სააპელაციო პალატის მითითებით, მ.ჩ-უამ სადავოდ გახადა აპელანტის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოება, რომ 20.. წ. . წლის განმავლობაში მ.ჩ-უა ხელს უშლიდა კუთვნილი ნაკვეთის დამუშავებაში, რითაც მოსარჩელეს მიადგა ზიანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 103-ე მუხლების სასამართლომ ჩათვალა, რომ რ.ჩ-უამ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარადგინა, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით 5.78 ლარის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია. პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილი, 18.-ე მუხლის მესამე ნაწილი, როდესაც რ.ჩ-უას შეგებებული სარჩელის გამო საქმის წარმოებად ცალკე გამოყო, ასევე არასაკმარისად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოება, თუმცა საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, რის გამოც, ამავე კოდექსის 3.3-ე მუხლის მესამე ნაწილით შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება რ.ჩ-უამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომ რ.ჩ-უამ სათანადო მტკიცებულებით სადავო 1702 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების არსებობა ვერ დაადასტურა, ვინაიდან კასატორმა წარადგინა საჯარო რეესტრში სადავო საკუთრების რეგისტრაციის ბარათი. სააპელაციო სასამართლომ კასატორის კუთვნილი მიწის ნაკვეთის დამუშავებაში მ.ჩ-უას ხელშეშლის ფაქტის დასადასტურებლად არასწორად არ გაიზიარა საქმეში წარმოდგენილი სამტრედიის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 20.. წ. . ნოემბრის განაჩენი და საერთოდ არ შეუფასებია საქმეში არსებული საჯავახოს თემის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად 20.. წ. მ. და ს. ჩ-უები კასატორს ხელს უშლიან სადავო ნაკვეთის დამუშავებაში. სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-18.-ე მუხლები, თუმცა არასწორად არ გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ საქმეზე გამოტანილ იქნა არსებითად სწორი გადაწყვეტილება. კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სათანადოდ შეფასების შეთხვევაში სასამართლო დააკმაყოფილებდა მის მოთხოვნას. არც ერთი ინსტანციის სასამართლოს ასევე არ უმსჯელია შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნაზე მ.ჩ-უასათვის სადავო მიწის დამუშავებაში ხელშეშლის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით 5.78 ლარის დაკისრების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ.ჩ-უას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი დარჩეს ქ.Q.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით გათვალისწინებულია პირობები, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია უარი უთხრას კასატორს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ხსენებული მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საქმეზე კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარვევა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან არ დასტურდება მ.ჩ-უას მიერ სადავო ნაკვეთის დამუშავებაში ხელშეშლა. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 20.. წ. .. ნოემბრის განაჩენით დგინდება, რომ პოლიცია მეთვალყურეობდა რ.ჩ-უას მიერ ნაკვეთის დამუშავებას მხარეთა შორის არსებული დავის გამო, რა დროსაც მ.ჩ-უამ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს იმ მოტივით, რომ რ.ჩ-უას ეკუთვნოდა არა დასამუშავებელი მიწის მთელი ფართობი, არამედ მხოლოდ მისი ნაწილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს მტკიცების ტვირთის განაწილებისას სასამართლომ სწორად დააკისრა რ.ჩ-უას მის მიერ შეგებებულ სარჩელში მითითებული მოთხოვნის საფუძვლის _ მიწის დაუმუშავებაში ხელშეშლის ფაქტის დამტკიცება, რაც მხარემ სათანადოდ ვერ უზრუნველყო. რ.ჩ-უავალდებული იყო, დაედასტურებინა სადავო მიწის ნაკვეთის დაუმუშავებლობა, რომლითაც მას ადგებოდა ზიანი, რისი დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება კი საქმეში არ მოიპოვება.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება გასაჩივრებული განჩინების არაკანონიერებაზე იმ მოტივით, რომ სასამართლოს არ შეუფასებია მიყენებული ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი სოფელ საჯავახოში საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის დასადგენად მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი კომისიის დასკვნა შპს “არგოს” მიერ გაცემული ცნობა და საჯავახოს სოფლის საკრებულოს მიერ გაცემული ცნობა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატა ვალდებული იყო, შეეფასებინა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუკი სასამართლო დასაშვებობისა და განკუთვნადობის პრინციპის დაცვით მიღებულ მტკიცებულებებს არ ამოიღებს საქმიდან, მას საქმისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს და, შესაბამისად, მათი შეფასება სავალდებულოა.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მოცემულ შემთხვევაში არ შეაფასა რა მტკიცებულებები, დაარღვია კანონის მოთხოვნა, თუმცა აღნიშნული ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.3-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებების შეფასება ვერ გამოიწვევდა მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას, კერძოდ, კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებები ადგენს საშუალო საჰექტარო მოსავლიანობასა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საბაზრო ღირებულებას. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებებით არ დასტურდება საკუთრების ხელშეშლის ფაქტი. რაც შეეხება საჯავახოს თემის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაცემულ ცნობას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცნობა არ შეიძლება იქნეს მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად მოპასუხის მიერ სადავო ზიანის მიყენების ფაქტის დადგენისათვის. მითითებული ცნობის არასარწმუნოობას აძლიერებს ის გარემოება, რომ მასში მითითებული კატეგორიული დასკვნა მ.ჩ-უას მიერ რ.ჩ-უას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დამუშავების ხელშეშლაზე დასაბუთებული არ არის და ასეთი გარემოება საქმეში არსებული სხვა რაიმე მტკიცებულებითაც არ დასტურდება. ამავე ცნობით არ ირკვევა, წარმოადგენს თუ არა ამ შინაარსის ცნობის გაცემა და, შესაბამისად, ასეთი გარემოებების შესწავლა-გამორკვევა მითითებული თანამდებობის პირის უფლებამოსილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის თაობაზე.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 18.-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები შეგებებული სარჩელის ცალკე წარმოებად გამოყოფით, თუმცა საქმეზე სწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ამავე კოდექსის 3.3-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო ნორმის დარღვევა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენს, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ.ჩ-უას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს ქ.Q.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.. წ. .. დეკემბრის განჩინება.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.