Facebook Twitter

საქმე №193აგ-16 17 მარტი, 2017 წელი

ლ-ი ლ, 193აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განაჩენით ლ. ლ-ი, (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 მაისის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 9 თვე - ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 თებერვლის განაჩენით მას მსჯავრი დაედო სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარი. სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე გაუქმდა 2009 წლის 18 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 წელი, 9 თვე, რაც მთლიანად დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 500 ლარი, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 3 თვე - ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით), ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დ. ბ-ის ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით - 10 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 7 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ს. ს-ზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ს. ს-ზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; ლ. ლ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ და მე-7 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 19, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ და მე-7 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებზე და სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილით, ნაწილობრივი შეკრების წესით, ლ. ლ-ის მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს – 7 წელსა და 8 თვეს - ნაწილობრივ დაემატა: სსკ-ის 19, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ და მე-7 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან - 3 წელი და 9 თვე; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 7 თვე; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ს. ს-ზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 1 წელი და 6 თვე; სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 1 წელი და 3 თვე; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დ. ბ-ის ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 7 თვე; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ლ. ლ-ის ბინისა და სარდაფის ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 7 თვე. ლ. ლ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 15 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (2 წლიდან და 3 თვიდან) ამნისტიის საფუძველზე ¼-ით შემცირებული სასჯელი - 1 წელი, 8 თვე, 7 დღე და საბოლოოდ ლ. ლ-ს სასჯელად განესაზღვრა 17 წლით, 7 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. ლ. ლ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2012 წლის 2 მაისიდან.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განაჩენში აღმოიფხვრა უზუსტობა, კერძოდ: ლ. ლ-ი, როგორც ნასამართლობის არმქონე პირი, გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 236-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან და მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 15 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: ლ. ლ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა 19,117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ზედმეტად წარდგენილი ბრალდება და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 19, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლ. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დ. ბ-ის ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით - 10 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 7 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ს. ს-ზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ს. ს-ზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ნაწილობრივი შეკრების წესით, ლ. ლ-ის მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს – 7 წელსა და 8 თვეს - ნაწილობრივ დაემატა: სსკ-ის 19, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან - 2 წელი; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 7 თვე; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ს. ს-ზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 1 წელი და 6 თვე; სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 1 წელი და 3 თვე; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დ. ბ-ის ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 7 თვე; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ლ. ლ-ის ბინისა და სარდაფის ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღების ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 7 თვე და მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 14 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე ლ. ლ-ი, როგორც ნასამართლობის არმქონე პირი, გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 236-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან და საბოლოოდ მას სასჯელად განესაზღვრა 14 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა. ლ. ლ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2012 წლის 2 მაისიდან.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

6. 2016 წლის 9 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ლ. ლ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ-ამ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვა შემდეგ გარემოებათა გამო: შუამდგომლობის ავტორს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 28 იანვრის განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 26 სექტემბრის განაჩენით დაადასტურეს, რომ ლ. ლ-ი არ იყო ნასამართლევი, ვინაიდან იგი,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გათავისუფლდა 2011 წლის 7 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან. შესაბამისად, მსჯავრდებული ლ. ლ-ი 2013 წლის 28 იანვრის განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისას იყო ნასამართლობის არმქონე, რის გამოც მსჯავრდებულს სასჯელი უნდა განსაზღვროდა არა ნაწილობრივი შეკრების, არამედ - შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ას შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

8. კასატორი - მსჯავრდებულ ლ. ლ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. დ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინების გაუქმებას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ლ. ლ-ის მიმართ მიღებულია 2013 წლის 17 აპრილის საკანონმდებლო ცვლილებების განხორცილების შემდეგ და, შესაბამისად, მისი გათვალისწინებით.

3. ამდენად, აღნიშნულ საკითხზე ხელახლა მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი ახლად გამოვლენილი გარემოების სახით პალატას არ გააჩნია. მაგრამ მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატა განუმარტავას კასატორს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება პირის ნასამართლობა დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის. ის ფაქტი, რომ ლ. ლ-ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 236-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან, არ ცვლის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის დროს (2011 წლის 19 სექტემბრის, 2012 წლის 25 აპრილის, 2012 წლის 2 მაისის ეპიზოდები) იყო ნასამართლევი.

4. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ლ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ლ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე