¹ ას-847-1206-06 19 თებერვალი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ გ. პ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ .. .. ..” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “ .. .. ..” დირექტორმა დ. ბ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. და გ. პ-ების მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის 49 459 აშშ დოლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ 1997 წლის 9 თებერვალს მასსა და ო. პ-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიწოდებაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს მიაწოდა სხვადასხვა საქონელი, მაგრამ მოპასუხემ შეთანხმების ყველა პირობა დაარღვია.
ხულოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს “ .. .. ..” დირექტორ დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მისივე მოთხოვნით სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რაც გაასაჩივრა გ. პ-მ.
გ. პ-მ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი არასათანადო მოპასუხეა და სარჩელი განსჯადობის მიხედვით უნდა წარდგენილიყო მოლდავეთში, სადაც ცხოვრობს სათანადო მოპასუხე ო. პ-ე.
ხულოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 20 ივნისის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და შეჩერდა სააღსრულებო წარმოება. შპს “ .. .. ..” დირექტორმა დ. ბ-მ კერძო საჩივრით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა, მოცემულ საქმეზე მიღებული ყველა განჩინების გაუქმება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება და სააღსრულებო წარმოების განახლება.
ხულოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 ივნისის განჩინებით შპს “ .. .. ..” დირექტორ დ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2002 წლის 13 ივნისის, 20 ივნისის, 27 აგვისტოს განჩინებები და ძალაში დარჩა ხულოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სააღსრულებო წარმოება განახლდა. გ. პ-მ მოცემულ განჩინებაზე სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა მისი ბათილად ცნობა.
ხულოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 თებერვლის განჩინებით გ. პ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, შეჩერდა ხულოს რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულება.
შპს “ .. .. ..” დირექტორმა დ. ბ-მ კერძო საჩივრით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ხულოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 თებერვლის განჩინების გაუქმება და ამავე სასამართლოს 2003 წლის 3 იანვრისა და 2002 წლის 19 ნოემბრის განჩინების ძალაში დატოვება და სააღსრულებო საქმის წარმოების განახლება. ამავე სასამართლოს 2003 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. მოცემულ განჩინებაზე კვლავ კერძო საჩივარი შეიტანა დ. ბ-მ.
აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 24 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გაუქმდა ხულოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 12 სექტემბრის განჩინება.
ხულოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2002 წლის 19 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და განახლდა სააღსრულებო წარმოება, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ.პაქსაძემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 28 სექტემბრის განჩინებით გ. პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხულოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 მაისის განჩინება გ. პ-ის განცხადების დაკმაყოფილების ნაწილში, დ. ბ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში დარჩა უცვლელი, შეიცვალა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი აღსრულების ნაწილში და მიეთითა, რომ იგი უნდა გადაწყდეს საქმის საბოლოო დამთავრებისას, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 7 სექტემბრის განჩინებით, შპს “ .. .. ..” დირექტორ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ვატონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 28 სექტემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც შეიცვალა ხულოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის ამ ნაწილში დაუბრუნდა იმავე პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 სექტემბრის განჩინებით გ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხულოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 მაისის განჩინება სააღსრულებო წარმოების განახლების შესახებ, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. პ-მ., რომელშიც მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონო და დაუსაბითებელია, ვინაიდან საქმეში აღნიშნულ სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და ასევე არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება 393-ე, 394-ე მუხლების თანახმად შეუძლებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით გ. პ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის ღირებულების განსასაზღვრად და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოსადგენად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. პ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით გ. პ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდათ ხარვეზი და მიეცათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივრის ღირებულების განსასაზღვრად და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილი “გ” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოსადგენად.
საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, გ. პ-ს საკასაციო სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა 2007 წლის 22 იანვარს. აღნიშნულის მიუხედავად, კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით პალატისათვის არ მიუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში გ. პ-ს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია _ კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად არ განუსაზღვრავს საკასაციო საჩივრის ღირებულება და არც მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. პ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. პ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.