Facebook Twitter

¹ას-850-1136-09 26 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

მოსამართლე:M მ. გოგიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ,,დელიდორის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სარჩელისა გამო სს “დელიდორის” მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის განჩინებით სს “დელიდორს” დაევალა ხარვეზის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 1542,5 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრისა და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. ხარვეზის განჩინება მხარეს 2 ოქტომბერს ჩაბარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ხარვეზის შევსების ვადა 2009 წლის 12 ოქტომბერს ამოეწურა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორმა ხარვეზი არ შეავსო.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “დელიდორის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.